„მათ შეუძლიათ გაგვიტანონ იმდენი, რამდენსაც შეძლებენ, მაგრამ ჩვენ მათ გავუტანთ აუცილებლად იმდენს, რამდენიც საჭიროა“

„მათ შეუძლიათ გაგვიტანონ იმდენი, რამდენსაც შეძლებენ, მაგრამ ჩვენ მათ გავუტანთ აუცილებლად იმდენს, რამდენიც საჭიროა“

აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის მსგავსი არ არის. რობინ დანიგანი შეშფოთებულია, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამოიწვევს. ელჩის განცხადებით, ძალიან ამაყია იმ დახმარებით, რომელიც აშშ-მა საქართველოს გაუწია, ასევე, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებით, რომლებმაც ეს დახმარება განახორციელეს.

„ამიტომ, თქვენ საკუთარ თავს უნდა კითხოთ, როცა თქვენ კანონპროექტი გაქვთ, რომლის შესახებაც თქვენმა დასავლელმა პარტნიორებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს, მაგრამ თქვენი ოკუპანტი მას მიესალმა, თქვენ უნდა იკითხოთ, არის თუ არა ეს კარგი თქვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადო, რომ ეს კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის მსგავსი არ არის.

აშშ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლს და იმას, თუ როგორ ეხმარებიან ისინი ჩვენს ქვეყანას, მიესალმება. ჩვენი კანონი მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით და ინტერესებით ლობირებისთვის თანხას იღებენ, უნდა დარეგისტრირდნენ. ძალიან განსხვავებული კანონია“, - განაცხადა რობინ დანიგანმა.

ამერიკელმა დიპლომატმა თავისი განცხადებით მხარი დაუჭირა რადიკალურ ძალებს, რომლებიც ქვეყანაში რადიკალურ პროცესებს ლობირებენ და შესაბამის დაფინანსებას ღებულობენ უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან. ელჩი ამბობს, რომ კანონპროექტი ამერიკული არ არის, მაგრამ ვერ ამობობს, რომ რუსულია, რადგან რუსული და ამერიკული კანონი არის ბევრად მკაცრი, ვიდრე საქართველოს შემთხვევაში წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც ა-ო-ს აძლევს ლავირების საშუალებას.

პროცესების რადიკალიზაციას მხარს უჭერს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, რომლის განცხადებით, ახლა მუდმივი აქციების მიზანი არა მხოლოდ ევროპისკენ სიარულია, არამედ, ზოგადად, საქართველოს ყოფნა-არყოფნა.

„ჩვენ გვაბარებენ, მაგრამ ჩვენ არ ჩავბარდებით! მივესალმები თავისუფალი მარშის მონაწილეებს. მე ადრე ვთქვი, რომ საქართველოში რუსული დივერსიული ჯგუფებია შემოსული და აი, ამის დასტურიც მივიღეთ ისნის ტერაქტის სახით, რომლის სამიზნე იყო კოდორში რუსული სპეცრაზმის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ოფიცერი. ამავე დღეებში რუსეთმა ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან „საზღვრის დელიმიტაცია“, მოაწეროს მათთან ხელშეკრულებას ხელი და, პრაქტიკულად, აღიაროს მათი „დამოუკიდებლობა“. დამატებით, ისევ გამოაგორეს „რუსული კანონი“. ამ ყველაფრის შემაკავებელი ხალხმრავალი აქციებია. ამ ბრძოლაში არ უნდა დავიღალოთ“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილის მსგავსად, რადიკალიზაციას მხარს უჭერს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომლის განცხადებით, ოპოზიციას აქვს ზედმეტი დამოკიდებულება პარტნიორებზე, თუმცა ამბობს, რომ მათთან უნდა ითანამშრომლონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტაქტიკურ ნაბიჯებში მიყვნენ. მარგველაშვილის თქმით, პროტესტის ტალღა უნდა აგორდეს, შემდეგ ეს მუხტი შენარჩუნდეს და მოხდეს რადიკალიზაცია.

