ნაცები» შინ არ ვარგოდნენ, უკრაინაშიგარბოდნენ. საქართველოს პარლამენტისათამდე დეპუტატი «ნაციონალურიმოძრაობიდან» გასულ კვირას კიევისცენტრში, კარვებში იჯდა და ამ ფორმითგამოხატავდა სოლიდარობას უკრაინულიოპოზიციის მიმართ. საერთაშორისოურთიერთობების ისტორიაში უცხოელიპარლამენტარების მსგავს ჯგუფურ და,რბილად რომ ვთქვათ, ექსცენტრიულჩართვას რომელიმე ქვეყნის საშინაოსაქმეებში ანალოგი არ აქვს. რას დაეძებენ«ნაციონალები» უკრაინულ «ევრომაიდანზე»?
ქართული ტელეაუდიტორიის უდიდეს ნაწილს, სავარაუდოდ, მწარედეღიმებოდა, როდესაც აღშფოთებისგან გალურჯებული ნაცდეპუტატებიუკრაინელი სამართალდამცავების ხისტ მოქმედებას აპროტესტებდნენ, ისე,თითქოს საქართველოში არც 7 ნოემბრის, არც 26 მაისის დარბევა მომხდარა,როდესაც სააკაშვილის პოლიციამ უკრაინულ «ბერკუტზე» განუზომლად დიდი,სადისტური სისასტიკე გამოავლინა. თუმცა ამ უზნეო მონოლოგებზე გაცილებით საშიშია უკრაინაში მიმდინარე პროცესების აღქმის პრიმიტიული მოდელი, რომელსაც საპარლამეტო უმცირესობის წარმომადგენლები ქართულ საზოგადოებაში ნერგავენ, რადგან მან შეიძლება არაადეკვატური დასკვნებისკენ (და შემდგომ _ მოქმედებისკენ) გვიბიძგოს.
პოლონეთის ყოფილი პრემიერი ეჟი ბუზეკი გასულ კვირას, აგრეთვე, ჩავიდა კიევში, ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა და მიტინგზე მგზნებარე სიტყვაც წარმოთქვა. მაგრამ, ქართველი დეპუტატებისგან განსხვავებით, მას არ უცდია პოლონური საზოგადოების მოტყუება უხეში პროპაგანდისტული შტამპების გამოყენებით, არამედ (პოლონეთის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში) პატიოსნად მიანიშნა პროცესის სირთულესა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე: «უკრაინის ოპოზიციასა და ხელისუფლებასსახელმწიფოს დაშლის ეშინიათ. დაპირისპირება, რომელიც საგარეო პოლიტიკაშიშეხედულებების სტრატეგიული განსხვავებებისგან გამომდინარეობს, საშიშია.უკრაინის დაშლის საფრთხე ახლა უფრო დიდია, ვიდრე «ნარინჯისფერირევოლუციის» დროს. მაიდანზე შეკრებილები პროტესტს გამოხატავენპრეზიდენტ იანუკოვიჩის მიმართ, მათი ნაწილი ძალზე პროევროპულია, მაგრამგადაჭარბებული იქნებოდა იმის თქმა, რომ სახელმწიფოს მეთაურის ყველამოწინააღმდეგე მხარს უჭერს ევროკავშირს» (ყურადღება მივაქციოთ ბოლო ფრაზას, როცა პოლონელი პოლიტიკოსი არა ინუკოვიჩის მომხრეებზე, არამედ მოწინააღმდეგეებზე საუბრობს). ეჟი ბუზეკი უკრაინის ევროინტეგრაციის თანმიმდევრული მომხრეა დავიქტორ იანუკოვიჩის მიმართ ფრიად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს,მაგრამ, მიუხედავად ამისა, პოლონურ საზოგადოებასთან საუბარში ცდილობს,სიტუაცია ობიექტურად აღწეროს და გულწრფელად ესაუბროს მას პროცესისრადიკალიზაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, კერძოდ, უკრაინისდაშლაზე, რომელიც, დიდი ალბათობით, მთელი კონტინენტისდესტაბილიზაციას გამოიწვევს.
