ლევან მაჭავარიანი: მდიდარი „ენჯეოები“ ერთი მხრივ აქციის მონაწილეებს ე.წ. შეიარაღებას აწვდიდნენ და მეორე მხრივ განუწყვეტლივ მოუწოდებდნენ ხელისუფლების დამხობისკენ

ლევან მაჭავარიანი: მდიდარი „ენჯეოები“ ერთი მხრივ აქციის მონაწილეებს ე.წ. შეიარაღებას აწვდიდნენ და მეორე მხრივ განუწყვეტლივ მოუწოდებდნენ ხელისუფლების დამხობისკენ

ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქრონიკასთან“ შეაფასა.

აქ არის გამოკვეთილი საბოტაჟის ნიშნები, იქიდან გამომდინარე, რომ მდიდარი ენჯეოები“ ერთი მხრივ აწვდიდნენ ე.წ. შეიარაღებას აქციის მონაწილეებს (აალებად ნივთიერებებს, პიროტექნიკას, მოლოტოვის კოქტეილებს), მეორე მხრივ ისინი დაკავებულები იყვნენ იმით, რომ განუწყვეტლივ მოუწოდებდნენ მათ ხელისუფლების დამხობისკენ, ასევე ჯარიმებს უხდიდნენ და პირდაპირ უანონსებდნენ, რომ კანონის დარღვევის ნუ შეეშინდებოდათ, რადგან რა ჯარიმაც იქნებოდა გადასახდელი, ეს ენჯეო“ ორგანიზაციები უზრუნველყოფდნენ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებს ყადაღა დაედო.