გადაიქცევიან თუ არა ქორი არასამთავრობოები მტრედებად?!

გადაიქცევიან თუ არა ქორი არასამთავრობოები მტრედებად?!

გამოუვათ თუ არა არასამთავრობოებს ეროვნული საქმის კეთება და ეროვნულ რელსებზე გადაწყობა? როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეროვნული სამოქალაქო საზოგადოება? პრემიერის ინიციატივით, არასამთავრობოები ქართული ფულით დაფინანსებიან. მათ სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს და ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა ეროვნული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად, ვინაიდან გამჭვირვალობა და თავისუფლება გახდება ამოსავალი წერტილი. 

ჩვენ მივეჩვიეთ, რომ, პოლიტიკოსთა მსგავსად, საქართველოში მოქმედი არასამთავრობოებიც ორ ნაწილად იყოფიან - ქორებად და მტრედებად. ქორები უცხოეთიდან მიღებულ პოლიტიკურ დაკვეთებზე მუშაობენ და აგრესიულები არიან, განსხვავებით, მტრედებისგან, რომლებიც შედარებით აპოლიტიკურნი არიან და საზოგადოებისთვის საჭირო პროექტებზე მუშაობენ.

ირაკლი კობახიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების კრიტერიუმი რეგისტრაცია არ იქნება, არამედ იქნება კონკრეტული სტანდარტული კრიტერიუმები -   კომპეტენცია და კეთილსინდისიერება.

როდესაც კონკურსი ცხადდება, ზოგადად, არის ხოლმე ძირითადად ორი კრიტერიუმი - კომპეტენცია და კეთილსინდისიერება და ასე იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შემთხვევაშიც, - აცხადებს პრემიერი.

შეიძლება თუ არა, ამ ორგანიზაციებისგან ეროვნული საქმის გამკეთებელი სუბიექტები ჩამოყალიბდნენ, რადგან ამდენი წლის განმავლობაში არასამთავრობოები უცხოური დააკვეთების შესრულებას მიეჩვივნენ?

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში იკვეთება ეროვნული სამოქალაქო საზოგადოების ნიშნები. ამდენად, არ შეიძლება ყველას ერთი და იმავე ცოცხით გახვეტა. ჩვენ უნდა მივცეთ შანსი, უფრო ზუსტად კი, ჩვენმა სახელმწიფომ უნდა მისცეს მათ შანსი, გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი. საქმემან მათმან გამოაჩინოს ისინი, - ასე წერია სახარებაში და სწორედ საქმე გამოაჩენს მათ რაობას.

,,ჩვენი ხელისუფლება მათ აძლევს შანსს, დაამტკიცონ, ისინი ქართველები არიან, თუ უცხო ქვეყანათა ქვეშევრდომნი და მათი ინტერესების გამტარებელნი. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ლომჯარია-გიგაურის ამალაში ვინც არიან, ისინი არ გამოსწორდებიან. აქ მოვიხმარ ქართულ ანდაზას, არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა. მათი შეცვლა გამორიცხულია, ვინაიდან ძალიან ბევრი აქვთ ნაჭამი და მათი პატრონები ამას ასე არ შეარჩენენ. ოღონდ ისინი, ვინც შედარებით ნაკლებად არიან იმ უბედურებაში გასვრილი, რაც უკვე 33 წელია გრძელდება ჩვენს ქვეყანაში და რომელთაც აქტიური მონაწილეობა არ აქვთ მიღებული სახელმწიფო გადატრიალებებსა და გადატრიალებების მცდელობაში, მათ შეიძლება სხვაგვარად იმოქმედონ. ბოლოს და ბოლოს, უფალი იესო ქრისტე გველაპარაკება, 70-ჯერ შვიდგზის აპატიე ერთ დღეში და შეგინდობო, ე.ი. 470-ჯერ უნდა ვაპატიოთ მოყვასს. ეს ნიშნავს, რომ არასამთავრობოებსაც უნდა მივცეთ საშუალება და შემდეგ ყველა დაინახავს, ვინ ემსახურება ქრისტეს და ვინ - ბარაბას.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნებისმიერ ადამიანს გამოსდის ეროვნულობა, თუკი აეწყობა ეროვნული საქმის, ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთებაზე, თუნდაც ეს სასარგებლო საქმე ქვეყნისთვის მცირე მასშტაბის იყოს. ამდენად, გამორიცხული არ არის, ჩვენი არასამთავრობოების ნაწილმა ეროვნული გზა აირჩიოს. მეორე მხრივ, რამაზ საყვარელიძეს ცოტა დაგვიანებულადაც მიაჩნია ინიციატივა სახელმწიფო ბიუჯეტიდან არასამთავრობოების დაფინანსების შესახებ. მისი აზრით, ადრეც შეიძლებოდა ეს გაკეთებულიყო, მაგალითად, ესტონეთს აქვს ასეთი გრანტები.

