ბრძოლა „შავი ფულისთვის“ გრძელდება, რომლის შედეგებს ხელისუფლება არჩევნებზე ელის

ბრძოლა „შავი ფულისთვის“ გრძელდება, რომლის შედეგებს ხელისუფლება არჩევნებზე ელის

ბრძოლა „შავი ფულისთვის“ - „ოცნებაში“ ამბობენ, რომ 2012 წლიდან დღემდე პერიოდში მხოლოდ 7 „ენჯეოს“ 85 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული. ამ თანხიდან დეკლარირებულია მხოლოდ 15 მილიონი, დარჩენილი 70 მილიონზე მეტი კი გაუმჭვირვალედაა დახარჯული და არავინ იცის, რას მოხმარდა. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. კობახიძის განცხადებით, გრანტების 82 პროცენტის მიზნობრიობა უცნობია, რაც 70 მილიონს აჭარბებს და კონკრეტულმა „ენჯეოებმა“ ის გაუმჭვირვალედ დახარჯეს. „ქართული ოცნების“ თქმით, ყველაზე მეტად დახურული არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაა.

For.ge-სთან ანალიტიკოსები კონკრეტულ მიზეზებს ასახელებენ, იმის ასახსნელად, თუ რატომ არ სურთ კონკრეტულ „ენჯეოებს“ და პოლიტიკურ ძალებს კანონის მიღება და რა ინტერესი დგას რეალურად მათი წინააღმდეგობის მიღმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ადრე 2012 წლამდე თუკი ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ფულს რაღაცა გარემოს დაცვით თემებზე ხარჯავდნენ და სხვა არაპოლიტიკურ საკითხებზე, ამის შემდეგ მათი პოზიციები და დამოკიდებულებაც სრულიად შეცვლილია. მათ აქვს ისეთი პროქტები, რომელიც ან ანტიხალხურია ან კიდევ ანტისახელმწიფოებრივია, რისი დამალვაც უნდათ და, ძირითად, თანხებსაც სწორედ ამ მავნებლობისთვის ხარჯავენ.

„ცხრილები რომ აქვთ, იმ მიზნობრიობაში რა უწერიათ? ბევრი ეჭვი გაჩნდა და ფაქტია, რომ უმეტესობის საქმიანობა შავბნელ პროექტებთან არის დაკავშირებული. ამ კრიტიკის მოხსნა თავისუფლად შეუძლიათ, თუ რეალურ პროექტებს გვაჩვენებენ, რაში იღებენ ფულს და რაში ხარჯავენ. ფაქტია, რომ ამ არჩევნებისთვის იტენსიურად ემზადებიან. ეს ხალხი სწორედ ამ მავნებლური საქმიანობისთვის მალავს ფულს. ეს არჩევნები საქართველოს ისტორიაში უნიკალურია, რადგან ელექტრონული წესით პირველად ჩატარდება. შესაბამისად, ეს აპარატურა, რომელიც ევროპული წარმოებისაა, საკმაოდ გამართულია. ცესკომ არაერთხელ ჩაატარა პრეზენტაციები მის ორგანიზაციასა და უწყებებში. ამიტომ შეუძლებელია იმ აპარატზე რომელიც არც ინტერნეტთან არ არის შეერთებული, ვთქვათ, რომ გაყალბდა ან მიიტაცეს. ჩემი ვარაუდით, ალბათ, ძველ სცენარს გაითამაშებენ ისევ და საარჩევნო უბნებთან ეცდებიან რაღაცა არეულობის, დაპირისპირების მოწყობას. აქ უფრო „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები იაქტიურებენ. მერე იტყვიან, რომ ეს არჩევნები ქაოტური იყო და ხელისუფლებამ ვერ ჩაატარა“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ეს ფული, რომელიც მათ აქვთ, სჭირდებათ იმისთვის, რომ მედიაში შეუკვეთონ საკუთარი თვითრეკლამები, საეთერო დრო მოიპოვონ. აბაშიძე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული შეკვეთილი და ბინძური პასკვილები უცხო ენებზე გამოაქვეყნონ.

„ყველა მეთოდს და საშუალებას ვუშვებ იმიტომ, რომ ძალიან სასოწარკვეთილები არიან. ხედავენ, რომ ყველა გამოკითხვით რეიტინგი არა აქვთ. მაშინ რა უნდა გააკეთონ? დაიწყებენ ამ არჩევნების დელიგიტიმაციის გამოცხადებას. ვითომ უკანონო და გაყალბებული არჩევნები იყო. არ არის გამორიცხული, რომ მათ ხელი შეუწყონ გარკვეულმა უცხოურმა პირებმა, რომელთა უსაფუძვლო კრიტიკა მედიაში გვესმის, ეს იქნებიან ევროპარლამენტარები, თუ ცალკეული ექსპერტები უცოხეთიდან, რომ ფონი შეუქმნან, ვითომ რუსული არჩევნები იყო და ა.შ. მთელი ღონისძიებების კომპლექსი აქვთ შემუშავებული და ამ დამალულ 70 მილიონს, რომელზეც ხელისუფლება საუბრობს, რა თქმა უნდა, წინასაარჩვენოდ გამოიყენებენ. ბუნებრივია, ამის პრევენცია მოხდება იმით, რომ რაც შეიძლება უბანზე მეტი ხალხი მივიდეს. ამიტომ ამ ხალხს დებოში და დაპირისპირება საარჩევნო უბნებზე არ უნდა გამოუვიდეს“, - ამბობს აბაშიძე.

