ხარიშინის დიპლომატიური კარიერა სარეცხის მანქანამ შეიწირა

ხარიშინის დიპლომატიური კარიერა სარეცხის მანქანამ შეიწირა

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა საქართველოსთან პოლიტიკურ ომის ახალ ფაზას იწყებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა, ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინელმა დიპლომატმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ომში მყოფი ქვეყნის ელჩები ომის რეალობისგან მოწყვეტილი ვერ იქნებიან და ამასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის გაწვევის შესახებ. თუმცა, გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში იქნა მიღებული.

 „კარგად ვიცი, როგორია ელჩად მუშაობა და როგორ გავხადო ეს სამუშაო უფრო ეფექტური. დღეს ყველა ელჩი უნდა იყოს მოთამაშე მწვრთნელი, რომელიც არ ელოდება ცენტრის მითითებებს, არამედ მოქმედებს პროაქტიულად, იღებს პასუხისმგებლობას და საკუთარი მაგალითით აჩვენებს უკრაინული დიპლომატიის სიძლიერეს. მხარს დავუჭერ საგარეო დიპლომატიური სამსახურის ნებისმიერ ხელმძღვანელს, რომელიც გამოიჩენს ამ სახის ენერგიასა და ეფექტურობას“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საპატიო კონსულის გაწვევა კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინა საქართველოსთან ყოველგვარ კომუნიკაცას წყვეტს. ეს მაშინ, როდესაც საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც შეიკედლა უკრაინელი ლტოლვილები და აგრძელებენ ცხოვრებას საქართველოში. ამ გადაწყვეტილებით უკრაინის ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობა დატოვა კომუნიკაციის გარეშე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, განსხვავებით ელჩის გაწვევისგან ეს არ არის პოლიტიკური აქტი, არამედ უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას, უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, არ უნდა შეეძინა ომის პირობებში, კერძოდ, კი საუბარია სარეცხის მანქანებზე.

„რეალურად ეს არ არის, ჩემი ინფორმაციით, იმ ტიპის გადაწყვეტილება, რაც თავის დროზე 2021 წელს იქნა მიღებული ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით. მაშინ გახსოვთ, ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ იმის გამო, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს და არ გავგზავნეთ, მთავრობის ოფიციალური თანხმობით, მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, გაიწვია საქართველოდან ელჩი, ეს იყო პოლიტიკური აქტი.

ამ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, კონკრეტულმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები, დიპლომატიური სტატუსი აქვს მასაც, შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები და ეს ჩაითვალა არაადეკვატურად მიმდინარე ომის ფონზე, ეს გახდა მისი გაწვევის მიზეზი, ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენს გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თავის მხრივ აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე და მათ შორის იმ საკადარო ცვლილებაზე, რომელიც გასულ კვირას განხორციელდა. ვოლოდიმერ ზელენსკიმ თითქმის ყველა მოიშორა, გარდა ანდრეი ერმაკისა, რომელიც რეალურად განაგებს უკრაინას. ზელენსკის გარემოცვაში ერმაკი საეჭვო პერსონაა. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, დასავლურ მედიასაც ჰქონდათ ეს ვერსია გამოთქმული, რომ ერმაკი უკრაინის ხელისუფლებაში რუსეთის გავლენით მოქმედი პიროვნებაა.

„ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ უკრაინის ანტიოცნებური პოლიტიკა და ხაზგასმით პრონაცური პროლიტიკა, რომელიც პოროშენკოსგან იღებს სათავეს, ხომ არ არის რუსეთის გავლენის შედეგი? სრულიად გაუგებარი ნაბიჯები იდგმება საქართველოს მიმართ და ამ ნაბიჯების ლოგიკური გამართლება ერთადერთი არის რუსეთის ინტერესი სააკაშვილის მიმართ.

გავიხსენოთ როდესაც პოროშენკომ უარი უთხრა სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობაზე. შემდეგ უკვე ზელენსკის პირდაპირ ეთერში ურჩია პუტინმა, რომ მოქალაქეობა დაებრუნებინა სააკაშვილისთვის, რადგან ეს დემოკრატიული ნაბიჯი იქნებაო. ზელენსკიმაც რამდენიმე დღეში მოქალაქეობა დაუბრუნა და მერე უკვე გააგრძელა საქართველოს ხელისუფლების მიმართ აგრესია და მუქარა.