„რამდენადაც არ უნდა სცადონ საერთაშორისო პარტნიორებმა, რომ სიტუაციის დამშვიდდეს, ეს შეცდომა დაშვებული აღარ უნდა იყოს. დღეს მუხტის დაგდხება არის აბსოლუტურად დანაშაულებრივი და არჩევნების წაგების ტოლფასი. შარშან რომ გამოვდიოდი ამ მოწოდებით, ოპოზიციის ლიდერები ისე რიხიანად დამესხნენ თავს, ახლა დიალოგის დროა, გასაგები იყო, რა ემოციაც ჰქონდა ბევრ მათგანს. დღეს ამ მუხტის დაგდების ტენდენცია თუ წავა, არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის პოლიტიკის ანა-ბანა.

ჩვენი პარტნიორები შეეცდებიან, რომ, მოდით, სიმშვიდისკენ მოვუწოდოთო. ჩვენ ამ მუხტს ვიწყებთ და ვამთავრებთ არა საკომიტეტო მოსმენებში, არამედ ვამთავრებთ არჩევნებზე მოგებით ან არადა, ვაღრმავებთ საბჭოთა საქართველოს რეალობას. გამოსავალი არის მაქსიმალური რადიკალიზაცია და საკითხებისთვის თავის სახელის დარქმევა. ეს არ არის ყოველთვის ქუჩა, ეს არის არათანამშრომლობა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

„ხალხის ძალის“ წევრის, ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე პრეზიდენტი, რომელსაც პოლიტიკური ავიტამინოზი აშკარად დაეტყო, შარშანწინ, უკრაინაში ბანერის დასაჭერად 10 ათასი დოლარი მოითხოვა, საინტერესოა წელს ტარიფს აუწევს, თუ პირიქით. მისი თქმით, „ელიტარულ პროსტიტუციაზე“ სმენია, მაგრამ ამ ფენომენს პოლიტიკურ ველზე საქართველოში უკვე ბოლო 10 წელია აკვირდება.

„სუტენიორებზე მეტად დამოკიდებულები ნუ იქნებითო - პროფესიული გამოცდილების კვარცხლბეკიდან მოძღვრავს ის თავისი პოლიტიკური საროსკიპოს კოლეგებს. სუტენიორებმაო - ხელის მოქნევაც იციანო და თანხების მოტეხვაცო. რასაც „მამაშები“ გვიბრძანებენ - ყველაფერს არ უნდა ავყვეთო! ბავშვობაშიო, ფილმი „სპარტაკი“ მაქვსო ნანახიო - არა, მოსკოვის არაო, მგონი რომის „სპარტაკი“ იყო. მანდ მონები აუჯანყდნენ თავის პატრონებსო - მიმართეს პროტესტის რადიკალიზაციასო და გაიმარჯვეს!

მართალია, როსკიპების ჯანყზე ფილმი არ მინახავსო, მაგრამ შარშან ამსტერდამში მათ სერიოზული ტალღა ააგორესო! ამ ტალღას ბერლინელი „პროსტიტუტკების“ აქციებიც მოჰყვა. შემოსავლების გამჭვირვალობა მოუნდომეს იქაც, ჩვენსავით. ჩაშილაფლავდნენ! გამოუვიდათ მათ - გამოგვივა ჩვენცო“, - აცხადებს ქართველიშვილი.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ეს არის გამჭვირვალეობის, ქართული, ეროვნული კანონი, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს ქვეყანაში შავი ფულის უკონტროლოდ მოძრაობას, მით უმეტეს იმ შავი ფულის, რომელიც ხმარდება ქვეყანაში არეულობას, სახელმწიფოებრიობის დასუსტებას და სუვერენიტეტის მოსპობას.

„ეს არის ის ჩვენი საარჩევნო დაპირება, რომ როგორც კი „ხალხის ძალა“ მოხვდება მომდევნო მოწევის პარლამენტში, ერთ-ერთი პირველი ინიციატივა დაკავშირებული იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან ასიმილებული ძალების საპარლამენტო საგამოძიებო საკომისიო გზით გასამართლებაზე. ეს არის ჩვენი დანაპირები, რომ პარლამენტის კედლებიდან ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ სახელმწიფოს ღალატის მუხლს.

