ე.წ. დიდი ერთობა არ შედგა - დაანონსებული 8 ივლისი ოპოზიციამ ჩააგდო, სამაგიეროდ ენმ სააკაშვილი კიდევ ერთხელ მოატყუა

ე.წ. დიდი ერთობა არ შედგა - დაანონსებული 8 ივლისი ოპოზიციამ ჩააგდო, სამაგიეროდ ენმ სააკაშვილი კიდევ ერთხელ მოატყუა

8 ივლისი პოლიტიკურ კალენდარში ახალი დიდი გაერთიანების რიცხვი უნდა ყოფილიყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ოპოზიციამ ამომრჩეველი კიდევ ერთხელ მოატყუა. სამაგიეროდ, ერთიანობის ილუზიის და სიახლის შექმნის მცდელობას „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს. 

„ნაციონალურ მოძრაობას“ ყრილობამდე ბოლო დავალება მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომიდან 8 ივლისს მისცა. მთავარი გზავნილი მისი პარტიის გარშემო ახალი სახეების შეკრება იყო. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ, თუ ოპოზიციური პარტიები ერთობას ვერ შეძლებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ სამიზნე საზოგადოების აქტიური სახეები უნდა იყვნენ.

პარტიის ლიდერებმა მისი დავალება „შესრულეს“ დიდი ერთიანობა ვერა, მაგრამ „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ - სახელწოდებით „ახალი პოლიტიკურ პლატფორმა“ შექმნეს, რომლის პრეზენტაცია 8 ივლის საღამოს გაიმართა. ე.წ. ერთიანობისსაარჩევნო ნომერი - 5 იქნება.

პლატფორმის წევრები თინა ბოკუჩავამ გააცნო შეკრებილებს, ესენი არიან: გია ჯაფარიძე - პოლიტოლოგი, თამარ კორძაია - დამოუკიდებელი დეპუტატი, სოფო ჯაფარიძე - მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, ლაშა ბაქრაძე - ლიტერატურათმცოდნე, არმაზ ახვლედიანი - დამოუკიდებელი დეპუტატი, გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილი - ენმ-ის წევრი.

თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ახლა არა დანაწევრების, არამედ ერთიანობის დროა.

2024 წლის არჩევნებშინაციონალური მოძრაობასთან“ რაიმე სახის კონფიგურაცია ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელია. ხაზარაძე-ჯაფარიძე, გვარამია-მელია, ზურა-გირჩი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია სხვა ერთობისთვის ემზადებიან. როგორც მედიისთვის ცნობილია, 4 პოლიტიკური პარტია მოლაპარაკებების დასრულების ეტაპზეა. პარტიაახალის“ წევრები დღეს მედიასთან არ გამოჩენილან, თუმცა გასულ კვირას სწორედ გვარამია-მელიას თანაგუნდელებმა დაადასტურეს, რომგირჩი - მეტი თავისუფლებასთან“, „დროასთან“ დალელოსთან“ კონსულტაციებს გადიან, მათ შორის მთავარი საკითხი საერთო სიის შედგენაა.

„ლელოც“ და პარტიაახალიც“ევროპულ საქართველოში“ უმოქმედობაში დაადანაშაულეს. გიგა ბოკერიას განცხადებით, არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც, სწორედ ამ სამ პარტიასთან ერთად, მის პოლიტიკურ ძალას შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია, თუმცა უცნაურად მიაჩნია, რატომ არ სცდება ხაზარაძე-ჯაფარიძისა და გვარამია-მელიას განცხადებები სატელევიზიო ფორმატს.

„გირჩსა“ და პარტიასაქართველოში“ ამბობენ, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად გავლენ.

ოპოზიციურ ველზე გადაჯგუფების მიუხედავად, სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ მათ ოპონენტებს წარმატების შანსი არ აქვთ. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად თუ მის გარეშე, ოპოზიციური პარტიები მორიგი მარცხისთვის უნდა მოემზადონ.

რა კონფიგურაციით წარსდგებიან პარტიები, საბოლოოდ, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, დეტალები უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს. საარჩევნო სამზადისისთვის პოლიტიკურ ძალებს კიდევ 4 თვე აქვთ.

