„თუ არანაირი ურთიერთობა ჩვენს პოლიტიკურ ელიტასთან არ უნდათ, მაშინ რა უნდა ჩვენს საელჩოს აშშ-ში?“

„თუ არანაირი ურთიერთობა ჩვენს პოლიტიკურ ელიტასთან არ უნდათ, მაშინ რა უნდა ჩვენს საელჩოს აშშ-ში?“

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი, ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე. ასევე, სავიზო შეზღუდვა წესდება მათი ოჯახის წევრების მიმართ. ბლინკენის ამ გადაწყვეტილებას, რომელმაც თავისუფალი ამერიკის იმიჯი დაამსხვრია, ოპერატიულად გამოეხმაურა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც აღნიშნა, რომ სანქცირებულთა სიას არ გამოაქვეყნებენ.

სანამ ამერიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების მიღების პროცესშია, საქართველოში იზრდება ანტიამერიკული განწყობა. საზოგადოების სოლიდური ნაწილი სვამს კითხვას - თუკი, პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის 84 დეპუტატს, პარლამენტის თავმჯდომარეს დაუწესებენ სანქციებს, მაშინ რა საჭიროა საქართველოში აშშ-ის საელჩო? მეტიც, თვლიან, რომ ამ ვითარებაში, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია პოლიტიკურ ომს აწარმოებს საქართველოს მთავრობასთან, ქვეყანამ აშშ-დან კონსულტაციისთვის ელჩი უნდა გამოიწვიოს.

რატომ სჯის აშშ საქართველოს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება - ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძეს ესაუბრა.

აშშ-ის ადმინისტრაცია, პრაქტიკულად, არ თანამშრომლობს, არ იღებს ინფორმაციას ხელისუფლების პირველი პირებისგან, რაზეც არის კიდეც პასუხისმგებლი. ამერიკის ადმინისტრაცია ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და მტკიცებულების გარეშე იღებს გადაწყვეტილებას სანქციებთან დაკავშირებით და ასე მოხდა მოსამართლეების ნაწილში. პრაქტიკულად, იგივეს იმეორებს ბლინკენი უკვე ხელისუფლების ნაწილში, ორ ქვყანას შორის პარტნიორობის რა მაგალითს ვაკვირდებით?

ედიშერ გვენეტაძე: უბრწყინვალესი ამერიკული ფილმის - „ნათლიმამას“ რეჟისორმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა ასეთი რამ - „მე ვხედავ აშშ იგივე მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიც ბოლო დღეებში იყო რომის იმპერია“. ყველა იმპერია ეცემა და დღეს აშშ-ის სიტუაცია მაგონებს იმას, რომელიც იყო რომში, იგივე ბიზანტიაში, მსოფლიოს ბოლო იმპერიებში, რომლებიც არადეკვატურები იყვნენ მიმდინარე პროცესების მიმართ. არის ასეთი წესი - რაც ჩნდება ამ ქვეყანაში, იბადება, ბერდება და კვედება. ასეთი არის აშშ-ის დღევანდელი იმპერია, რომელიც დაიბადა, გაიფურჩქნა განსაკუთრებით 90-იან წლებში, საოცარ წარმატებებს მიაღწია, ერთი პორალური მსოფლიო მისი დიქტატის ქვეშ იყო და დღეს უკვე განიცდის ლპობას, დეგრადაციას. სხვა ქვეყნების მიმართ მათ დამოკიდებულებაზე არაფერს არ ვიტყვი, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მიმართ რას აკეთებენ, ხომ ვხედავთ.

საზოგადოების სოლიდური ნაწილი სვამს კითხვას - თუკი, პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის 84 დეპუტატს, პარლამენტის თავმჯდომარეს დაუწესებენ სანქციებს, მაშინ რა საჭიროა საქართველოში აშშ-ის საელჩო...