ოქროს ხანის ბრაზილიის ნაკრების ჰქონდა ასეთი გამონათქვამი მოწინააღმდეგესთან მიმართებით - „მათ შეუძლიათ გაგვიტანონ იმდენი, რამდენსაც შეძლებენ, მაგრამ ჩვენ მათ გავუტანთ აუცილებლად იმდენს, რამდენიც საჭიროა“. ამიტომ, მე მათ გეგმებში შესვლას საერთოდ არ ვაპირებ. მაინტერესებს ჩვენი გეგმები.

ჩვენი, ანუ ხელისუფლების და „ხალხის ძალის“ გეგმები, რომელიც გაცხადებულია, დეკლარირებულია, უკან არც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ, ბოლომდე იქნება მიყვანილი ის დანაპირები და ეს არის ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა, რომელიც შეეხება 10-ზე მეტ ნორმატიულ აქტს, კანონს და მოიცავს ძალიან ფართო სპექტრს იმისა, სად შეძლება ამ პროპაგანდამ იჩინოს თავი და ეს არის გამჭვირვალეობის, ქართული, ეროვნული კანონი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

ანალიტიკოსის ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, ამ განცხადების ავტორია არა მარგველაშვილი, არამედ მისი პატრონები, რადგან მისი თქმით, მარგველაშვილი იმდენად მშიშარაა, რომ მას ასეთი მკვეთრი განცხადების თავი არ აქვს.

„ასეთი განცხადების გაკეთებას ვაჟკაცობა უნდა, რომელიც არც მას გააჩნია და არც მის პატრონებს. გააჩნიათ მხოლოდ ფული, რომელსაც მასობრივად აწვდიან ამ ვიგინდარებს, საქართველოს მოღალატეებს. სახარებაშია ნათქვამი, რომ ღორებს მარგლიტებს ნუ დაუყრითო. მოხდა შეცდომა, როდესაც ამ ღორებს მარგველაშვილს და ზურაბიშვილს ქართველმა ხალხმა დავუყარეთ მარგალიტები და აღმოჩნდა ის, რაც აღმოჩნდა. ამათმა გარე პატრონებისგან მიიღეს დავალებებები. ვინაიდან ხედავენ, რომ აქციაზე ხალხი არ გამოვიდა, ვინც გამოვიდა ისინიც მათი პარტიის წევრები და ის ენჯეოშნიკები იყვნენ, უმეტესობამ არც იცოდა რას აპროტესტებდნენ. ვერ აღწევენ ვერავითარ წარმატებას თავისი ბნელი ზრახვების განხორციელებაში. ამიტომ, მიღებულია დავალება, რომ მათ აუცილებლად უნდა მოახდინონ ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არაეულობა, რაც უკვე დადასტურებულია და წარმოაჩინა მეორე უმადურმა ღორმა ზურაბიშვილმა. მათი მიზანია სახელმწიფო გადატრიალება, მაგრამ გაშიფრული არიან. აუცილებლად დაღუპვა და დახრჩობა ელოდებათ, ხოლო ქართველ ხალხს ახალ-ახალი გამარჯვება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

trampi ოოოოო..............................როგორ მიყვარს ამერიკაა
ნახეთ ნახეთ რა დღეშია დეგნარის შემცვლელი................... დაგნარი
არადა ორივე ერთი ხუხუა
ნეტა ვინმე თუ უთარგმნის----- თუ როგორ მიყვარს ამერიკა

პუტინის ფულებიო................არადა რაში და რატო დახარჯავს პუტინი ფულებს . მთელი ამერიკის საელჩო პუტინზე მუშაობს ---- ანუ პუტინისაგან იღებენ ფულებს
მოკლედ დებილების პარადია------------------ მაგათზე დებილი ნაროდი უბრალოდ არ გამიგია
3 კვირის უკან
Aburjga Tasmanieli გაიხრწნა აშშ, პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით აყროლდა! ისეთი სიმყრალე დადგა დედამიწაზე, რომ 10 ათასობით კილომეტრზეც კი ვიხრჩობით ამ სიმყრალისაგან! ეს რა უბედურებაა, რა გოგირდის, წუნწუხის სუნი დააყენბეს ყველგან ამ ეშმაკის ნაშიერებმა?!
3 კვირის უკან