„იმისთვის, რომ მიშაზე სუფთა სინდისით ეღალატათ, გააკეთეს სიაფანდი კვლევა და სიაფანდი რეიტინგები. დაწერეს, რომ თურმე ჩვენ გარდა ყველა ლახავს ბარიერს (თუ ეს გჯერა, რატო იღწვი ასე მონდომებით გაერთიანებისკენ?). მერე, როგორც ჭეშმარიტ სულელებს შეეფერება, თავიანთი სიაფანდობა თავად დაიჯერეს და ასე, სულელურად თავდაჯერებულები ეკაჩავებიან ერთმანეთს სიაში ადგილებზე“, - წერსგირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ როგორც ჩანს, ოპოზიციის დანარჩენმა ნაწილმა ე.წ. ერთიანობის გამოცხადება რამდენიმე დღით გადადო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციული თვალსაზრისით, შეთანხმება ვერ მოხდა. თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ილუზიური ერთიანობა ძალიან სასაცილოდ გამოიყურება.

„საზოგადოების დიდი ნაწილი საერთოდ არ აკვირდება ვინ ვისთან ერთიანდება და ვინ როგორი ფორმით ცდილობს პარლამენტში შეძრომას. ეს ვითომ ახალი სახეები ხომ საერთოდ სასაცილოა, რადგან მათ არა ერთხელ დაამტკიცეს, რომ ჯალათური რეჟიმის და პარტიის ნამსხვრევების მხარდამჭერები არიან. ამის შელამაზება და შეფუთვა აღარ არის საჭირო. მათ შორის იგივე ლაშა ბაქრაძე ავიღოთ, რომლისთვისაც ძალიან სამარცხვინო უნდა იყოს ამ პარტიასთან თანამშრომლობა.

ასევე საკუთარი პრინციპების ფეხქვეშ გამთელავი და უთავმოყვარეო პიროვნება არმაზ ახვლედიანი, რომელმაც რაღამდენი პარტია უნდა გამოიცვალოს. ჯერ იყო და ასლან აბაშიძის პარტიაში მოღვაწეობდა, შემდეგ „ოცნებაში“ სცადა საკუთარი უნარჩვევები, რომელიც კრახით დასრულდა. მერე გვახსოვს „ევროპულ საქართველოში“ იყო და ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაბარგდა. ასეთი უპრიციპო პერსონაჟები ქართული საზოგადოებისთვის აღარაფერს ნიშნავენ. მათ შორის ენმ-ის ერთგული ამომრჩევლისთვის. ამ პარტიას თუ დღეს ელექტორატი ჰყავს, ეს სააკაშვილის მეოხებით. სხვა, იქ ვინ შევა და გამოვა, ამ ხალხს არ აინტერესებს“, - ამბობს აბაშიძე.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, აბაშიძე მიიჩნევს, რომ თაღლითი ხაზარაძე თავისი პარტია „ლელოთი“, მოღალატე გიორგი გახარია, „ახალი“ თუ სხვები, ამომრჩევლისთვის საერთოდ არაფერს წარმოადგენენ. მისი აზრით, ისინი ვერაფერ პოლიტიკურ ფლანგს ვერ შექმნიან.

„ეს ხალხი თავს იტყუებს, ვითომ რაღაცა სოციოლოგიური კვლევები ჩაატარეს და ხალხი ამ გადაჯგუფების მომხრეა. რეალურად ან თავად უკვეთავენ, ან კიდევ დასავლეთიდან მოსდით. თითქოს მათ აქვთ გამარჯვების შანსი, ტყუილია. ამ ყველფერს ყველა არჩევნებზე ვხედავთ, რომ ნაცოპოზიციას, გინდ სხვადასხვა პარტიად გამოეყონ, გინდ გაერთიანდნენ, რაც უნდა ის გააკეთონ, პოლიტიკაში მობრუნების არანაირი შანსი არ აქვთ. მათ ადამიანური რესურსების კრიზისი აქვთ. ვერ შეძლეს ასპარეზზე პროფესიონალების გამოყვანა. არაფერი ხელშესახები ამომრჩევლისთვის სათქმელი მათ არა აქვთ“, - ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაცმოძრაობა“ გარკვეული ერთიანობის და ახალი სახეების შემატების ილუზიას ქმნის. მისი თქმით, ენმ-ი ჩვენს საზოგადოებაში მუდმივად უარყოფითთან ასოცირდება, ამიტომ მიხეილ სააკაშვილს აჩვენებენ, რომ ვითომ მათ პარტიაში ახალი სახეების მოზიდვა მოხდა. რეალურად კი, საზოგადოების დიდი ნაწილი მათ ძალიან კარგად იცნობს და სიახლე არაფერია.

