შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 27 დეკემბრიდან 1 იანვრამდე მონაწილეობა მიიღეს აქციაში „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“. საპატრულო პოლიციის 70-მდე თანამშრომელმა სისხლის ჩაბარების ყოველდღიური აქცია დეკემბერში ჩაატარეს და საკმარისი რაოდენობის სისხლი გაიღეს, რითაც ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის იანვრის თვეში მოსალოდნელი სისხლის მარაგის დეფიციტი სრულად შეივსო. შს მინისტრის ინიციატივით, სამინისტროს თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის მთელი წლის განმავლობაში უანგაროდ აბარებენ სისხლს. აქციაში სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლის და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.