„ოპოზიციაში იმხელა ამბიციების მქონე ხალხია, ზურაბიშვილს ლიდერად არავინ აღიქვამს, თუმცა მას ეს უნდა და ამის მაგალითია მისი განცხადებებიც“

„ოპოზიციაში იმხელა ამბიციების მქონე ხალხია, ზურაბიშვილს ლიდერად არავინ აღიქვამს, თუმცა მას ეს უნდა და ამის მაგალითია მისი განცხადებებიც“

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ოცნება“ გამჭვირვალობის კანონს შეცვლილი ფორმით უკან აბრუნებს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას ერთი დროშის ქვეშ გაერთიანებისკენ მოუწოდა, თავი კი მედროშედ გამოაცხადა. ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება არაევროპულია, ამიტომ ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა დაიწყონ გამსხვილება და მას სათანადო პასუხი არჩევნებზე გასცენ. ეცდება თუ არა ოპოზიცია ამ კანონპროექტის ისევ პოლიტიკური მღელვარების მიზეზად გამოყენებას და რა როლი დაეკისრება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს?

მმართველ გუნდში ზურაბიშვილის განცხადებას უკვე უპასუხეს და მას ანტიეროვნული, ანტიევროპული, ანტიქართული უწოდეს. მათი თქმით, დიდი ხანია ზურაბიშვილი ქართველი ხალხის ინტერესების გამომხატველი აღარ არის. „ოცნებაში“ ამბობენ, რომ მისთვის მთავარია, საკუთარი პატრონების წინაშე ვალი მოიხადოს და მათთვის მაამებელი განცხადებები გააკეთოს.

ხელისუფლება სვამს კითხვას, რატომ არის პრობლემა, წელიწადში ერთხელ დეკლარაციის შევსების ვალდებულება? ამ კითხვაზე ოპოზიციას პასუხი არ აქვს. ნაწილი კანონის მიღებას კვლავ კატეგორიულად ეწინააღმდეგება და რუსულს ეძახის, თუმცა ამის დამადასტურებელი არგუმენტები ვერ მოჰყავს. მეორე ნაწილი კი ინიციატივის დეტალურად შესწავლამდე კრიტიკისგან თავს იკავებს.

გამჭვირვალობის კანონს ე.წ რუსული კანონი ოპოზიციამ ჯერ კიდევ პირველად ინიცირების დროს დაარქვა და საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, ეს ტერმინი საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად გამოიყენა. კანონმდებლებისთვის გაუგებარია რატომაა რუსული წლიური დეკლარაციის შევსება, თუკი შემოსავლების მიზნობრიობა გამჭვირვალეა.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი კი ამბობს, რომ არჩევნები მოდის და ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის, თუ რა არის რეალური ციფრები. პრეზიდენტის მტკიცებით, მმართველმა გუნდმა იცის, რომ არც კონსტიტუციურ უმრავლესობაზე საუბარი, არც მიშას დაბრუნების შიში მათ ვერ უშველით და ეს ყველაფერი უკვე მითებია.

„რელობა არის ასეთი, ქვეყანაში არის დიდი უმრავლესობა, რომელმაც იცის, რა უნდა და უნდა ამ ქვეყნისთვის დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი. ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე და ამისთვის დიდი მობილიზაცია არის საჭირო. ამისთვის არც უიმედობა, დეპრესია, პესიმიზმი და არეულობა არაა საჭირო. აქ აუცილებელია მომზადება და მომზადება იქნება, რომ ყველა არჩევნებზე ერთი, ევროპული დროშის ქვეშ გავიდეთ“, - ამბობს ზურაბიშვილი.

მისი თქმით, რამდენიმე პარტიით, მაგრამ ერთი დროში ქვეშ და ეს არის ევროპული დროშა, ევროპული სამოქმედო გეგმაა, რომელზეც ოპოზიციასთან ერთად მუშაობს და გაერთიანდებიან.

„ეს არ ნიშნავს პარტიების მაინც და მაინც გაერთიანებას, მაგრამ გამსხვილებას ნიშნავს. რაც მთავარია, ეს ნიშნავს საზოგადოების გაერთიანებას, ევროვნულ თანხმობას ევროპაზე. ამ დროშას მე დავიჭერ და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე. ჩვენ გავიმარჯვოთ და ევროპულმა საქართველომ. ამ გეგმებს ვერაფერს ვერ უზამს ის ხრიკები, რასაც დღეს „ოცნება“ ატრიალებს“, - ამბობს ზურაბიშვილი.

„ანტიეროვნული, ანტიევროპული, ანტიქართული“, - ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა: „სრულიად სამარცხვინო გამოსვლა ჰქონდა დღეს საქართველოს ე.წ. პრეზიდენტს. ის დიდი ხანია, საკუთარი ხალხის და ერის ინტერესს აღარ გამოხატავს. ეს იყო ანტიეროვნული, ანტიევროპული, ანტიქართული გამოსვლა, რის მიღმაც, სამწუხაროდ, ჩვენ სალომე ზურაბიშვილისგან მეტს არაფერს ველოდებით“.

