ხელისუფლება აპირებს იმ ნჯო-ების მოთოკვას, ვინც არ დაემორჩილება „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“. მათ 25 000-ლარიან ჯარიმას დააკისრებენ.
პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, „გამჭვირვალობის შესახებ კანონით“ ძალიან რბილი ზომებია გათვალისწინებული, ერთადერთი ზომა არის 25 000-ლარიანი ჯარიმა. მთავრობის მეთაურის თქმით, აქ სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ჯარიმის გარდა სხვა რისკი არც ერთ ორგანიზაციას არ შეექმნება.
პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს ყველა ორგანიზაციას, რომელიც 2023 წლის მდგომარეობით 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებდა ქვეყნის გარედან, დარეგისტრირდეს რეესტრში.
ხელისუფლების ამ მოწოდების მიუხედავად, არასამთავრობოები უკვე თვეების განმავლობაში იმუქრებიან, რომ ე.წ. „რუსულ კანონს არ დაემორჩილებიან“. ჯერ კიდევ მაისში არასამთავრობოებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც განაცხადეს, რომ აგენტების შესახებ კანონი საქართველოში არ იმუშავებს და ის დარჩება ფარატინა ქაღალდად, რომელსაც არავინ დაემორჩილება.
ამ მუქარის მიუხედავად, ანალიტიკურ წრეებში არსებობს მოლოდინი, რომ ბევრი არასამთავრობო გაივლის რეგისტრაციას და არ დამალავს საკუთარ ფინანსებს, ხოლო 30-40 რეაქციულად განწყობილი ნჯო, სავარაუდოდ, წინააღმდეგობას გაწევს და 25-ლარიან ჯარიმას დათანხმდება, რადგან მათ იმდენი ფინანსები აქვთ, რომ 25 ათასი ლარი მათთვის არაფერია.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ მდიდარ არასამთავრობოებს მილიონობით ლარიანი ჯარიმა რომც დაეკისროთ, მათ ამ მილიონის გადახდა არ გაუჭირდებათ. ამდენად, 25-ათასლარიანი ჯარიმა მათთვის არაფერია. თუმცა აქ მთავარია ამ ორგანიზაციების მხრიდან კანონის მიმართ დამოკიდებულება, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, ვინაიდან ეს ადამიანები თითქოს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის დამყარებისთვის იბრძვიან და ამ დროს თვითონ არღვევენ კანონს და არ ექვემდებარებიან ისეთ კანონს, რომელიც მთელ ევროპაში, ამერიკის შეერთებული შტატებში მუშაობს.
„ახლა ამას რუსულ კანონს დაარქმევენ, თუ ჩინურს, მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, ეს კანონი მუშაობს დემოკრატიულ ქვეყნებში, ეს ადამიანები კი ამ კანონის გაზიარებასა და აღსრულებაზე ამბობენ უარს. ამის შემდეგ მათ ვის რა უნდა მიუთითონ, ვისზე რა უნდა თქვან, ვინ უნდა შეაფასონ, რომ ეს სერიოზულად აღვიქვათ. არა მგონია, ბევრმა არასამთავრობომ გაუწიოს წინააღმდეგობა ამ კანონის აღსრულებას. ვფიქრობ, 30-40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც გასაჯაროების პრობლემა აქვს, რადგან ისინი მუშაობენ არა თავისი მანდატის ფარგლებში, არამედ გარედან დაკვეთის ფარგლებში. თვითონ ეს უცხოური დაკვეთა უკანონოა, ეს არის ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში დესტაბილიზაციისა და არეულობის მიზნით. მხოლოდ ასეთ ანგაჟირებულ ორგანიზაციებს თუ გაუჭირდებათ ამ კანონის შესრულება, თორემ დანარჩენებს პრობლემა არ ექნებათ. ზუსტად ის ორგანიზაციები გამოთქვამენ პროტესტს, რომლებმაც იციან, რომ ზოგადად კანონთან აქვთ პრობლემა, რადგან ისინი არღვევენ კანონს“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ for.ge-სთან საუბრისას.
ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, სამოქალაქო საზოგადოებაში, სამწუხაროდ, არიან ის მდიდარი ნჯო-ები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ რადიკალურ დღის წესრიგს ტირაჟირებას უკეთებენ. ამ მდიდარ ნჯო-ებს საშუალება აქვთ, საკუთარი ექსტრემისტ-აქტივისტების ჯარიმის ფული გადაიხადონ, როდესაც ხდება ამ რადიკალების შეტაკება პოლიციის თანამშრომლებთან. შესაბამისად, საეჭვოა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“, „ისფედს“, „საიას“ ან სხვებს გაუჭირდეთ 25-ათასლარიანი ჯარიმის გადახდა. თუმცა აქ არის ლოგიკური შეკითხვა, რატომ უნდა გადაიხადო ჯარიმა და დაარღვიო არსებული კანონი იმ დროს, როდესაც თითქოს კანონის უზენაესობაზეა მათგან აპელირება, მართლმსაჯულების უმაღლეს ხარისხზე და ა.შ.
„გახუნებული ნარატივი, რომ ეს თითქოს არის რუსული კანონი, ქართული საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უინტერესოა, რამეთუ ჩვენ ბოლო ხანებში ვნახეთ, რომ ამგვარი კანონი მიიღო კანადამ, საფრანგეთმა, სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს მსგავსი კანონი და იქ ძალიან დრაკონული კანონებია, ციხესაც ითვალისწინებს და უფრო მაღალ ჯარიმებსაც. საინტერესოა, რადიკალი არასამთავრობოები როდესაც ხელისუფლების გამჭვირვალობას მოითხოვენ, თვითონ რატომ არ არიან გამჭვირვალეები? რატომ მალავენ თანხებს? აქ ჩნდება ეჭვები, რომ ის 30 მილიონი დოლარი, რომელიც ძალზე უნამუსოდ ქართულ ჯარს შეუჩერეს ამერიკიდან და თქვეს, რომ სამოქალაქო სექტორისკენ მიმართავენ ამ თანხას, ალბათ, ეს თანხები წინასაარჩევნოდ დაილექება უმძლავრესი დეზინფორმაციის კამპანიისთვის, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისთვის, „ქართული ოცნების“ უნამუსოდ გალანძღვისთვის. ასეთი რამ ადრეც გვინახავს, მაგრამ ისიც ვიცით, ეს ყველაფერი რით დასრულებულა. მით უმეტეს, ელექტრონული არჩევნების პირობებში შეუძლებელია, გამოაცხადონ, რომ არჩევნების პროცესი გაყალბებულია, თითქოს ხელისუფლებამ მიიტაცა ეს არჩევნები. ანუ შეუძლებელია სტანდარტული დესტრუქციული გზავნილების გახმოვანება“, - აღნიშნა გია აბაშიძემ for.ge-სთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, სულ ახლახანს გავრცელებული ინფორმაცია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი 95-მილიონიან დახმარებას შეუწყვეტს საქართველოს მთავრობას და გააგრძელებს ქართული საზოგადოების მხარდაჭერას, დიდი ალბათობით, ნიშნავს იმას, რომ მრავალი მილიონი უნდა დაიხარჯოს რადიკალების დღის წესრიგის წინ წასაწევად. ქართული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ რა შედეგით დამთავრდება ეს მცდელობა, ამას ნახავენ 26 ოქტომბერს, როდესაც ქართული საზოგადოების უმრავლესობა გამოხატავს საკუთარ თავისუფალ ნებას.
ეგენი აქედან ფულს აზრბაიჯანის ასოებსაც უგზავნიდნენ .... ირანში ,,კმარას,, მომზადებასაც ჩალიჩობდნენ ,, და თურქეთსაც საქმეს ურევდნენ ----აი ეს ასოები რაში სჭირდებათ ჩათლახ ამერიკელებს..
ჯარიმა 25 ათასი სუ კიტრზე ჰკიდიათ
აფხაკუნონ ეხლა სომხებმა ფეხები