- თუ საქართველოს არსებულ პოლიტიკურ ელიტას და უპირველესად ქართველი ხალხის მიერ არჩეულ 84 დეპუტატს უცხადებს ბოიკოტს და არ უშვებს საკუთარ ქვეყანაში, მაშინ არც აშშ-ის დღევანდელი ელიტა არ უნდა დაელაპარაკოს საქართველოს ხელისუფლებას, ისევე როგორც საქართველოს პოლიტიკური ელიტა არ უნდა დაელაპარაკოს.

საზოგადოების შეშფოთებაც აქედან გამომდინარეობს - ვინაიდან, ჩვენ ერთმანეთთან ლაპარაკი არ გვაქვს და ლაპარაკის საშუალებას აშშ-ის, ამ უზარმაზარი სახელმწიფოს პოლიტიკური ელიტა გვართმევს, ასეთ შემთხვევაში რა უნდა აშშ-ის საელჩოს ჩვენს ქვეყანაში? და თუ არანაირი ურთიერთობა ჩვენს პოლიტიკურ ელიტასთან არ უნდათ, მაშინ რა უნდა ჩვენს საელჩოს აშშ-ი?

აი, ამ აბსურდამდე მივიდა აშშ-ის დღევანდელი პოლიტიკური ელიტა. ანუ, დამტკიცდა ერთი ელემენტარული ჭეშმარიტება - რა უუნარო, რა აბსურდის თეატრში იმყოფება აშშ-ის დღევანდელი ელიტა და არა ამერიკელი ხალხი, ამის ნათელი გამოხატულება იყო ენტონი ბლინკენის განცხადება, რომელიც მან გააკეთა საქართველოს 84 დეპუტატის მიმართ, რომლებმაც საკუთარ ქვეყანაში უნდა მიიღონ კანონი.

ბლინკენის არაადეკვატური განცხადების გაკეთლშობილებას შეეცადა ობრაიენი, რომელმაც თქვა, რომ სიას არ გამოვაქვეყნებთო...

- იქაც არიან გონიერი ადამიანები. დარწმუნებული ვარ, რომ ვაშინგტონის ადმინისტრაციაში ბევრი ადამიანი უხერხულად გრძობს თავს. 2-3 წლის შემდეგ აშშ-ის და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ბლინკენის ეს განცხადება განხილული იქნება როგორც კურიოზული ფაქტი. ასეთი რამ ყოვლად წარმოუდგენელია. მსოფლიო საზოგადოებამ უნდა წარმოიდგინოს რა ხდება სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყანაში - დამუკიდებელი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო იღებს რაღაც კანონს და ამ კანონის გამო, ამ ქვეყნის დეპუტატებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უწესებს სანქციებს.

ეს დეპუტატები ვისი არჩეულია? - ეს დეპუტატები ამ დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეების არჩეული ხომ არაა? დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ გადაწყვეტილებას კალიგულას სენატი არ მიიღებდა რომში. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ აშშ-ის დღევანდელი მმართველი ფენა აბსოლუტურად არის დეგრადირებული, პოლიტიკურად გახრწნილი, რომელსაც ელოდება სავალალო აღსასრული. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნეოლიბერასტიზმი, რომელშიც გადაიზარდა ლიბერალიზმი და, რომელიც, სხვათა შორის, თავის დროზე საუკეთესო იდეოლოგია იყო, ასრულებს თავის არსებობს.

დღეს რა განცხადებებსაც ვისმენთ აშშ-დან და ევროპიდან, არის ის, რომ საქართველო თავის გეოპოლიტიკურ კურსს ცვლის, თუმცა გვაქვს ორი მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც გაკეთდა მაღალი ტრიბუნიდან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისგან და პრემიერ-მინისტრისგან, რომ 2030 წელს საქართველო გახდება ღირსეული ევროპის ღირსეული წევრი. სწორედ ღირსეულ ევროპაზე აქვს საქართველოს პრეტენზია. ერთი კანონის მიღება, რომლის ანალოგი არის თვით ამერიკაში და ევროპის სხვა ქვეყნებშიც, საქართველოს შემდეგ მიიღო საფრანგეთმა, ეს არის პოლიტიკური კურსის ცვლილება?

