აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელის ფოტო გამოაქვეყნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, გამოძიების ფედერალური ბიურო საზოგადოებას სთხოვს ფოტოზე გამოსახული ადამიანის ვინაობის დადგენაში დაეხმარონ. BBC-ს ცნობით, ეს არის პირველი ფოტოები ადამიანის, რომელიც, FBI-ის აზრით, კირკის მკვლელია.
ჩარლი კირკი, რომელიც იუტას უნივერსიტეტში სტუდენტური ჯგუფის მიერ იყო მიწვეული, სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც მას დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით მდებარე კამპუსის შენობიდან ცეცხლი გაუხსნეს. მიყენებული დაზიანების შედეგად ის მალევე დაიღუპა.