„ეს სანქციები იმდენად გაუგებარია, ეჭვი გაჩნდა, იქნებ, არავინ არის სანქცირებული, ან სანქციები როგორ უნდა გაფართოვდეს, გამოდის, ომია გამოცხადებული საქართველოს მთავრობასთან“

„ეს სანქციები იმდენად გაუგებარია, ეჭვი გაჩნდა, იქნებ, არავინ არის სანქცირებული, ან სანქციები როგორ უნდა გაფართოვდეს, გამოდის, ომია გამოცხადებული საქართველოს მთავრობასთან“

ამერიკის შეერთებულის შტატების მიერ შემოღებული შეზღუდვების პირველ ტრანშ, დაახლოებით, 36 პირი შედის - შეზღუდვები შეეხებათქართული ოცნებისა და პარლამენტის წევრებს, ასევე სამართალდამცავებს და კერძო პირებს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა აღნიშნა, „სავიზო შეზღუდვები ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ბუნებრივია, მისი ეს განცხადება აჩენს განცდას, რომ ეს თავის თავში მოიცავს სანქცირებულ პირთა სიის გაფართოვდებას და ზომები უფრო მეტად გამკაცრებას.

ანალიტიკოსთან ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ აშშ-მა საქართველოსთან მიმათებით, შესაძლოა, უფრო ხისტი ნაბიჯები გადადგას, რაც თავის მხრივ, საქართველოსთვის გამოყოფილი ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერის შემცირებას გულისხმობს. მოსალოდნელი სცენარი კი ამ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს, ამასთან, ორი ქვეყანას შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობას, მეტად დააზიანებს.

ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ სანქცირებულთა სია შესაძლოა გაიზარდოს. მისი თქმით, ამერიკის შემდეგი ნაბიჯი, დიდი ალბათობით, საქართველოსთვის იმ დახმარების შემცირებას მოიაზრებს, რასაც ქვეყანა საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციებიდან იღებს.

ალბათ, კიდევ რამდენიმე ტრან იქნება და გაიზრდება ამ პოლიტიკოსების სია - ფინანსური და ეკონომიკური სანქციებიც თანდართული იქნება. ამერიკამ, შესაძლოა, ყველა ეკონომიკური და ფინანსური დახმარება შეამციროს, მათ შორის საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციებიდან წამოსული - გაჩერდება თავდაცვის სფეროში ყველანაირი დახმარება, რაც საკმაოდ მძიმე დარტყმა იქნება საქართველოსთვის, რასაც დაემატება მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა.

იმ ქვეყნებიდან, საიდანაც მმართველ პოლიტიკურ ძალას სურს, რომ თანხები შემოვიდეს - რუსეთი, ირანი, ჩინეთი, არ ველოდები, ადეკვატურ ფინანსურ ნაკადს, - განაცხადა მაისაიამ.

მისი თქმით, აშშ არ დაიწყებს ამერიკიდან ქართველი ემიგრანტების დეპორტაცია, თუმცა ანალიტიკოსის შესაფსებით, მსგავსი ნაბიჯი უფრო ევროკავშირისგან არის მოსალოდნელი.

ამერიკა დარტყმის მთავარ სამიზნედ არ განიხილავს საქართველოს მოსახლეობას, აქ არის საუბარი პოლიტიკურ ძალაზე და მის ქმედებებზე. აშშ არ დაიწყებს ამერიკაში მცხოვრები ქართველების დეპორტაციას, თუმცა არ გამოვრიცხავ ეს ევროკავშირმა გააკეთოს, ამასთან უვიზო მიმოსვლის საკითხის გადახედვაც შესაძლებელია - ეს ყველაფერი იზოლაციაში მოაქცევს საქართველოში. თუკი ერთი ევრო და დოლარი 4 ლარამდე ავა, ეს საქართველოს ეკონომიკას სერიოზულად დააზარალებს, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან საუბარში.

კიდევ ერთი ანალიტიკოსი, რამაზ საყვარელიძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ აშშ- მიერ შეზღუდვების ამოქმედება მისთვის გაუგებარია. როგორც საყვარელიძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შემოღება გამორიცხული არ არის, რაც თავის მხრივ, ამერიკის მიერ უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს.

გამოცხადებული სანქციები იმდენად გაუგებარია, რომ ბევრს ეჭვი გაუჩნდა, იქნებ საერთოდ არავინ არის სანქცირებული და აშშ- უნდა ჩვენება, რომ მკაცია მის შეფასებებს და დასჯის იმას, ვინც მას არ დაემორჩილება. შესაბამისად, სანქციები როგორ გაფართოვდება, ესეც გაუგებარია. რეალურად, გამოდის, რომ ომია გამოცხადებული საქართველოს მთავრობასთან და ასეთი ომის გამოცხადება არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, თუმცა დიდ სახელმწიფოებს სჩვევიათ ჭიდაობა პატარა სახელმწიფოებთან იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს მათ ხელისუფლებაში.

პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ, თუკი სანქციები გაგრძელდება, არ არის გამორიცხული, აშშ-მა გადაწყვიტოს ჭექა-ქუხილი კიდევ უფრო მაღალ რეგისტრში გადავიდეს. თუ გაგრძელდება დასანქცირება, ვფიქრობ, ისევ ანონიმური დარჩება ეს საკითხი, რადგან თავად კონცეფცია არ არის მომზადებული, ასეთ შემთხვევაში როგორ მოიქცეს ამერიკა. ალბათ, ჯერჯერობით, ძიების პროცესში იქნებიან, გააგრძელონ თუ არა მკაცრი სანქციების პოლიტიკა საქართველოს მიმართ, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან საუბარში.