თბილისის საკრებულოს წევრი ლადო ბოჟაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ნიკა გვარამიამ უკვე დაადასტურა, დონორებისგან მიღებული გრანტის ფაქტი, მაგრამ ეს არ არის მიზნობირივი. უბრალოდ, თანხა მიიღო და თავად უნდა გადაწყვიტოს რაში დახარჯოს.

„ამ ტიპის კანონი ძალინე ბევრ ევროპულ ქვეყანაშია უკვე და კიდევ ძალიან ბევრში იქნება. ჩვენ თუ ვახსენებთ იგივე „ფარას“ ამერიკულ კანონს, აქ ჯერ იყო ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, შემდეგ საბჭოთა კავშირზე, მიუხედავად მათი დაშლისა, ამერიკამ ეს კანონი არ გააუქმა და პირიქით, უფრო გააფართოვა. იქ შედის, როგორც სამოქალაქო სექტორი, ასევე მედიაც. „ფარას“ დამსახურებით გავიგეთ, ზუსტად, საქართველოში მოპარული მილიონები როგორ გადაუხადა სააკაშვილმა და მისმა ოჯახმა კონკრეტულ ლობისტებს. მერე კეზერაშვილი როგორ ცდილობდა „ფორმულას“ მეშვეობით ამ გავლენების გაძლიერებას.

რა თქმა უნდა, ესენი ამერიკის წინააღმდეგ მიმართული არ იყო, ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, მათ აინტერესებდათ გარედან შემოსული ფული სად წავიდა და რას ხმარდებოდა. მაგიტომაც უნდა გავარკვიოთ, ვინ არიან მიმღებები და რაში იყენებენ. ავსტრიამ მიიღო 2018 წელს ასეთი კანონი, 2016 წელს ისრაელმა მიიღო, საფრანგეთმა მიიღო ახლა. საფრანგეთს შეუძულია კონკრეტული ანგარიშებიც კი გაყინოს თუ დარწმუნდა რომ ეს მიზნობრივად არ იხარჯება. ამ ხალხს, რომელიც ამ კანონს რუსულს ეძახის, არც რუსული კანონი აქვთ წაკითხული და არც ქართული“, - ამბობს ბოჟაძე.

მისივე თქმით, რუსულ კანონში ყველამ კარგად იცის, რომ იგი ვრცელდება ფიზიკურ პირებზეც, ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იმ ორგანიზაციების აკრძალვას, რომლებიც კანონს დაარღვევენ. არადა ქართულ კანონში მსგავსი არაფერია.

„ამ ხალხის საქმიანობის 20%-ზე მეტს რომ ვიღაცა აფინანსებს, ხომ უნდა გავიგოთ რატომ. ეს ხალხი გიჟი ხომ არ არის ამ ფულს ისე ყრიდეს, რაღაცა მიზანი მათ ხომ ამოძრავებს. ეს მიზანი ხელისუფლებამ არ უნდა გაიგოს?! აქ არ არის საუბარი „იუესაიდზე“ და სხვა დონორ ორგანიზაციებზე. „ისფედის“ მაგალითი ავიღოთ, დონორმა დააფინანსა ორგანიზაცია არჩევნებს დააკვირდითო. პარალელური დათვლა ჩაეტარებინათ და გვცოდნოდა რა შედეგებით დასრულდა არჩევნები, ემთხვევოდა თუ არა ოფიციალურ შედეგებს. აღმოჩნდა, რომ არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ დათვლა გაყალბდა.

მიზეზი ის იყო, რომ ოპოზიციას ეს ეფრიალებინა და ეთქვა, რომ არჩევნები გაყალბდა და არ შევალთ პარლამეტშიო. როდის „აღიარა“ ეს შეცდომა ამ ორგანიზაციამ? - ეს მოხდა 11 დეკემბერს, როცა მთელ მსოფლიოს აჩვენეს, რომ პარლამენტში მხოლოდ „ოცნება“ იყო შესული. დონორმა ამ კომპანიას შეუწყვიტა დაფინანსება? - არა, ისევ აგრძელებენ საქმიანობას. ახლა მაინტერესებს, 2024 წელს ისევ აპირებენ პარალელური ხმების დათვლას? ისევ უნდათ, რომ ბათილებიდან დაგვითვალონ და ქვეყანაში პორცესები დაძაბონ?“, - კითხვას სვამს ბოჟაძე.