- თუკი კურსი იყო შეცვლილი, მაშინ რატომ მისცეს ამ ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულება? რატომ მოაწერინეს ამ ქვეყანას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელი? რატომ მისცეს ვიზალიბერალიზაცია და სულ ბოლოს რატომ მისცეს ის ყბადაღებული კანდიდატობის სტატუსი? ეს მეტყველებს ერთდერთ რამეზე - ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სუვერენიტეტი უნდა ჰქონდეს ქვეყნას, რაც არაფერში არ აწყობს როგორც ნეოლიბერასტულ ამერიკის ადმინისტრაციას, ისე ნეოლიბერასტიზმში და კორუფციაში ჩამხრჩვალი ევროკავშირის დღევანდელ ხელმძღვანელობას.

ამიტომ ხდება ის, რომ მათ აქ სურთ მიშა სააკაშვილისთანა, ჭიჭიკო ვაშაძისთანა, ლომჯარია-გიგაურებისთანა კორუმპირებულები, უსამშობლოები, მხოლოდ გრანტებზე დაგეშილები და ხალხის გამყიდველი ხელისუფლება ჰყავდეთ, ვინაიდან მათ სადაც უნდათ და როგორც უნდათ ისე ატრიალებენ. ამიტომ, ეს კანონი არაფერ შუაში არ არის. ნახეთ, რომ ვერც ამერიკის ადამინისტრაცია, ვერც ევროკავშირი და ვერც აქაური იმათი ძაღლისშვილები ვერ შედიან ხელისუფლებასთან კანონის შინაარსობრივ განხილვაში.

ბევრ მათგანს წამოსცდა კიდევაც, რომ შინაარსი მათი ველიაო. ამიტომ, ერთადერთი რამ მინდა გითხრათ, მათი მთავარი ამოცანა რა არის, - როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში დღევანდელ პროცესებს წარმართავს სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, რომელიც მიმართულია მოგებაზე და დღეს გაჩაღებული აქვს ომი უკრაინაში. მათ უკრაინა გაანადგურეს და სანაცვლოდ, უზარმაზარი თანხები აითვისეს. მაგრამ აქ არის მეორე - ძალიან შერცხვნენ მსოფლიო საზოგადოების წინაშე, ვინაიდან, უკრაინის დამარცხება ნიშნავს მათივე დამარცხებას. ფულების შოვნას გადააყოლეს საკუთარი პრესტიჟი. ეს რომ გამოასწორონ, ამ მიზნით უნდათ საქართველოს ომში ჩაბმა და ამის მცდელობა დაიწყო 2022 წლიდან და დღემდე გრძელდება. ყოველ მიზეზგარეშე სურთ საქართველოს ომში ჩაბმა, არაფერს არ ერიდებიან, ღია მოქმედებაზე გადავიდნენ. ამის ერთი დასტური იყო ჩვენს პრემიერზე პირადპირი სახის მუქარა, რომელიც განახორციელებინეს მათ ერთ-ერთ წარმომადგენელს, ევროკავშირის რომელიღაც კომისარს - თუ ჩვენს ჭკუაზე არ ივლით, იგივე ბედი გელოდებათ, რაც დაემართა სლოვაკეთის პრემიერსო.

ეს მეტყველებს ერთადერთ რაიმეზე - პირველი და მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას არ ყოფილა ისეთი გახრწნილი მმართველი ფენები და არ ყოფილა ისეთი საშინელი და არადამიანური მოპყრობები პატარა სახელმწიფოების მიმართ, როგორც ახლა, როდესაც აშშ-ს და დასავლეთის მხრიდან ადგილი აქვს ისეთი პატარა სახელწმიფოს მოხრჩობის მცდელობას, როგორიც ჩვენი პატარა საქართველოა.