მისი შეფასებით, პრეზიდენტმა 9 აპრილის თემით მანიპულირება სცადა: „ქვეყნის ინტერესები მას არ აინტერესებს, არ აინტერესებს ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა - მისთვის მთავარია, საკუთარი პატრონების წინაშე ვალი მოიხადოს და მათთვის მაამებელი განცხადებები გააკეთოს. მანიპულირება 9 აპრილით, მანიპულირება ქვეყნის ძალიან დიდი ბრძოლით, რომელმაც ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა, ეს არის სალომე ზურაბიშვილის და, ზოგადად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სტილი. ასე რომ, კარგად ჩაჯდა ზურაბიშვილი ამ სტილში“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილი ამ განცხადებით გარკვეულწილად ადასტურებს, რომ ოპოზიციის ლიდერობა სურს. საყვარელიძის აზრით, ზურაბიშვილმა იცის, რომ ოპოზიციაში არ არის პოპულარული და მას ლიდერად არავინ დააყენებს, ამიტომ ახლა ცდილობს ეს თემა კვლავ სათავისოდ გამოიყენოს და ეს განცხადებებიც ამის მანიშნებელია.

„ზურაბიშვილს არც საზოგადოებაში და არც ოპოზიციაში არა აქვს ის პოპულარობა და რეიტინგი, რის გამოც მას ვინმე ლიდერად დაიყენებს. ოპოზიციაში იმხელა ამბიციების მქონე ხალხია, რომ ზურაბიშვილს ლიდერად არავინ აღიქვამს. თუმცა მას ეს უნდა და ამის მაგალითი ეს განცხადებებიც არის. მართალია პირდაპირ ამის განცხადებას ვერ ბედავს მაგრამ შორი გზებით ამას ცდილობს.

მე არ ვფიქრობ, რომ მას ამის შანსს ვინმე მისცემს, რადგან ოპოზიციაში იმხელა დაპირისპირება აქვთ, რომ ერთიანი პოზიცია არც ევროკავშირთან დაკავშირებით არ აქვთ. ამიტომ მისი ირიბი საუბარი გასაგებია, მაგრამ რეალობაში ექნება-თქო განხორციელება, ამას ვერ ვიტყვი. ზურაბიშვილი რომ ოპოზიციის ლიდერი გახდეს, მან ამისთვის მარტო ხელისუფლება კი არ უნდა აკრიტიკოს და ერთიანობაზე მოუწოდოს ოპოზიციას, არამედ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. ეს ნაბიჯები კი მიხეილ საკაშვილის შეწყალებაა. ის ამას ვერ ბედავს, რადგან რეიტინგის კიდევ უფრო დავარდნის ეშინია. ამიტომ ახლა მიიჩნევს, რომ ამ სიტუაციის გამოყენება შესაძლებელია და ოპოზიციას მედროშეობას სთავაზობს“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ ხელისუფლება ახლა სრულიად სხვა სიტუაციაშია და მას ეს პროცესები დაზღვეული აქვს, ან გარკვეული ზურგი აქვს იმისთვის, რომ სიტუაციის გართულების შემთხვევაში ის მართოს.

„ოპოზიციას, კი ბატონო, არ აქვს პოლიტიკური რესურსი, რომ ეს დამატებით რაიმე ქუჩის აქციებში გადაიტანოს და გადაზარდოს. თუმცა, ის რომ ამის გამოყენებას შეეცდება, აქ მეორე აზრი არ არის. ამიტომ მგონია, რომ ახლა შარშანდელისგან განსხვავებით მდგომარეობა უფრო შეფასებული აქვთ, მით უმეტეს „ოცნების“ დროს მივიღეთ უკვე კანდიდატის სტატუსი. ამიტომ, ალბათ, უფრო ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურად ოპოზიციის ყულაბაში ვეღარ მოგორვდება და წინასაარჩევნოდ ამიტომ რისკავენ“, - ამბობს საყვარელიძე.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძეც ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციისთვის არ არის ის ფიგურა, რომელიც შესაძლოა რაღაცა პროცესებს სათავეში ჩაუდგეს. მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ზურაბიშვილს კი აქვს სურვილი, რომ ერთიანი ოპოზიციის ლიდერი გახდეს, მაგრამ ამის თქმას პირადპირ ვერ ბედავს. ამიტომ ახლა შანსის გამოყენებას ცდილობს, იქნება და ეს შეთავაზება თავად ოპოზიციის მხრიდან გაჟღერდეს.

