ამერიკის განცხადება გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, მოზომილია - დანიგანმა მმართველი ძალისგან მადლობაც კი დაიმსახურა

ამერიკის განცხადება გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, მოზომილია - დანიგანმა მმართველი ძალისგან მადლობაც კი დაიმსახურა

შეცვალა თუ არა ემერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციამ საქართველოს ხელისუფლების მიმართ პოლიტიკა და რატომ განსხვავდებოდა წლევანდელი გამოხმაურება გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით შარშანდელისგან? ეს თვალში საცემი განსხვავება კანონის ხელახლა დაინიცირების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადებაში იკითხება. მეთიუ მილერი, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, აცხადებს: „ვნახეთ ცნობები, რომ ისინი, პოტენციურად, კანონპროექტის მიღებას განიხილავენ და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროდ გამოეცხადებინა თავიანთი ევროპული ამბიციების შესახებ და უარყვეს ამ კანონის მიღება. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა“.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. პირველ რიგში, იმას, რომ ქვეყანაში ახალი ამერიკის ელჩი გვყავს, რომელიც წინასგან განსხვავებით ბევრად კონსტრუქციულია და ქვეყნის შიდა საქმეებში არ ერევა და ბევრი რამ მის მოხსენებაზეა დამოკიდებული, რომელსაც ის ვაშინგტონში აგზავნის. ასევე, ამ ერთი წლის განმავლობაში გეოპოლიტიკურად სიტუაცია კიდევ შეიცვალა და, დიდი ალბათობით, ამერიკას საქართველოსთან ურთიერთობის გამწვავება აღარ უნდა.

„ევროპისა და შეერთებული შტატების განცხადებები, შარშანდელთან შედარებით, გაცილებით მოზომილი იყო“, - აცხადებს უმრავლესობის ლიდერი.

მამუკა მდინარაძე შეერთებული შტატების ელჩს მადლობას უხდის და ამბობს, რომ მისი განწყობა ორ ქვეყანას შორის მეგობრობას შეესაბამება.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც უზრუნველყო, რომ, შარშანდლისგან განსხვავებით, აბსოლუტურად განსხვავებული და აბსოლუტურად სხვა რიტორიკაა წელს. მინდა, პერსონალურად მადლობა გადავუხადო ქალბატონ დანიგანს, რადგან, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ვნახეთ, როგორი მოზომილი განცხადება გააკეთეს აშშ-ის წარმომადგენლებმა“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ აშკარად ჩანს ოფიციალური ამერიკის პოზიცია აღარ არის ისეთი ხისტი, როგორიც შარშან იყო. აბაშიძე ამბობს, რომ მაშინ ამ ფაქტს საგანგებო განცხადებები მიუძღვნეს, ხოლო ახლა, როდესაც ეს განცხადება ხელისუფლებამ გააკეთა, ვაშინგტონიდან მთელი დღის განმავლობაში არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა.

„სახელმწიფო დეპარტამენტში ამაზე მხოლოდ ყოველდრიურ ბრიფინგზე გაკეთდა განცხადება, ისიც ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. პრეს-სპიკერმა ძალიან თავშეკავებული განცხადება გააკეთა და საერთოდ არ გავდა წინა წლის გამოხმაურებებს. თუმცა არ დაგვავიწყდეს ვაშინგტონისგან განსხვავებით ბრიუსელიდან გამოხმაურება უფრო მწვავე იყო, თუმცა ესეც არ არის ისეთი, როგორც შარშან ხდებოდა. მე, პირადად, დამრჩა შთებეჭდილება, რომ ამერიკამ კულუარულად თუ არაკულუარულად, ეს მისია ბრიუსელს დააკისრა.

შესაძლოა, ეს იმის გამო, რადგან მას საქართველოსთან შემდგომი ევროინტეგრაციის ეტაპებთან დაკავშირებით ნაბიჯები აქვს გადასადგმელი. მანამდე იყო ასევე რამდენიმე კონგრესმენის და ევროპარლამენტარის განცხადებები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტებად მიიჩნევიან. ასევე ისიც გავითვალისწინოთ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა მსოფლიოში, მათ შორის ევროპაშიც. ევროკავშირი უკვე ინტენსიურად იხილავს უცხოური გავლენების აღმკვეთ ღონისძიებებს საკანონმდებლო დონეზე. ეს ევროპამ დეკემბერში განიხილა, როგორც ერთ-ერთი საშიშროება, ივნისში დაგეგმილი არჩევნების წინააღმდეგ. ეს ინიციატივა განსახილველად მაგიდაზე დევს და ეს ინიციატივა იმის მსგავსია, რასაც „ოცნება“ ამ კანონპროექტის სახით მიიღებს“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ამერიკის დეპარტამენტის განცხადებებზე გავლენა, დიდი ალბათობით, ახალმა ელჩმაც მოახდინა, რომელიც წინა ელჩის, კელი დეგნანისგან განსხვავებით ძალიან კორექტულია და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ერიდება.