„რახან ენმ-ს საყვედურობენ წარსულზე, მათ კი ამაზე ბოდიშის მოხდა არ უნდათ, ვარაუდობენ, რომ თუკი ახალ სახეებს წარადგენენ, მათ მიმართ ამის წამოძახება აღარ მოხდება. ამ ახალი წევრებითაც ეს იდეა მწიფდება, რომ „ნაცმოძრაობას“, როგორც პარტიას კი არა აქვს მნიშვნელობა, არამედ ის პოლიტიკური სუბიქტებისგანაც შედგება და ფიქრობენ ამ ხალხით ამომრჩევლის კიდევ მოხიბვლას შეძლებენ. თითქოს ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც სხვა არჩევანი ჰქონდათ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. მათმა პარტიაში გამოჩენამ რა როლი უნდა შეასრულოს, რას მისცემს ეს ენმ-ს? - არაფერს, რადგან თავად მთელი ეს პარტია და მისი წევრები სააკაშვილზე არიან დამოკიდებულები. მის გარეშე არავინ არაფერს არ წარმოადგენს. ამ ხალხს თავად სჭირდება მიწოლა და თავად ვის მიაწვებიან პოლიტიკურად, ცოტა გაუგებარია. მათ საზოგადოებაში არ აქვთ პოლიტიკური გავლენა, არ აქვთ ავტორიტეტი და რეიტინგი. ამიტომ მათი მიღებით რას იღებს ენმ გაუგებარია. უბრალოდ, ერთი ვარიანტია, რომ ვითომ ამ პარტიაში ვიღაცები მიიღეს, ილუზიურ ერთობას ქმნიან და მათთან ვიღაცებს ყოფნა უნდათ. დანარჩენი ყველაფერი აბსურდულია და პოლიტიკურად არაფრის მომცემი“, - ამბობს საყვარელიძე.  

მისივე თქმით, რაც უფრო გვიან გააკეთებს ოპოზიცია განცხადებას და დროში გაწელავს გადაწყვეტილების მიღებას, ეს ხელს მმართველ გუნდს აძლევს. მისი თქმით, ოპოზიციის გადაჯგუფება თუ რაღაცა ცენტრებად ჩამოყალიბება ამომრჩევლისთვის სიახლეა, ამიტომ ის ამ სიახლეს ელოდება და რაც უფრო დროში გაიწელება, ამომრჩეველიც სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

ლევკოთეა ოცნება რომ მუდამ სავსეა ახვლედიანის მსგავსი ათას პარტიაზე გადამხტარი ხალხით, ეგაა ნდობას რომ უკარგავს მოსახლეობაში.
ოცნაბას ყველაზე კარგად საკუთარი ერთგული, გაუსვრელი ამომრჩეველის იგნორირება და მათთვის პრობლემების შექმნა გამოუდის, თორემ ყოფილი მეცოცხეები საკმაოდ კომფორტულად იკეთებენ კარიერას ოცნების წიაღში.
4 თვის უკან
მერაბ.g ამათ გუბაზი, ხაჭაპურიძე რომ დაემატებიან, იქვეა ბერძენიშვილები, გიგილო, ბიუჯეტმხრავი ...ცალკე ლელოს ხურჯინი ... ერთობლივად აიღებენ ალბათ 300-350 ათას ხმას და ბოიკოტს გამოუცხადებენ ახალ პარლამენტს!
4 თვის უკან
Gami ბალახგადავლილი "პლტფორმა".
4 თვის უკან