„ზურაბიშვილს არა აქვს სზოგადოებში დიდი რეიტინგი, ამიტომ ის ოპოზიციას არაფერში სჭირდება. შესაძლოა, პრეზიდენტის რანგში გარკვეულწილად მის გამოყენებას არჩევნებისთვის შეეცადონ, თუმცა, როგორც ასეთი, რაიმე ერთიანი ოპოზიციის ლიდერად მოგვევლინოს, ამის ალბათობა ნაკლებია. ჩვენ ვხედავთ, რომ პერიოდულად, ზურაბიშვილი ამ ევროპულ თემას ებღაუჭება და საკუთარი პოლიტიკური რეიტინგის გაზრდას ამით ცდილობს. ოპოზიციამაც და პრეზიდენტმაც იცის, რომ თუკი ახლა ქართველი ახალგაზრდობის ქუჩაში გამოყვანა რამით შეიძლება, ეს ევროპის თემაა. ამაზე ხალხის დიდი ნაწილი იფოფრება და როგორც კი ოპოზიციას საშუალება ჩაუვარდება, ამას იყენებს. იგივეს აკეთებს ზურაბიშვილიც, მაგრამ ხალხის გამოყენებას საბოლოოდ პოლიტიკური პროცესების შემოტრიალებისთვის ვერ ახერხებენ. გვახსოვს, ალბათ, შარშან გიორგი ვაშაძე როგორ გააგდეს აქციიდან. ამიტომ ე.წ. ევროპული დროშის ქვეშ ოპოზიციის გაერთიანება ერთია და მეორე ამ დროშის გარშემო ხალხის შემოკრება. შესაძლოა, გამოსვლები იყოს, მაგრამ არა იმ რაოდენობის და სიმწვავის, როგორც შარშან იყო. სამწუხარო ისაა, რომ ბევრ ჩვენს ახალგაზდას, რომელიც აქციებზე მიდის, ეს კანონი წაკითხულიც არ აქვს. მხოლოდ ის იციან, რომ ე.წ. რუსული კანონია და სხვა არაფერი. იმედი მაქვს ახლა „ოცნებამ“ ამაზე უფრო მეტად იმუშავა, ვიდრე შარშან და რაღაცა რისკები გათვლილი აქვთ“, - ამბობს მამრაძე.

trampi აი საქართველოში რომ ყველა თამადობას იჩემებს, იმიტომ იყო მიშას მოსვლის პირველი დღიდან, ამერიკელები რომ ,,დემოკრატიულად,, გვიკიჟინებდნენ --გინდათ თუ არა ორპარტიული პარლამენტია დემოკრატიის მაჩვენებელი, პარლამენტში გინდათ თუ არა ორი პარტიაა სასურველიო
მერე იმდენი ქნეს, იმდენი, რომ მართლა ორ პარტიულამდე დაიყვანეს საქართველოს პარლამენტი
კანეშნა............ ორი პარტიის ლიდერს, ავად იქნებოდა თუ კარგად, ამერიკელები სათავისოდ(ანუ თავიაანთ ჭკვაზე სატარებლად) როგორღაც კისერს მოუგრეხდნენ (მაყუთით......მიშასავით.....თარგამაძე) ...მაგრამ წარმოიდგინეთ ჩვენი პარლამენტი რომ შევარდნაძის დრიოინდელი პირველი პარლამენტი ყოფილიყო და თანაც ყველა თამადა????(იყვნენ კიდეც) როგორია??? ყველა პარტიის თავჯდომარესთან საქმის მოყომარება ვიღაცისგან ხომ მაინც გაუბაზრდებოდათ და მათი საქმენი საგმირონია ხომ უფრო ადვილად გახდებოდა საქვეყნოდ ცნობილი ??
...ჰოოდა იმიტომ ერჩივნათ და ურჩევნიათ საქართველოში ორპარტიულობა.........ორი კაცის დაკერვა უფრო ადვილია, ვიდრე ბევრი თამადისა....
ისე ბოლო ხანებში თავიაანთი ფოკუსები რომ აღარ გამოსდით წაიბურტყუნეს კიდეც....... ორპარტიულობამ საქართველოში ვერ გაამართლა მრავალპარტიული პარლამენტი უნდა იყოსო.....
,,ხალხის ძალამ,, ჩაუჯვათ გეგმებში-- მაგათი ჩათლახობები გაუბაზრეს და ეხლა იმიტომ იძახიან მასე
ზუსტად იმიტომ უნდათ მაჟორიტარულის გაუქმებაც.... ჯერ ისედაც რა არი და მერე??? წადი და შეაყარე მერე ცერცვი კედელს, პატრონს საერთოდ ვეღარ იპოვნი
ეხლა მაჟორიტარს მიუვარდები მაინც ...დედის პრჭჭწ ვაგინებ მაინც ...მერე ვის რა ვუთხრა??
ანუ ხალხი მერე იქნება მხოლოდ საარჩევნო ხმა --ისიც ერთი დღით მხოლოდ
ისედაც ხომ განგალი განგალი აქვთ და მერე საერთოდ .................შენ დაუკა . წავიდააააა....
3 კვირის უკან