ამის საპირისპიროდ, ქართველი პოლიტიკოსები (უპირველესად, «ნაციონალები», თუმცა ამ მხრივ რესპუბლიკელებიც სცოდავენ) სთავაზობენ ქართულ აუდიტორიასპრიმიტიულ მოდელს, რომლის ფარგლებში «ევროპაზე მეოცნებე უკრაინელიხალხი პრორუს დიქტატორ იანუკოვიჩს უპირისპირდება», ხოლო უკრაინელოპოზიციონერებს (პირადაპირ თუ ქვეტექსტში) მოუწოდებენ «მიდით, მიაწექით!»,ისე, რომ საერთოდ არ ითვალისწინებენ იმ საფრთხეებს, რომლებზეც ბუზეკიმიუთითებს. და ეს მაშინ, როდესაც საუბარი ერთ მუშტად შეკრულ «უკრაინელ ხალხზე» უაღრესად არაკორექტულია; მოსახლეობის დიდი ნაწილი (რომელიც, ძირითადად,აღმოსავლეთ უკრაინაში ცხოვრობს) მომიტინგეთა მოთხოვნებს არ იზიარებს. თუჩვენ პატივს ვცემთ დემოკრატიას, როგორც მთავარ ევროპულ იდეას, პატივი ამადამიანების პოზიციასაც უნდა ვცეთ. ამავე დროს, ვიქტორ იანუკოვიჩიგაცილებით რბილად ეპყრობა ქუჩაში გამოსულ ოპოზიციას ვიდრე ნებისმიერიპოსტსაბჭოთა მმართველი (თუნდაც იგივე სააკაშვილი).
გავითვალისწინოთ ისიც, რომ უკრაინის პრეზიდენტი და პარლამენტი კანონიერად არჩეულია, მისი ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დგას და ეს უნდა ვაღიაროთ, მიუხედავადიმისა, მოგვწონს მათი ბოლოდროინდელი მოქმედებები თუ არა. საბოლოო ჯამში,ყველაფერი ძალიან მარტივია _ მიუხედავად იმისა, რომ მაიდანზე საკმაოდბევრი ადამიანი იკრიბება, ისინი ნამდვილად არ წარმოადგენენ «მთელუკრაინას», ხოლო ოპოზიციის ლიდერების მცდელობამ, საწადელს ძალისმიერიმეთოდების გამოყებით მიაღწიონ, შეიძლება ქაოსი, სამოქალაქო ომი და ერთიანიუკრაინული სახელმწიფოს დაშლა გამოიწვიოს; დიალოგსა და კომპრომისს რამდენადმე რეალისტური ალტერნატივა არ აქვს. საუკეთესო გამოსავალი უკრაინელი ოპოზიციონერებისთვის, ალბათ, 2015 წლის არჩევნებზე კონცენტრირებაა, რომლის მოგება (თუ გააზრებულად იმოქმედებენ) ნამდვილად ძალუძთ. მართალია, ოპოზიციას ჯერ არდაუკარგავს მომიტინგეთა დახმარებით ხელისუფლების აღების შანსი, მაგრამამას, სავარაუდოდ, იმდენად მასშტაბური კრიზისი მოჰყვება, რომ ეს, ერთიშეხედვით, სანატრელი პრიზი უმძიმეს სასჯელად მოეჩვენება. პარადოქსი ისაა, რომ ამ შედეგს როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების სრული გამარჯვება მოიტანს და ამიტომ (რაზეც საუბრობს ბუზეკი) საუკეთესო გამოსავალი უკრაინისთვის ამ ეტაპზე კომპრომისია.
