„თუ „ოცნება“ სრული უმრავლესობით დაბრუნდა, ეს ნაციონალების თავში საკონტროლო გასროლა იქნება“

„თუ „ოცნება“ სრული უმრავლესობით დაბრუნდა, ეს ნაციონალების თავში საკონტროლო გასროლა იქნება“

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილი 2024 წლის საპარალმენტო არჩევნებში გამარჯვებას საკონსტიტუციო უმარვლესობით აპირებს. როგორც მან 16 ივლისს „ოცნების“ ახალი ოფისის გახსნაზე და საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების დროს განაცხადა, მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ. ამის მიზეზად კი ქვეყანაში რყევების და მუდმივი რევოლუციური სცენარების განვითარების საფრთხე დაასახელა. ივანიშვილმა საკუთარ ელექტორატს მობილიზებისკენ და „ომის პარტიის“ „ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოოდ დასრულებისკენ მოუწოდა.

როგორც კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, 150-დეპუტატიან საქართველოს პარლამენტში, საკონსტიტუციო უმრავლესობა რომ მიიღოს, „ოცნებამ“ ამ მანდატების მინიმუმ 3/4-ი, ანუ 113 დეპუტატის გაყვანა მაინც უნდა მოახერხოს. ივანიშვილი იმედოვნებს, რომ „ოცნება“ 60%-ს აიღებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთელი ოპოზიცია მაქსიმუმ, 37 მანდატს აიღებს, ხოლო „ოცნება“ 113-ს. სწორედ ამ მანდატების რაოდენობით შეუძლია „ოცნებას“ კონსტიტუციაში ნებისმიერი ცვლილების შეტანა.

უნდა აღინიშნოს, რომ „ქართულ ოცნებას“ მმართველობის განმავლობაში საკონსტიტუციო უმრავლესობა მხოლოდ ერთხელ 2016 წელს ჰქონდა, როცა პარტიამ 116 მანდატი მოიპოვა. 2020- წელს კი მას უმრავლესობა ჰყავდა და მათი რიცხვი 92-დეპუტატს შეადგენდა. რაც შეეხება 2012 წელს, ხელისუფლებაში კოალიციით მოსულ „ოცნებას“ 44 პროპორციული მანდატი ჰქონდა მოპოვებული, ხოლო 41 მაჟორიტარული ოლქის წესით. ჯამში კი პარლამენტში 85 მანდატით იყო წარმოდგენილი.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ამ მოცემულობით, რაც ახლა ოპოზიციურ ფლანგზე კომბინაციის სახით ვხედავთ, ბიძინა ივანიშვილის სურვილი შესაძლოა, რეალობად იქცეს. მათი აზრით, ოპოზიცია რაც უფრო დაქსაქსული და დანაწევრებულია, იმის ალბათობა დიდია, რომ ივანიშვილის პროგნოზი გამართლდეს.

ივანიშვილის თქმით, საქართველომ შეუქცევადად უნდა განაგრძოს მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური წინსვლა.

„ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბრის არჩევნებსაც უშეცდომოდ ჩაატარებს და „ქართული ოცნება“ საქართველოს პარლამენტში, მორიგ ჯერზე, მანდატების უმრავლესობას მიიღებს, თუმცა ამ შემთხვევაში, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებულად მყარი, საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება, რათა საბოლოოდ დავასრულოთ ომის პარტია, აგენტურა, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, საქართველომ შეუქცევადად განაგრძოს მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და მიაღწიოს ევროპული სტანდარტების კეთილდღეობას, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი პირობაა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საკონსტიტუციო უმრავლესობის აღებაზე განცხადება პიარსვლაა. მისი თქმით, ივანიშვილი ითხოვს მაქსიმუმს და ეს ლოგიკურიც არის, რადგან როგორც მან აღნიშნა, ეს რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები იქნება. ამიტომ ამით ის საკუთარი ელექტორატის მობილიზებას ცდილობს.