რაც შეეხება საქართველოს, რამაზ საყვარელიძის შეფასებით, რამდენად უმწიკვლო არასამთავრობო ორგანიზაციებს მივიღებთ, ეს ყველაფერი იმით გადაწყდება, როგორი იქნება ამ გრანტების გაცემის ორგანიზება, იქნება თუ არა ისეთი, რაიმე ტენდენციებს არ დაემორჩილოს.

სახელმწიფოსგან გადახდილი ფულის გამო ტენდენციურობა რომ გამოირიცხოს და უკვე სახელმწიფოს დავალების ყურმოჭრილ შემსრულებლებად არ გადაიქცნენ არასამთავრობოები, ამ გარანტიას იძლევა გრანტების განაწილების მექანიზმი. თუ გრანტებს გაანაწილებს ექსპერტების დიდი და სანდო კომისია, მაშინ შესაძლებელია, ვინმეს გავლენა უკუგდებულ იყოს და მხოლოდ საქმის ინტერესით იყოს მინიჭებული გრანტი. აქ უმწიკვლო რეპუტაციის კომისიაზეა საუბარი, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

მერაბ.g როგორც ღლისგან სალამური არ გამოვა, ისე გიგაური, ლომჯარია, პატარაია, დოლიძე, მიქელაძე, ჩხიკვაძე, ხიდაშელი ... ვერ გახდებიან საქართველოს ინტერესების გამტარებლები ; ისინი შეეჩვივნენ მონობით ფულის შოვნას, ეკლესიის გინებას, ყოველივე ქართული, მაგრამ ამერიკის არმოწონებულის (ანაკლია, ჰესები) წინააღმდეგ გააფრთებულ ბრძოლას; ანუ მათ რარაც კი არ მოსწონთ ან არა, ისინი რასაც დაუკვეთავენ და რაშიც ფულს იღებენ, იმისთვის იბრძვიან!
ეს ასოები ვალდებული არიან დონორს ანგარიში წარუდგინონ, დონორები იდი-ა, თუ იუსაიდი, მათ წარუდგენენ ანგარიშს, ესენი კი თავის მხრივ ყოველწლიურად აშშ სახდეპს წარუდგენენ ანგარიშს, თუ სად დაიხარჯა და რა მიღწევებია(!) !!! და შენ გეუბნებიან მე რომ შენს ქვეყანაში ფულს დავხარჯავ, ასოების მეშვეობით, სად და რაში არ მოიკითხოო! ამაზე მეტი ცინიზმი გინახავთ?
4 კვირის უკან
მერაბ.g ტექსტი გამექცა, ვაგრძელებ - შესაბამისად ზემოაღნიშნული, ქართველობისთვის მკვდრები (გიგაური და სხვ.) თუ არ ექნათ მავნეობის საშუალება, სხვაგან წავლენ და "გაანათლებენ" მოლდოვას, უკრაინას, ბულგარეთს, ან რომელიმე აფრიკულ ქვეყანას
4 კვირის უკან
არაგველი641 მე დიდ ვაჟას ვენდობი: "არ გათეთრდების ყორანი. . .", მაგრამ თუკი ყორანი ჯერ-ჯერობიბით ძაან შავი არაა, მაშინ შეიძლება ვცადოთ გათეთრება!
3 კვირის უკან