„პოლიტიკში ყველა რაღაცას ვაჭრობს, ამიტომ ოპოზიციის საუბარი იმაზე, რომ პრემიერი სამიტზე რაღაცის სავაჭროდ წავიდა, ღიმილის მომგვრელია“

„პოლიტიკში ყველა რაღაცას ვაჭრობს, ამიტომ ოპოზიციის საუბარი იმაზე, რომ პრემიერი სამიტზე რაღაცის სავაჭროდ წავიდა, ღიმილის მომგვრელია“

საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში თბილისში პოლიტიკური განხილვის თემაა - რა წინადადებებით წავიდა პრემიერი სამიტზე და რით დაბრუნდა უკან? ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ პრემიერი ხელცარიელი ჩამოვიდა და მან ვერ შეძლო ევროპელი ლიდერების დარწმუნება, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გაყინული პროცესი კვლავ დაძრულიყო. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძეს საკამოდ ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდა, სადაც ახალ მსოფლიო გადანაწილების პროცესში საქართველოს როლზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სამიტიდან ფოტო და აუდიო მასალა გავრცელდა, სადაც პერმიერი ევროპელ ლიდერებს, მაკრონს, ბორელს და სხვა მნიშვნელოავნ ფიგურებს ხვდება.

ბლენჰაიმის სასახლეში შეკრების მიზეზი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეოთხე სამიტი იყო, რომელშიც ევროკავშირის კანდიდატი საქართველო პირველად მონაწილეობდა. დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, სტუმრებს ინდივიდუალურად ხვდებოდა.

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ემანუელ მაკრონის ინიციატივით შექმნილი ფორუმის დანიშნულება ქვეყნების კონსოლიდაციაა ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა უკრაინის დახმარება, არალეგალური მიგრაცია, დემოკრატიის განვითარება და უსაფრთხოების გაძლიერება. პანელური დისკუსია, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა, სწორედ ენერგოუსაფრთხოებას და დაკავშირებადობას ეხებოდა. საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში - მრგვალი მაგიდის ფორმატში, ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ლიდერებს კონკრეტული ინიციატივები და პროექტები გააცნო.

ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოება იყო. საქართველოსთვის სამიტი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომლითაც ქვეყანა ცდილობს, ევროპულ ოჯახს მეტად დაუახლოვდეს. ამაზე დღეს ყურადღება საგარეო საქმეთა მინისტრმა გაამახვილა. ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველომ ბრიტანეთში საერთო დეკლარაციისთვის კონკრეტული ინიციატივებიც ჩაიტანა.

„მადლობა გაერთიანებული სამეფოს ახალ მთავრობას კარგი მასპინძლობისთვის, იმ შესაძლებლობისთვის, რომლებიც ქვეყნებს მიეცათ, მათ შორის საქართველოს. ჩვენ ძალიან დიდი ხანი, ვსაუბრობდით, რომ საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იმისთვის, რომ ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანოს თავად ევროპას. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველოს ევროპული მომავალი, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ მიიღო სტატუსი, არ არის მხოლოდ საქართველოს მომავალი, ეს არის მომავალი ევროპისა და ევროპული ოჯახის.

შესაბამისად, დღეს ყველა ხვდება, რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი ამ პროცესში. საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, დააკავშიროს აღმოსავლეთი და დასავლეთი, ევროპა და აზია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა, ერთი მხრივ, შეუქცევადად გავაგრძელოთ ევროპული ინტეგრაცია და მეორე მხრივ, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ ქვეყანა იყოს ეფექტური მაკავშირებელი ფუნქციით და ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, პირველ რიგში, ევროკავშირისთვის და ბრიტანეთისთვის. ქართველიშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი იყო ასევე უკრაინის კრიზისის კონტექსტში, ხოლო მნიშვნელოვანი განსაკუთრებით საქართველოსთან დაკავშირებით არის, რადგან ჩვენი მავნებელი ოპოზიცია ფეიკ ინფორმაციებით არის დაკავებული, თითქოს საქართველო იზოლაციაშია მოქცეული.