„რასაკვირველია, ელჩის როლი არ შეიძლება გამოირიცხოს და დაკნინდეს ხოლმე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში. გავიხსენოთ ის, რასაც ქალბატონი დეგნანი აკეთებდა. ის, მე მგონი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებზე მეტ განცახდებას აკეთებდა ყველა თემაზე, რომელიც მისი კომპეტენციის საგანი საერთოდ არ იყო. ეს მავნე პრაქტიკა ახალი ელჩის დანიგანის ჩამოსვლის შემდეგ შეიცვალა. მე მგონი ვაშინგტონში მიხვდნენ, რომ არ შეიძლება სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ყველაფერზე კომენტარის გაკეთება, დიპლომატის საქმე და კომპეტენცია არ არის. ჩვენ ვნახეთ, რომ უკვე ახალი ელჩი არ იქცევა ისე უსაქციელოდ, რასაც დეგნანი აკეთებდა.

ვფიქრობ, ვაშინგტონში დაინახეს ქართველი ხალხის რეალური განწყობა და სწორედ ელჩის დახმარებით, ვფიქრობ, მათ ქვეყანაში არსებული რეალური ინფორმაცია მიიღეს. სწორედ ელჩზეა დამოკიდებული, თუ აქედან რა პოლიტიკური რეპორტი გაიგზავნება დედაქალაქში. ბუნებრვია, ამა თუ იმ პერსონის პირადი დამოკიდებულებები, ყოველთვის ჩანს ნებისმიერ ანგარიშში. ვიმედოვნებ, რომ ამერიკის პრაგმატული პოლიტიკა, რასაც ხალხის უმრაველსობის განწყობების ანალიზი ქვია, ასე გაგრძელდება უახლოეს მომავალში“, - ამბობს აბაშიძე.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ამბობს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ვაშინგტონის დამოკიდებულება და შეხედულებები საქართველოს შიდა პოლიტიკის მიმართ, როგორც ჩანს, შეცვლილია. ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ელჩი დეგნანის დახმარებით, წინა წელს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ე.წ. რუსული კანონის აფერა მშვენივრად გაყიდეს. ახლა ეს ვეღარ შეძლეს, ამიტომაც რიტორიკაც ამერიკიდან სრულიად განსხვავებულია.

„წარმოუდგენელია ისევ იგივე ნარატივი შემოაბრუნო და ასე ხელაღებით ისაუბრო იმაზე, რომ ეს ე.წ. რუსული კანონია. უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საუბარი ხალხთნა ძალიან სწორი კომუნიკაციით დაიწყო. ამიტომ ახლა ძალიან რთულია ისევ იგივე კამპანიის წამოწყება. თუმცა, მე არ გამოვრიცხავ, რომ ამერიკა მაინც ელოდება ქართველი ხალხიდან რა რეაქცია წამოვა. ამ ეტაპზე თავის შეკავება არაა გამორიცხული ამასთანაც იყოს დაკავშირებული. ამის შემდეგ, შესაძლოა, განცხადებები ან გაამძაფრონ ან უფრო კიდევ შეარბილონ. თუმცა ფაქტი ერთია, რომ განცხადება მოზომილი იყო, სადაც არც შამფურის და არც მწვადის დაწვის მცდელობა იყო.

როგორც ჩანს, ამერიკაში საქართველოსთან დაკავშირებით რაღაცეები გადაფასებულია და მწვავე განცხადებებს მოერიდნენ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირზე გადაიტანეს ეს პასუხისმგებლობა და შესაძლოა, მიაჩნიათ, რომ იქიდან უფრო მეტი მკაცრი განცხადებები უნდა წამოვიდეს. ბევრი რამ კიდევ უფრო გამოჩნდება. თუმცა ახლა გარკვეული თავშეკავება ადმინისტრაციის მხრიდან ჩანს. დეგნანმა ლომის წილი შეიტანა იმ ინსიუნაციაში, რაც შარშან იყო, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ რიტორიკის ცვლილება ახალი ელჩის პოლიტიკამაც განაპირობა, რომელიც ბევრად მოზომილია“, - ამბობს ქადაგიძე.

 

 

 

trampi მეტი რა გზა ააქვთ--- ბომბას ვერ დაგვკრავენ.....მეგობრები ვართ..(.ისემც კოლუმბი ქუნემ)
სხვანაირად კიდევ მთლად დაგკარგავენ...აქ ეხლა ჭკვაზეა საქმე...(რომელიც კოლუმბს საერთოდ არა აქვს, უფრო სწორად არა სჭირდება ხოლმე )
ვნახოთ .................. ნაცარქექია ჩვენი დაწერილია
3 კვირის უკან