და მაინც, რატომ არ შეუძლიათ ქართველ პოლიტიკოსებს საკუთარ მოსახლეობას ეჟი ბუზეკივით ესაუბრონ და ამის ნაცვლად კი იაფფასიანი პროპაგანდისტებივით არ მოიქცნენ? ან, პირიქით, რატომ არ კივის, ქართველი კოლეგების მსგავსად,პოლონეთის ყოფილი პრემიერი «უკომპრომისო ბრძოლაზე ბოროტებისიმპერიასთან» და არ აღვივებს აუდიტორიაში ნაციონალისტურ ფსიქოზს «კრესივსხოდნის» (პოლ. _ «აღმოსავლეთის განაპირი», ტერიტორია, რომელიც ძველად პოლონეთს ეკუთვნოდა, ამჟამად კი მისი ნაწილი უკრაინის შემადგენლობაშია)მოახლოებულ დაბრუნებასთან დაკავშირებით? ის არ უმალავს პოლონელებსსიტუაციის სირთულეს და აუღელვებელი განსჯის უფლებას არ ართმევს (თუ მის ინტერვიუში არის მანიპულირების მცდელობა, ის გაცილებით დახვეწილია), ხოლო ჩვენიპოლიტიკოსები, რაოდენ უხეშად უნდა გაიჟღეროს, ბანალურად გვატყუებენ და,ობიექტურთან მიახლოებული ანალიზის ნაცვლად, რეალობისგან მოწყვეტილლოზუნგებს გვაჩეჩებენ; ასე იყო 2008 წლის ომის წინ, ასეა დღესაც.
უკრაინული კრიზისის საინფორმაციო მოდელი, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები ქართულ საზოგადოებასა და მედიაში ამკვიდრებენ, ისევე, როგორც «ცივი ომის» დროს, ვაშინგტონისა და მოსკოვის ყოვლისმომცველი დაპირისპირების იდეას ეფუძნება, მკაცრად შავ-თეთრია, არ ითვალისწინებს რეგიონის ქვეყნების განსაკუთრებულ ინტერესებს (შორეულ ჩინეთზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია). ის აპრიორი გამორიცხავს «ერეტიკულ» მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ, მაგალითად, აშშ-ისა და ევროკავშირის(უპირველესად, გერმანიის) ინტერესები უკრაინაში და შესაბამისი სამოქმედოგეგმები შეიძლება ერთმანეთთან სერიოზულ წინააღმდეგობაში მოვიდეს.რეალობის ინტერპრეტირება ამ მოდელზე დაყრდნობით უარყოფს ყოყმანს, ზედმეტ დაფიქრებას და «მესამე გზის» ძიებას (შესაბამისად, «ახალი ფინეთის» როლს რუსეთის მოსაზღვრე პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის) და მთავარ კითხვას ძალიან მარტივად აყალიბებს: «ამერიკა თუ რუსეთი?». პრობლემა ისაა, რომ ეს მიდგომა ადეკვატურადარ ასახავს მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის სირთულეს და მრავალფეროვნებასდა სუსტი სახელმწიფოების მიერ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი პოლიტიკისგატარების შესაძლებლობას უარყოფს, შესაბამისად, დამოუკიდებლობის იდეასეწინააღმდეგება.
როდესაც ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან ურთიერთობების «გადატვირთვა» დაიწყო, სააკაშვილის რეჟიმი კოგნიტურ დისონანსში ჩავარდა, რომელმაც მის კრახში არცთუ უმნიშვნელო როლი შეასრულა. იმის ნაცვლად, რომ მოეხდინა ადაპტირება ახალი რეალობის მიმართ, მან ამ რეალობის უარყოფა დაიწყო, კიდევ უფრო არაადეკვატური გახდა და ამით საქართველოში ხელისუფლების შეცვლა გააიოლა. დღეს კიევშიგანვითარებული მოვლენები აძლევს «ნაციონალებს» შესაძლებლობას, საკუთარიბიპოლარული მითოლოგიის რეანიმირება მოახდინონ, დაარწმუნონ საკუთარითავი და ქართული საზოგადოება იმაში, რომ სამყარო სწორედ ისეთია, როგორცმათ წარმოუდგენიათ (და არა ისეთი, როგორიც სინამდვილეშია). ეს, ალბათ, არამხოლოდ და არა იმდენად პოლიტიკაა, რამდენადაც ნოსტალგია ფსიქოლოგიურსტაბილურობაზე, რომელსაც «გადატვირთვის» დაწყებისთანავე საბოლოოდდაემშვიდობნენ. კიევში, მაიდანზე ყველაფერი (ერთის შეხედვით) მარტივია: მარჯვნივ _ დასავლეთი, მარცხნივ _ რუსეთი და დაკარგული ფუნქციის დაბრუნების შესაძლებლობა, ალბათ, სავსებით რეალურად ეჩვენებათ.