„ჩვენს ოპოზიციას იმედი ჰქონდა, რომ პრემიერ ირაკლი კობახიძეს ცივი და მძიმე შეხვედრები ექნებოდა. ვიღაცა გაექცეოდა და ხელს არ ჩამოართმევდა. მერე რომ ვერაფერი ვეღარ მოიფიქრეს, იმის თქმაც კი იკადრეს, რომ ვითომ პრემიერი ვიღაცებს დასდევდა, რომ ხელი ჩამოერთმია. ამათ უნამუსობას ხომ საზღვარი საერთოდ აღარ აქვს. მთელმა მსოფლიომ დაინახა, ამ ფორუმზე საქართველოს პრემიერმა როგორი დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩვენ დავინახეთ რა მნიშვნელოვან და ძირითად საკითხებს შეეხებოდა ეს ინტერესი.

ევროკავშირმა, როგორც იქნა, გაათვითცნობიერა, რომ საქართველო იმ სატრანსპორტო ენერგეტიკული ელექტრო, ინტერნეტ მომარაგების დერეფნის შუა რგოლია, რომელმაც აზია ევროკავშირთან უნდა გააერთიანოს. საქართველოზე უნდა გავიდეს ის საქონელი და ტვირთბრუნვა, რომელიც აქამდე მხოლოდ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ტვირთბრუნვით 8-10 მილიარდ დოლარს შეადგენდა და გაისად შესაძლოა ეს ოდენობა ტრილიონამდეც კი ავიდეს. ამიტომ მთელი ევროკავშირი დღეს უკვე დაინტერესებულია მშვიდობიან და სტაბილურ საქართველოსთან თანამშრომლობით. არც შიდა და არც გარე დაძაბულობა არ გვაქვს, რისკენაც არადა ჯერ კიდევ 2 წლის წინ ოპოზიცია იღწვოდა“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, არც ერთი ხმა აღარ გვესმოდა ამ ფორმუზე იმ სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც თურმე საქართველომ რუსეთს უნდა გამოუცხადოს.

„სამიტზე პირიქით, ყველა ცდილობდა კობახიძესთან ამ დახარვეზებული ურთიერთობების გადატვირთვას. გარეგნულადაც კი არ ჩანდა ქედმაღლური, დამრიგებლური, ან რაღაცა მუქარანარევი დამოკიდებულება. არც ფოტოებიდან და არც ვიდეობიდან ეს არ ჩანდა. ეს არის ახალი ევროკავშირის მიერ ახალი საქართველოს როლის აღმოჩენა. არავისთვის აღარ არის უკვე საიდმულო, რომ ევროპაში სიტუაციის გადაფასება მიდის. ეს კი ამერიკაში ნოემბრის არჩევნების შედეგებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ყველა უკვე ამ შედეგების გაფორმების მოლოდინშია. ყველას უკვე ესმის, რომ ტრამპზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ, ტრამპს ჯორჯ კლუნიც რომ დაუყენონ, მას ვერ დაამარცხებს. ამიტომ დაველოდოთ, ოპოზიციას დიდი სიუპრიზები ელის და ეს გადაფასება უკვე ამ სამიტზე კარგად გამოჩნდა“, - ამბობს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ირაკლი კობახიძის ვიზიტს დიდ ბრიტანეთში მნიშვნელოვნად მიიჩნევს. საყვარელიძის თქმით, მსოფლიოში უკვე დიდი ხანია ცვლილებები დაიწყო, შესაბამისად, საქართველომაც ამ ცვლილებებში საკუთარი ინტერესები და ადგილი უნდა იპოვოს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პოლიტიკა პრაგმატული რამეა, სადაც ყველა რაღაცას ვაჭრობს, ამიტომ ოპოზიციის საუბარი იმაზე, რომ პრემიერი ამ სამიტზე რაღაცის სავაჭროდ წავიდა, ღიმილის მომგვრელია.