„რაც შეეხება იმას, როგორი კომბინაციის შემთხვევაში შეძლებს ის საკონსტიტუციო უმრავლესობის აღებას, სიმართლე გითხრათ, ამ მოცემულობით, რაც ახლა ოპოზიციაში გვაქვს, „ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის აღებას მაინც ვერ შეძლებს, თუმცა ჩვეულებრივად უმრავლესობის აღებას მოახერხებს. ხაზს ვუსვამ, თუკი ეს სიტუაცია არ შეიცვალა და მესამე პოლიტიკური ძალა, რომლის მოლოდინიც ე.წ. შუაშისტურ ამომრჩეველს აქვს, არ შეიქმნა.

მაგალითად, თუკი „ლელოს“ და გახარია არ გაერთიანდებიან, ელისაშვილთან, დოლიძესთან და სხვა მსგავს პოლიტიკურ ძალებთან, მაშინ „ოცნება“ მოახერხებს და ხაზარაძე, გახარიას პარტიებიდან, რომელიმე მათგანს გარეთ დატოვებს. როგორც ცნობილია „ლელო“ და გახარია ვერ ახერხებენ საერთო ენის პოვნას და მორიგებას, ეს კი ყველაზე მეტად ხელს „ოცნებას“ აძლევს. მაშინ ის მოახრეხებს და აუთვისებელ მანდატებს საკუთარ ყულაბაში გადაიტანს. მმართველ გუნდს ამით შეეძლება, რომ 78 მანდატამადე თავისუფლად აიღოს. სადღაც 30 მანდატი აუთვისებელი დარჩება, თუკი ეს ერთობა არ შედგა. ეს კი „ოცნების“ პოლიტიკურ ყულაბაში წავა. როგორც კი ისევ დაპირისპირების ცენტი ორ პარტიას „ოცნებასა“ და ენმ-ს შორის წავა, ე.წ. შუაშისტური ამომრჩეველი არჩევანს მაშინვე „ოცნებაზე“ გააკეთებს, რაღაცა ნაწილი კი სახლში რჩება. ესეც ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმაა“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, ივანიშვილმა ოპოზიციის მსგავსად ამომრჩეველს უთხრა, რომ ეს იქნება რეფერენდუმი და აქცენტი კვლავ ომსა და მშვიდობაზე გააკეთა. ძაბირაძე ამბობს, რომ ეს არის საკმაოდ ჭკვიანური და პოლიტიკურად უკვე მომგებიანი ნარატივი, რომლის ალტერნატივასაც ოპოზიცია მოსახლეობას ვერ სთავაზობს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ „ოცნებამ“ ეს თემა ხელში მშვენივრად ჩაიგდო და მათ წინააღმდეგ ატრიალებს. ამიტომ, თუკი ოპოზიციურ ფლანგზე ოპოზიცია ასეთი გაშლილი დარჩება, „ოცნება“ მით უფორ მეტ მანდატს აიღებს.

„რაც შეეხება „ხალხის ძალასთან“ ერთ სიაში „ოცნების“ არჩევნებზე გამოსვლას, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილს კონსერვატული ამომრჩევლის ხმის დაკარგვა არ უნდა. მისთვის ეს ერთი პროცნეტი თუ ორი პროცენტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ხალხი უკან დააბრუნა. ამით ის შეძლებს და გაერთიანებულ „პატრიოტთა ალიანსს“ და „ალტ ინფოს“ გარეთ დატოვებს. ისინი 5%-ს ვერ გადალახავენ. ამის პარალელურად მოახერხებს და იმ მოსახლეობის გულს მოიგებს, რომლებიც ასევე, ანტიდასავლური განწყობებით არიან გამორჩეული. რატომ უნდა გასულიყო ცალკე „ხალხის ძალა“ და წაერთმია ხმები მმართველი გუნდისთვის, ლოგიკური გადაწყვეტილებაა“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი კი ფიქრობს, რომ „ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის აღების შანსი ნამდვილად აქვს და ეს რეალობასთან ახლოს არის. ანალიტიკოსი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ რაც უფრო გაიფანტება და დაქუცმაცებული სახით წარსდგება ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებისთვის, „ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის აღების საშუალება მით უფრო აქვს.

