საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა სამხედრო მოსამსახურეებსა და ქართველ ხალხს დამდეგი ახალი წელი მიულოცა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ 2013 წლის წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება:
„2013 წელი სტრუქტურის რეორგანიზებას დავუთმეთ. 2014 წელს კი პირველი შედეგები უნდა დავდოთ - ეს იქნება შრომის, ჯაფით სავსე და ღონისძიებებით დახუნძლული პერიოდი; გაფართოვდება საერთაშორისო ურთიერთობები, პარტნიორებთან ერთად იგეგმება საერთაშორისო წვრთნები და გამოცდილების გაზიარება“.
გენერალური შტაბის უფროსმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებაზეც ისაუბრა: „მებრძოლს ყველა პირობა უნდა ჰქონდეს შექმნილი, რათა მან შეასრულოს თავისი ამოცანა. 2014 წელს გისურვებთ ყველას გამარჯვებას, წინსვლას და ერთად სამშობლოს სამსახურს“.