„ძალიან დილეტანტური განცხადებებია თუკი ოპოზიცაში ფიქრობენ, რომ ამით პრემიერის ვიზიტის მნიშვნელობას დააკნინებენ. საუბარი იმაზე, რომ კობახიძე რაღაცის სავაჭროდ ჩავიდა შიდა პოლიტიკური პროპაგანდისთვისაც კი, ძალიან მდარე ხარისხის არის. მთელი მსოფლიო ახალი გადანაწილების წინაშე დგას. რა თქმა უნდა, ეს ყველა ქვეყანას ეხება, უპირველეს ყოვლისა დიდს, მაგრამ მცირე ქვეყნებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამ გადანაწილებაში საკუთარი ადგილის პოვნა.

საქართველო მცირე ქვეყანაა, მაგრამ ძალიან დიდი შესაძლებლობის, რომლის არგამოყენებაც დანაშაულია. თუკი კობახიძე ამ სამიტზე სწორედ ამის წარმოჩენას შეეცადა, კონკრეტული წინადადებებით ჩავიდა და თუნდაც სავაჭროდ, ამაში ცუდი რა არის, როცა ასეთ პატარა ქვეყანას გაქვს ამის ფუფუნება, რომ ჩვენი მნიშვნელობა ევროპას და მთელს მსოფლიოს დავანახოთ? დღევანდელი ცივილიზაციის საკომუნიკაციო მხარე საერთოდ იცვლება. საქართველო ამ დიდ ცვლილებებში მნიშვნელოვანი რგოლია. ეს მნიშვნელოვნება უნდა გამოვიყენოთ და სწორად გაუსვა დარჩიაშვილმა ხაზი იმას, რომ თუკი ევროპა გვჭირდება ჩვენ, თავად ევროპასაც ვჭირდებით“,-ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ამ ფონზე მსოფლიო განვითარების იმ ზონაში შევდივართ, როცა ამბობენ, რომ ყველაფერი თავიდან იქნება ასაწყობი. საყვარელიძე მიიჩნევს, რომ საქართველომ ამ კომუნიკაციებზეც უნდა იმუშავოს.

„გავიხსენოთ ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის ხაზი, რომელმაც ევროპას საქართველოს მნიშვნელობა დაანახა. სწორედ აქედან დაიწო ევროპის მხრიდან საქართველოსთვის მიშვნელობის მინიჭება. ეს გააკეთა თავად საქართველომ და ეს იდეა ჯერ თურქეთს, შემდეგ აზერბაიჯანს და ამერიკას მიაწოდა. ნუ ჩავთვლით და დაველოდებით იმას, რომ სხვები მოვლენ და გვეტყვიან, რა უნდათ. ჩვენ უნდა დავანახოთ ჩვენი მნიშვნელობა.

 სხვებს უნდა დავეხმაროთ გზების და ახალი ვარიანტების პოვნაში, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესშიც შევა. ფაქტობრივად, 90 წლების ბაქო-ჯეიჰანის ეტაპმა რაც შექმნა საქართველოს ფუნქცია, გაიარა ამან და ახლა ახალი მსოფლიო ყალიბდება. ამ ახალ ფუნქციაში საქართველოს ახალი როლი გამოსაკვეთი და შესაქმნელია. პერმეირის კონკრეტული მესიჯებიც სამიტზე სწორედ ამ მიმართულებით გაკეთდა. ამიტომ სანამ ოპოზიცია რამეს იტყვის, სჯობს, ჯერ კარგად გაიაზრონ, რადგან მერე ეს მათვე აზიანებთ“, - ამბობს საყვარელიძე.

 

 

ლევკოთეა არადა, კარგად მახსოვს, საჰაკიანი მართლა ,,უპადიეზდებდა" მსოფლიო ლიდერებს, რომ ხელი ჩამოერთმია და ,,ჰაუ დუ იუ დუ" ეთქვა და მერე მისი ტელევიზია დიდის ამბით აშუქებდა ამ ,,საქმიან" შეხვედრას. :)
1 თვის უკან
მერაბ.g მოლაპარაკება, კომპრომისი, შეთანხმება,(ვაჭრობა თუ გინდა) ესაა პოლირიკა და თუ ამას გამოაცლი, დარჩება ხაბე-ხაზარა-გვარამია-მელიას ჯლოყინი
1 თვის უკან