„აქ ძალიან ელემენტარული მოცემულობა გვაქვს, რაც უფრო ბევრი პოლიტიკური პარტია 5%-ს ვერ გადალახავს, მით უფრო მეტია შანსი, რომ „ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღოს. საქმე ისაა, რომ თუკი ოპოზიცია ასე დაშლილი და დაქუცმაცებული მიიღებს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას, რისი ალბათობაც დიდია, ეს აჩენს შანსებს, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს. თუკი ოპოზიციური პარტიებიდან რამდენიმე პარტიამ ვერ მოხერხა ბარიერის გადალახვა, სადღაც 20%-მდე ხმებს დაკარგავენ. ანუ 20 მანდატი, რომელსაც ვერ აითვისებს ოპოზიცია, მმართველი გუნდის ბალანსზე გადავა. მაშინ „ოცნება“ მოახერხებს და საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს. ფაქტია, რომ „ლელო“ და გახარია ვერ ახერხებენ გაერთიანებას. ვერ შეიქმნა დიდი ერთობა, რასაც აანონსებდნენ, ამიტომ „ოცნება“ ძალიან მარტივად შეძლებს ამ ხმების ათვისებას. ყველა არჩევნებზე ასე იყო, რომ როცა 5%-ს ვერ ლახავს ოპოზიციის დიდი ნაწილი და ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ ნაციონალებს აქვთ, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს ხოლმე“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, თუ ეს ასე მოხდა და ენმ არჩევნებში მეცხრედ დამარცხდა და სრული უმრავლესობით „ოცნება“ დაბრუნდა, მაშინ ეს ამ პარტიის საბოლოოდ დაშლის მიზეზი გახდება. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს ნაციონალების თავში საკონტროლო გასროლა იქნება.

„ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს, როგორც ივანიშვილმა თქვა, ქვეყანაში ეს რყევები დასრულდეს, ქვეყანამ შეძლოს მშვიდად ცხოვრება და განვითარება. ამისთვის კი, საბოლოოდ, ეს პოლიტიკური ძალები უნდა გაკოტრდეს, რომ ხალხმა, ერთხელ და სამუდამოდ, დაისვენოს. ასევე საკონსტიტუციო უმრავლესობა საჭიროა იმისთვის, რომ ეს ელგებეტე კანონი მივიღოთ და ამ თემით სპეკულაციაც დასრულდეს. ამიტომ ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და სახლში არავინ არ უნდა დარჩეს, რადგან საბოლოოდ ქვეყანამ ამოისუნთქოს“, - ამბობს ახვლედიანი.

მერაბ.g საკონსტიტუციო უმრავლესობა და 113 მანდატი არ ვიცი, მაგრამ ოცნება უპრობლემოდ აირებს 900 ათასზე მეტ ხმას, ანუ, 48-50%-ს, ამას დაემარება უპატრონოდ დარჩენილი ხმები და ესეც შენი 84-90 მანდატი! ამ არჩევნებზე საინტერესოა და საქომაგოა ორი რამ: 1. ნაცებმა ვერ აიღონ 10-11%-ზე მეტი 2, თაღლითებმა ვერ გადალახონ ბარიერი!
1 თვის უკან
ლევკოთეა ძალიან საინტერესოა, სამეგრელოს ხმების რამდენი პროცენტი წავა გახარიას საარჩევნო ყულაბაში.
სააკაშვილის ხიბლიდან ვერ გამოფხიზლდა სამეგრელოს საკმაო ნაწილი. რატომღაც, ზვიად გამსახურდიას თვისებებს ხედავენ ამ უსამშობლო ავანტიურისტში. თითქოს შევარდნაძის პარტიის მაღალჩინოსანი მე ვიყავი და არა ეგ ჩოყლაყი.
1 თვის უკან
მერაბ.g სამეგრელოში გახარია ჯამურად აიღებს ოცნებაზე ნაკლებს და სხვებზე მეტს
1 თვის უკან
ლევკოთეა პრინციპში, მეც ეგ მოლოდინი მაქვს. ვნახოთ.
1 თვის უკან
არაგველი641 ჩემი აზრით გახარიას სარბიელი იქნება 5%-ის მიდამოებში, ან იქეთ ან აქეთ!
1 თვის უკან