"რეალურად, ვინ არის საშობაო ეპისტოლეს ავტორი და ვინ აფათურებს ხელებს საპატრიარქოში?"

"მიზანი მიღწეულია, პატრიარქზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა. ეპისტოლეს იდეის ავტორი და შემსრულებელი საპატრიარქოში უნდა ვეძებოთ, ვინც არა ქართული, არამედ რუსული ინტერესი გაატარა, ვინც არასწორი აქცენტებით მოახერხა პატრიარქის წინაღმდეგ ხალხის ამხედრება და ყველაზე მგრძნობიარე საკითხის - სუროგატი დედის გზით ახალი სიცოცხლის გაჩენის სამსჯავროზე ისე გამოტანა, რამაც ამ გზით დაბადებული ბავშვების დისკრედიტაცია გამოიწვია. ჩვენ არავის განვიკითხავთ და არც არავის ვაკრიტიკებთ, ყველას თავისი სიმართლე აქვს და ამიტომაც ის სიმართლეც უნდა გამოვიდეს სამსჯავროზე, ვინ აფათურებს ხელებს საპატრიარქოში კონკრეტული მიზნების გასატარებლად", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რეალურად, ვინ არის საშობაო ეპისტოლეს ავტორი და ვინ აფათურებს ხელებს საპატრიარქოში?

"სასულიერო პირები ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან ბევრი მიზეზის გამო, თუმცა "ალიას" დაუკავშირდა ინკოგნიტო სასულიერო პირი, რომელმაც გაგვიმხილა ის დეტალები, ვიცი ინიციატივით მოხდა საშობაო ეპისტოლეში მტკივნეული თემების გაჟღერება. მისი თქმით, ეპისტოლე მომზადებულია პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის კარნახითა და მისი შეხედულებით. გავრცელებული ინფორმაციით ეს ქალბატონი ყოველთვის რუსეთის საპატრიარქოს ინტერესებს ატარებს. რუსეთი დაინტერესებულია პატრიარქის დისკრედიტაციით, როგორც ერის სულიერი მამის, რომელიც დღეს საქართველოში ყველაზე დიდი ნდობის მანდატით სარგებლობს. რუსეთის ინტერესია, ქვეყანაში ვითარება ხელოვნურად დაძაბოს და ხალხი დააპირისპიროს. მაშინ, როცა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რამდენიმე თვერა რჩება, რუსეთი დაინტერესებულია ევროპულ იდეებს ქართველი ხალხი აუჯანყოს ისე, რომ რუსეთის პირდაპირი კვალი არ გამოიკვეთოს", -აღნიშნავს გამოცემა.

"რუსეთის სპეცსამსახურები აქ რომ ლობიოს არ არჩევენ, ცხადია - მათ იციან ის კონკრეტული თემები, რაც საქართველოში გამოიწვევს არაერთგვაროვან რეაქციას, ევროპული გზის უარყოფას და ქვეყნის სულიერი მამის, პატრიარქის კრიტიკას. ამით რუსეთის სპეცსამსახურები ორ საქმე აკეთებენ - ქართველ ხალხს აგრესიას უჩენენ ევროპული ოჯახის მიმართ და პატრიარქის დისკრედიტაციას ახდენენ, რათა შემდგომ მისი განცხადებები ნაკლებად მისაღები გახდეს... ინკოგნიტო წყარო პირდაპირ აცხადებს, რომ ეს ხდება შორენა თეთრუაშვილისა და მღვდელ ხარაზიშვილის მეშვეობით - ეს უკანასკნელი რუსეთის სპეცსამსახურებს გამოჭერილი და კომპრომეტებული ჰყოლიათ არატრადიციული სექსის მიმდევრობაში, რაზეც, წყაროს ცნობით ("ნაციონალების" გამოისობით) არსებობს ფარული ვიდეომასალები. რესპონდენტი შორენას კავშირებზეც ჰყვება -კერძოდ, შორენა ახლო კონტაქტზე ყოფილა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელ მიტროპოლიტ ილარიონთან, მის მოადგილე ნიკოლოზ ბალაშოვთან, კოლომენსკის მიტროპოლიტ იუვენალთან და ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიასთან, რომელიც გახლავთ ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე რუსეთში", - დასძენს გამოცემა.

"ვინ და რატომ აფინანსებს შორენა თეთრუაშვილს? ამ კითხვაზე ინგოგნიტო რესპონდენტი აცხადებს, რომ შორენას ერთ-ერთი ძირითადი დამფინანსებელი ვლადიმერ იაკუნინია, რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ის არის ასევე რუსული "ანდრია პირველწოდებულების ფონდის" და "ეროვნული დიდების ცენტრის" თავმჯდომარე, თუმცა ქალბატონ შორენას, როგორც ირკვევა, საქართველოშიც ჰყოლია დამფინანსებლები. მის მეგობრად სახელდება მანანა შარაშიძე. წყაროს ცნობით, მანანა შარაშიძე იყო "პოსეიდონის" მფლობელი, რომელიც თბილისში ცნობილ ბორდელად ითვლებოდა. მას ამჟამად თილისში ეკუთნის რამდენიმე სასტუმრო... წყაროს თქმით, შორენა თათრუაშვილის "დავერბოვკება" და "კაგებეს" მიერ გადაბირება მოხდა 70-იანი წლების ბოლოს - მან მანქანით ავარია მოახდინა, რის შედეგადაც დაიღუპა მისი მეგობარი. გადაბირება განახორციელა ადგილობრივმა სუკ-მა, თუმცა 90-იან წლებში შორენას საქმე მოსკოვში გაიტანეს", - წერს სტატიის ავტორი.

"შორენა იძულებული გახდა მათ ნებას დაჰყოლოდა და რუსი მფარველების მიზნები განეხორციელებინა საპატრიარქოში, მოეხდინა პატრიარქის დისკრედიტაცია, საპატრიარქოში შეექმნა რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ მღვდელმსახურთა ერთობა, რომელსაც გამოიყენებენ თავისი მიზნების მისაღწევად. აი, რატომ აქვს ამდენი ძალაუფლება, ყოველგვარი ევროპულისა და ამერიკულის მტერია, ფანატიკოსი რუსეთუმე, ეროვნულობის ნიღაბს ამოფარებული ფაშისტი, საპატრიარქოს საბიუჯეტო კომიტეტის ფარული წევრი. მოკლედ, რუხი კარდინალია. ახლაც თავისი გააკეთა, მიზანს მიაღწია და რუსეთის ინტერესები გაატარა. ესაა მწარე რეალობა და ზღვაში წვეთი, რაც შორენა თეთრუაშვილზე ვილაპარაკეთ. თუკი შორენა გამოვა და დაგმობს ზემოთქმულს, გაცილებით მეტს გავშიფრავ თქვენთან საუბარში", - აცხადებს რესპონდენტი. ინკოგნიტო წყაროს ეს ინფორმაცია დამაფიქრებელია - ჩანს, პატრიარქის გარშემო შეთქმულება და საპატრიარქოს კარის ინტრიგები ამით არ დასრულდება", - დასძენს სტატიის ავტორი.