ვინ არიან ის პატიმრები, რომლებიც ციხეებში შიმშილობენ და რატომ მართავს მათ ნანა კაკაბაძე?!

ვინ არიან ის პატიმრები, რომლებიც ციხეებში შიმშილობენ და რატომ მართავს მათ ნანა კაკაბაძე?!

რადგან ხელისუფლებამ საბოოლოდ უარი თქვა ხარვეზების კომისიის შექმნაზე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ღირსება და სამართლიანობის აღდგენა, დაგვიკავშირდით მოძრაობა „სამართლიანობა უნდა აღდგეს“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“. ხელისუფლებას რატომღაც ჰგონია, ქართველი ხალხის ოცნება ამათი სკამებზე ჯდომა იყო, დავანახოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა 15 დეკემბერს 13 საათზე რუსთაველზე, ყოფილი პარლამენტის წინ, ვიკრიბებით ყველა, რეჟიმისგან დაზარალებულები“.

ეს განცხადება ნანა კაკაბაძეს ეკუთვნის, როგორც ხედავთ, ის 15 დეკემბრიდან ფართომასშტაბიანი აქციებს გეგმავს. პარალელურად , ციხეებში პატიმრები შიმშილობენ... ქალბატონი ნანა არ უარყოფს, რომ ის მოლაპარაკებებს მართავს მოშიმშილე პატიმრებთან და მათ მშობლებთან, აწყობს გეგმებს, თუ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები. ძირითადი გეგმა დაახლოებიოთ ასეთია: 15 დეკემბრიდან რუსთაველზე შიმშილობას დაიწყებენ პატიმრების მშობლები და სააკაშვილის სისტემისგან დაზარალებული, ხოლო თავად პატიმრები ცოტა ხნით (ერთი კვირით) შეწყვეტენ, რათა სული მოითქვან და შემდგომში სხვა ფორმებითაც შეუტიონ ხელისუფლებას. კი, ბატონო, როგორც ამბობენ, ეს ქვეყანა უკვე თავისუფალია და ყველას აქვს რაღაცის მოთხოვნის უფლება...მე თუმკითხავთ, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა აუცილებელიცაა, მაგრამ ამ საქმეში რომ საშიში დამნაშევეების გამოყენება ცეცხლთან თამაშია, ესეც ცხადია. გამოდის, ქალბატონი ნანა ციხეებს გარედან მართავს და ის მორიგეობასაც კი აწესებს, ანუ როცა უნდა, პატიმრებს შიმშილობას შეაწყვეტინებს, როცა უნდა - გააგრძელებინებს. კი, მაგრამ ვინ არიან ის პატიმრები, რომლებსაც კაკაბაძე ეყრდნობა?

1. შანიძე შოთა არჩილის-ძე - მან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ზ. მიქაბერიძე და დ.ზურაბიშვილი, ხოლო დაჭრა ნ. ქავთარაძე. მიესაჯა 33 წლით თავისუფლების აღკვეთა. შემდეგ კიი ამინისტიის საფუძველზე განესაზღვრა 27 წელი. ახლა ითხოვს თავისი საქმის გადახედვას.

2. მენაფირე თამაზ იოსების-ძე - თავს დაესხა ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურს, თ.  ახალკაცს წაართვა მისი კუთვნილი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, სხვა ნივთები და შემდეგ თანამზრახველებთან ერთად დააყაჩაღა მოქალაქე ნოზაძე, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.  მენაფირეს მიესაჯა 21 წელი. ამნისტიის შედეგად შეუმცირდა 13 წლამდე. ახლა ითხოვს „უკანონო განაჩენის“ გადახედვას.

3. ორჟონია ვახტანგი დავითის-ძე - თანამზრახველებთან ერთად შეიჭრა ლომბარდში, გაიტაცა 640 ევრო, 317 დოლარი, 15 ლარი და ლომბარდის კუთვნილი ნივთები. მიესაჯა 7 წელი, მაგრამ ამინისტიის შედეგად დარჩა 5 წელი. რა თქმა უნდა, ესეც ითხოვს „უკანონო განაჩენის“ გადახედვას.

4. ფაჩულია არჩილი რეზოს-ძე- 2007 წელს ხარაგაულში დანით მოკლა ზაზა ლურსმანიშვილი. მიესაჯა 22 წელი, ამნისტიის შედეგად დარჩა 12 წელი. ითხოვს ისეთი ამანათების შეტანას, რაც კანონით არ არის დაშვებული.