რუსული აგენტურის თემა სულ ტრიალებს უკრაინის ხელისუფლებაში და ამ რუსული აგენტურის გავლენით რა ნაბიჯები იდგმება, არავინ იცის. მაგრამ საქართველოს მიმართ ასეთი ღია დაპირისპირება, რომ „ოცნების“ ხელისუფლება გაუშვით, ნაცები მოიყვანეთ, ზუსტად დაპირისპირების ის ფორმულაა, რაც ამერიკაშია. ისევე როგორც ამერიკას და რუსეთს აქვთ საერთო ინტერესები, რომლითვისაც შეიძლება „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოყვანა მათ აწყობდეთ, ანალოგიური ინტერესი ადრეც იყო. ამიტომ, მოვლენების ამ ფონზე უკრაინის ხელისუფლების ეს ნაბიჯი არ გამკვირვებია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

პროფესორი თემურ მაისურაძე თვლის, რომ თითიდან გამოწვეულია უკრაინელი დიპლომატის განცხადება, რომ ომში მყოფი ქვეყნის ელჩები ომის რეალობისგან მოწყვეტილი ვერ იქნებიან და ამასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის გაწვევის შესახებ.

„მაშინ, ამ არგუმენტით უკრაინის ყველა სახელმწიფოდან უნდა გაიწვიონ ელჩები. პირიქით, ომის დროს უფრო სჭიროა მეტი ურთიერთობები და უფრო მეტი სიახლოვე, როგორც დიპლომატიური, ისე ეკონომიკური კუთხით. ასე რომ, არგუმენტი, რატომაც მოხდა საპატიო კონსულის გაწვევა, ეს არის თითიდან გამოწვეული მიზეზი. ისეთი იაფფასიანი არგუმენტია, რომელსაც არავითარი ახსნა-განმარტება არ აქვს.

გარდა ამისა, ქართულ-უკრაინული ურთიერთობა, ეს არის ხელოვნური ურთიერთობა, რომელიც აშშ-ის და დასავლური ქვეყნების გეგმების ნაწილი იყო. ის ქვეყნები, სადაც ხდებოდა ფერადი რევოლუციები, ანუ სადაც სააკაშვილის მსგავსი გუნდები მოდიოდნენ ხელისუფლებაში, სჭირდებოდათ რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი ძალის შესაქმნელად, ამიტომ, ეს ყველაფერი იმართებოდა ერთი ცენტრიდან და ერთ გეგმაში იჯდა. რადგან, ახლა, წინასაარჩევნოდ, მოხდა კონსულის გაწვევა, უნდა ველოდოთ უკრაინისგან ახალ სურპრიზებს. იმიტომ, რომ როცა სახელმწიფოსთან გაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, შენ გარკვეული ვალდებულებებიც გაქვს. თუ ეს გინდა, რომ შეცვალო, მაშინ უკვე პირველად ერჩი დიპლომატიურ მისიას და მერე იწყებ სხვა პროცესებს. უკრაინისგან არ გვაკლია არადიპლომატიური გამოხტომები, ამიტომ, უნდა ველოდოთ ახალ გამოხტომებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თემურ მაისურაძე.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, საპატიო კონსული გაწვეულია უკრაინის იმ ხელისუფლების მიერ, რომელიც არის გარე საერთაშორისო იმპერიალიზმის აგენტურა საკუთარ ქვეყანაში.

„გარე ძალებმა დაავალეს, რომ ჯერ ელჩი გაეწვია, ახლა კონსული. თუ 26 ოქტომბერს საბოლოოდ არ მოვიცილეთ ეს ძალა, რომელიც მართული არის გარე ძალებისგან, ეს საერთაშორისო იმპერიალისტური ძალები დაავალებენ უკრაინის ხელისუფლებას და ადვილი შესაძლებელია, ჩვენ ომი გამოგვიცხადონ, რომლის მცდელობა ერთხელ იყო. გვახსოვს არისტოვიჩის განცხადება, რომ ჩვენ გვყავს მილიონიანი არმია და საქართველოში ვაპირებთ გასეირნებასო.

ასევე იყო არაერთი განცხადება უკრაინის სახელისუფლებო ხროვის, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ა.შ. უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება ამას აკეთებს გარე ძალების დაკვეთით. კერძოდ, იმ ძალების, რომლებსაც სურთ საქართველოში ვითარების დესტაბილიზაცია და იმათთან შეთანხმებით მოქმედებს საქართველოში მოქმედი მეხუთე კოლონა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

 

ლაზი ძალიანაც კარგი ქნეს, რომ გაიწვიეს, ეს ხრუშჩოვის პაროდია ხარიშინი.
1 თვის უკან
Maverick საიდან ამოითხარა ეს მინიხარი? სიფათზე და ჩაცმაზე ეტყობა, რომ მაგარი მინიხიხოა!
1 თვის უკან