ძნელი სათქმელია, მართლა იღებენ თუ არა «ნაციონალები» ფულს იანუკოვიჩის ოპონენტებისგან მაიდანის აქციებში მონაწილეობისთვის, რაზეც სოციალურ ქსელებში არაერთი მინიშნება გაკეთდა. ერთის მხრივ, ძნელი დასაჯერებელია, ამ კონტინგენტმა რამე უფასოდ გააკეთოს, მაგრამ, მეორე მხრივ, მათ, სავარაუდოდ, იმედი აქვთ, რომ უკრაინის ახალი ხელმძღვანელობა დაეხმარება, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ამასთანავე, შესაძლებლობა ეძლევათ, აჩვენონ თავის პარტნიორებს შტატებსა და ევროპაში (აქ მთავრობები არ იგულისხმება), რომ ბრძოლა ჯერ კიდევ შეუძლიათ. ამას ემატება ზემოთ ნახსენები ფსიქოლოგიური ფაქტორი და, ალბათ, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ«ნაციონალი» დეპუტატები უკრაინაში «პოსლეზე», მომავალი (პოლიტიკური თუ ფინანსური) ბონუსების იმედით მუშაობენ. საბოლოო ჯამში, ეს მათი პრობლემაადა არა ჩვენი; საზოგადოებისთვის სულ სხვა რამ არის აქტუალური: რატომ უნდაშევაფასოთ უკრაინაში განვითარებული მოვლენები მათ მიერ შემოთავაზებულარაკორექტულ, პრიმიტიულ მოდელზე დაყრდნობით? (ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის ვგულშემატკივრობთ _ უკრაინულ ოპოზიციას თუ იანუკოვიჩს; ეს საფეხბურთო მატჩი არაა).
ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება უკრაინაში მოხდეს, სახელმწიფოს დაშლა დამასშტაბური სისხლისღვრაა, რადგან მას, სხვა უარყოფით შედეგებთან ერთად,მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში პროცესების რადიკალიზაცია და მათ «ცხელფაზაში» გადაყვანა მოჰყვება, რაც უდავოდ მოახდენს ნეგატიურ გავლენას ყველაქვეყნის, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიების არმქონე, უკიდურესადდასუსტებული საქართველოს, მომავალზე. აქედან გამომდინარე, «ნაციონალი» დეპუტატების მოქმედება კიევში და მოწოდებები უკომპრომისო ბრძოლისკენ, ალბათ, ძალზე უპასუხისმგებლოა. მაგრამ, ცამდე მართლებიც რომ იყვნენ, მსგავსი ჩარევა უცხო ქვეყნის საქმეებში უპრეცედენტოა და საერთაშორისო ურთიერთობებში დამკვიდრებულ სტანდარტებს არ შეესაბამება. სასურველია, პარლამენტის თავჯდომარემ, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მკაფიოდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და ამ დეპუტატების მოქმედება შეაფასონ. «გიჟი თავისუფალია და, რასაც უნდა, აკეთებს» ტიპის ფრაზები არასაკმარისია, მსგავსი სასაცილო და სამარცხვინო განცხადებები შეიძლება გაავრცელოს ცირკის ან ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექციამ, სახელმწიფოს კი გაცილებით მეტი მოეთხოვება.
იმედია, კრიზისი უკრაინაში მშივიდობიანად დასრულდება და, სხვაყველაფერთან ერთად, ხელს შეუწყობს იმას, რომ ქართულმა საზოგადოებამდამოუკიდებელი, შიზოფრენიული პროპაგანდისტული კონსტრუქციებისგანსრულიად თავისუფალი, სახელმწიფოებრივი აზროვნება ისწავლოს.