გვჭირდება ოფიციალური პოზიცია აშშ-სგან ჩვენს შეთავაზებასთან დაკავშირებით, მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად, მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, თუმცა ჯერჯერობით არის დუმილი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ მოიგებს ბრძოლას ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს" შორის.
„ჩვენ ველოდებით ოფიციალურ პოზიციას აშშ-სგან, საქართველოში ველოდებით ელჩის დანიშვნას, რასაც თავისი პროცედურები აქვს, თვეები სჭირდება ხოლმე ელჩის დანიშვნას, მოთმინებით დაველოდებით. ჩვენ გვჭირდება ოფიციალური პოზიცია აშშ-სგან ჩვენს შეთავაზებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმალური შეთავაზება, ვამბობთ, რომ მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად, მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე. ჯერჯერობით არის არსებითად დუმილი. დაველოდებით აშშ-ს ოფიციალურ ოპოზიციას. რაც შეეხება „მეგობარი აქტს", იმას, რომ გაჩერდა ამ აქტის მიღება, რა თქმა უნდა, ეს კარგია, ჩანს, რომ ამ შემთხვევაში „დიფ სთეითმა" ვერ გაიტანა თავისი, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია, რომ პრინციპულად დასრულდეს ეს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციის და არა „დიფ სთეითის" გამარჯვებით. ამაზე იქნება დამოკიდებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა, ვინ მოიგებს ამ ბრძოლას ტრამპის ადმინისტრაცია, თუ „დიფ სთეითი", ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ბრძოლა,"- განაცხადა პრემიერმა.