საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ასაჯაროებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ გასული წლის შემაჯამებელ სტატისტიკურ მონაცემებს.
2013 წლის დეკემბრის თვე 391 724 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 5 %-ით მეტია.
რაც შეეხება იანვარ-დეკემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 365 356 ვიზიტი განხორციელდა, რაც 21,2%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 2 080 808 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39 %, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 16,3 %);
ბ) ტრანზიტი - 1 167 570 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 22 %, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 54,6 %);
გ) სხვა - 2 116 978 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39 %, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 12,4 %).
2013 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-25,8%), აზერბაიჯანიდან (+16,3%), სომხეთიდან (+26,8%), რუსეთიდან (+40,6%), უკრაინიდან (+69,7%) და ირანიდან (-33,8%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლის რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბერშიც კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია და იტალია (შესაბამისად - 80%, 32%, 22%, 19%, 17% და 15%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (40%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (29%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსის მოქალაქეები 62%–იანი მატებით.
სახელმწიფო საზღვრის კვეთის მხრივ აღსანიშნავია საქართველოს მოქალაქეთა აქტივობის ზრდაც, რაც 2013 წელს 17,1 (შემოსვლა) და 17,8 (გასვლა) პროცენტიან მატებაში გამოისახა.