5. გიგაურიგურამგურამისძე თავს დაესხა ჯარიმით მიმღებ პუნქტს, იქ მყოფ პირებს ხელ-ფეხი შეუკრა, აწამა და გაიტაცა 3700 ლარი. მიესაჯა 21 წელი, ამნისტიის შედეგად დარჩა 10 წელი. ითხოვს საქმის გადახედვას.

6. საცერაძე პაატა ზურაბის-ძე - მიკროავტობუსით მგზავრობისას შელაპარაკება მოუვიდა რ. და თ. კალაშოვებთან. შემდეგ ჩხუბი გაგრძელდა ქუჩაში და საცერაძემ რ.კალაშოვი მოკლა დანით, ხოლო თ. კალაშოვი დაჭრა. მიესაჯა 28 წელი, ამნისტიის შედეგად დარჩა 21 წელი. ითხოვს სქმის გადახედვას და კომისიის შექმნას.

7. ჯაჯანიძე მალხაზ თამაზის-ძე - ჩხრეკისას აღმოაჩნდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი (7,719გრ), მიესაჯა 11 წელი, ამნისტიის შედეგად დარჩა 7 წელი და 6 თვე. ითხოვს უკანონო განაჩენის გადახედვას და კომისიის შექმნას.

8. კასუმოვი რაშად გასან-ოღლი - დააკავეს ნარკოტიკული საშუალების გასარების გამო, აღმოაჩნდა 71,978გტ. ჰეროინი. მიესაჯა 16 წელი, ამნისტიის შედეგად დარჩა 12 წელი. თავს თვლის უკანონო მსჯავრდებულად და ითხოვს საქმის გადახედვას.

9. ყატაშვილი არჩილ დავითის ძე -2009 წელს მისჯილი ჰქონდა პირობითი, 2011 წელს შელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა ვ.ოჩოკიძე. მიესაჯა 7 წელი, ამნისტიის შედეგადა დარჩა 5 წელი. ითხოვს საქმის გადახედვას.

10. ბოგვერაძე ბორის ლევანის-ძე - თურქეთიდან შემოიტანა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. დააკავეს სარფის საბაჟოზე, მიესაჯა 24 წელი, ამნისტიის შედეგად განესაზღვრა 11 წელი. თავს თვლის უკანონოდ მსჯავრდებულად.

11. პავლიაშვილი კობა ვასილის-ძე - თანამზრახველებთან ერთად თავს დაესხა ტაქსის მძღოლს, რიკა არუთინიანს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და გასტაცა მანქანა. მიესაჯა 16 წელი, ამნისტიის შედეგად დარჩა 6 წელი. ითხოვს საქმის გადახედვას.

12. დუდაური გოჩა ოთარის-ძე - შეიძინა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი (1,ო233 გრ), მიესაჯა 12 წელი. თავს თვლის უკანონო მსჯავრდებულად.

13. სამუშია გიორგი გულვერის-ძე - გასაღების მიზნით შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. მიესაჯა 23 წელი, ამნისტიის შედეგად დარჩა 11 წელი. ითხოვს საქმის გადახედვას.

14. ხაჩიძე ზურაბ თეიმურაზის-ძე - თანამზრახველებთან ერთად თავს დაესხა ტაქსისი მძღოლს, შ. გოგოლაძეს, გასტაცა ავტომობილი და იმავე დღეს დააყაჩაღა „თბილფოსტამტის“ საინკასაციო მანქანა, გაიტაცა პენსიონერებისთვის განკუთვნილი თანხა (142ათას 964 ლარი). თავდასხმის დროს მანქანის მძღოლი, გ. წიკლაური გარდაიცვალა, ხოლო ორი პირი ექიმებმა გადაარჩინეს.ზ. ხაჩიძეს დაკავებისას აღმოაჩნდა 0,68 გრ. ჰეროინი. მიესაჯა 25 წელი, ამნისტიის შედეგად დარჩა 13 წელი. ითხოვს საქმის გადახედვას და კომისიის შექმნას.

15.ოგანეზოვი ლევან ბორისის-ძე - 2005 წელს დანით მოკლა ზ. აბულაძე. მიესაჯა 12 წელის ამნისტიის შედეგად დარჩა 9 წელი. ითხოვს სხვა დაწესებულებაში გადაყვანას და კომისიის შექმნას.

16. კერესელიძე მინდია ნოდარის-ძე - თანამზრახველებთან ერთად თავს დაესხა ტაქსის მძღოლს, შეუკრა ხელ-ფეხი, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და გასტაცა მანქანა. მიესაჯა 26 წელი, ამნისტიის შედეგად დარჩა 7 წელი. ითხოვს განაჩენის გადახედვას.

17. სიჭინავა კახაბერ როინის-ძე - 2006 წელს თავის მეგობარ ზ. ცვარიანთან ერთად თავს დაესხა  მოქალაქე ვ. ელბაქიძეს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გასტაცა მანქანა, ძვირფასეულობა, ხოლო შემდეგ მანქანის დაბრუნების სანაცვლოდ მოსთხოვა თანხა. მიესაჯა  22 წელი და 6 თვე. ამნისტიის შედეგად განესაზღვრა 16 წელი. ითხოვს  განაჩენის გადახედვას.

18. ზარნაძე გიორგი გიას-ძე - ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ვ. აკოფიანი. მიესაჯა 20 წელი. ამნისტიის საფუძველზე განესაზღვრა 8 წელი. ითხოვს ვადამდე გათავისუფლებას.

19. ასათიანი დავით ოთარის-ძე - 2001 წელს ფულის გამოძალვის მიზნით თანამზრახველებთან ერთად გაიტაცა კახი კალაძის ძმა, ლევან კალაძე, რომელიც დანაშაული გამჟღავნების შიშით მოკლეს. მიესაჯა 25 წელი. ამნისტიის შედეგად დარჩა 11 წელი. ითხოვს კომისიის შექმნას და საქმის გადახედვას.

20. ბაბაქიშვილი სახიბ ისმაილ-ოღლი -აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი (54, 75გრ), მიესაჯა 27 წელი . ამნისტიის საფუძველზე განესაზღვრა 12 წელი. ითხოვს განაჩენის გადახედვას.

21. მურღულია გიორგი ვალერიანის-ძე - 2002 წელს თავის მეგობარ ა. მაისურაძესთან ერთად დანით მოკლა მოქალაქე ვ. გეჯაძე. მიესაჯა 13 წელი. ამნისტიის შედეგად დარჩა 9 წელი. ითხოვს ვადაზე ადრე განთავისუფლებას.

22. გეთიაშვილი ლაშა თენგიზის-ძე - თანამზრახველებთან ერთად სხვადასხვა დროს ჩაიდინა სხვადსხვა სახის დანაშაული: სათავეში ედგა დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელიც შეიარაღებული იყო ავტომატით. 2004 წელს მოქალაქე შ. გოგოლაძეს გასტაცეს ავტომანქანა და თავს დაესხა „თბილფოსტამტის“საინკასაციო მანქანას. ცეცხლის გახსნისას გარდაიცვალა მანქანის მძღოლი. მიესაჯა 25 წელი. ამნისტიის შედეგად განესაზღვრა 13 წელი. ითხოვს განაჩენის გადახედვას.

23. ჯალაღონია ლაშა იგორის-ძე - თანამზრახველებთან ერთად თავს დაესხა ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში მცხოვრებ ლ. ინაძეს. ოჯახიდან გაიტაცეს ძვირფასეულობა და სხვადსხვა ნივთები. ინაძე აწამეს. მიესაჯა 11 წელი. ამნისტიის შედეგად განესაზღვრა 8 წელი. ითხოვს კომისიის შექმნას.

24. გულბათაშვილი გიორგი გიორგაძის ძე - 2012 წელს თანამზრახველებთან ერთად თავს დაესხა ტაქსის მძღოლს, ვაჟა ხანჩაგაშვილს. გაიტაცეს ფული და ავტომობილი. მიესაჯა  4 წელი. ამნისტიის შედეგად დარჩა  3 წელი. ითხოვს საქმის გადახედვას.

აი, ეს პატიმრები შიმშილობენ დღეს ციხეებში და ამ პატიმრებს აქვთ კავშირი ქალბატონ ნანა კაკაბაძესთან. არ არის გამორიცხული, მათგან  რამდენიმე მართლაც უკანონოდ იყოს დაპატიმრებული, მაგრამ საერთო ჯამში, უმეტესობა მკვლელი და ნარკომანია. ვიმეორებ: ვინც ამ ადამიანებს დღეს იყენებს, ის ცეცხლს ეთამაშება და არ ფიქრობს იმაზე, რა მოხდება ხვალ!