რატომ არ სურს ოპოზიციას და მათთან აფილირებულ ენჯეოებს საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობა

რატომ არ სურს ოპოზიციას და მათთან აფილირებულ ენჯეოებს საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობა

რატომ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია საკუთარ „ენჯეოებთან“ ერთად საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობა ქვეყნისთვის საფრთხედ წარმოაჩინონ? ისინი თავს ესხმიან საქართველო - ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და ახალ ისტორიულ ეტაპს ანტიპროპაგანდით ებრძვიან.

იმის ნაცვლად, ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორმა პასუხები გასცეს რაში ხარჯავს უცხოურ ფულს, საზოგადოების იმაში დარწმუნებას ცდილობს, რომ ქვეყანას ერთი სტრატეგიული პარტნიორი უნდა ჰყავდეს, ამ პარტნიორს კი არაფერი უნდა მოვთხოვოთ და დავკმაყოფილდეთ მხოლოდ იმით, რასაც თავად შემოგვთავაზებს. შესაბამისად, ქართული არასამთავრობოები რომ არ გავაბრაზოთ, საქართველომ არ უნდა ითანამშრომლოს მათთვის მიუღებელ ქვეყანასთან. საინტერესო ისაა, რომ ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა აქვს, როგორც ამერიკას, ასევე ევროკავშირს.

ანტიჩინური გამოსვლებით, განსაკუთრებით, ტაივანიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი თინა ხიდაშელი აქტიურობს. ყოფილი თავდაცვის მინისტრი. სტატიის სპონსორი კი „ზინქ ნეთვორქია“, „ისფედის“ ყოფილი თანამშრომლის, მიხეილ ბენიძის სამსახური. თინა ხიდაშელის ანტიჩინური განწყობით გაჯერებული ინტერვიუ ერთ-ერთ ონლაინ გამოცემაში გამოქვეყნდა. ტაივანიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე გაურკვეველი წიაღსვლებით ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობას ეჭვქვეშ აყენებს და გაუგებარი ანალიტიკით საზოგადოებას ქვეყნის საწინააღმდეგო გზავნილებს აწვდის.

თინა ხიდაშელი, ტაივანურ ფონდებთან თანამშრომლობას ადასტურებს, თუმცა ტაივანის მთავრობისგან დაფინანსებას უარყოფს, მიუხედავად იმისა, რომ მისი დონორი ორგანიზაცია დაფინანსებას სწორედ ტაივანის ბიუჯეტიდან იღებს. ტაივანის დემოკრატიის ფონდს, რომელიც ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფუძნებულია, პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობენ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი კი ამტკიცებს, რომ ის კერძო, დამოუკიდებელი ორგანიზაციების პარტნიორია.

„ქართული ოცნება“ ხიდაშელის მოსაზრებების მიღმა მისი დონორების მიზნებს ხედავს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ცდილობს, ტაივანური დაფინანსების გამო, საქართველოში ანტიჩინური განწყობები გააღვივოს.

„ქართული ოცნებისთვის“ ხიდაშელის განმარტება აბსურდულია. მმართველ პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებები ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის წინააღმდეგ ტაივანური დონორების - მისი დამფინანსებლების ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამას მმართველი პარტია ანტიჩინურ კამპანიად და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებად აფასებს.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ამბობს, რომ ბევრ საერთაშორისო აქტორს საქართველო - ჩინეთის ურთიერთობა არ აწყობს. ანალიტიკოსი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ამერიკის და ევროკავშირის სხავდასხვა ქვეყნების ნარატივის გამტარი  ადგილობრივი ენჯეოები არიან, რომლებსაც პირდაპირი დავალება აქვთ, რომ საზოგადოებაში ანტიჩინური განწყობები გააღვივონ.

„თინა ხიდაშელმა თავადვე აღიარა, რომ ტაივანთან ურთიერთობა აქვს. ავტომატურად გამოდის, რომ არაღიარებული ქვეყნის ინტერესების გამტარი იქნება. ჯერ ერთი, რამხელა პარადოქსია, როცა ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამას კადრულობ - ფულის სანაცვლოდ, არაღიარებული სახელმწიფოს ინტერესებს ატარებ შენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. თუ ჩინეთთან ურთიერთობიდან ვინმე ეკონომიკურდ იხეირებს, ეს საქართველოს მოქალაქეები არიან. ხიდაშელი ისევ დაბალი დონის ენჯეოშნიკად დარჩა და აკეთებს ისევ იმ საქმეს, რაც კარგად იცის. საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის მოწინააღმდეგეა ასევე ამერიკა, რომლის დაკვეთაზე ჩვენი ოპოზიცია ცეკვავს. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ასიამოვნონ და ჩვენი პოლიტიკოსები იმასაც ვერ აანალიზებენ, ამით საქართველო რომ ზიანდება. ორივე, ოპოზიციაც და ენჯეოშნიკებიც ერთხმად ცდილობენ ანტიჩინური პროპაგანდის გატარებას, თუმცა ზუსტად არ აქვთ არგუმენტები, ამას რატომ აკეთებენ“, - ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, ოპოზიციისთვის მთავარია მისი პარტნიორი იყოს ნასიამოვნები და ქვეყნის წინააღმდეგ ნებისმიერ პროპაგანდას დათანხმდებიან. ასეც იქცევინ და საინფორმაციო წყაროებით დეზინფორმაციის გავრცელებას ცდილობენ.

„ვხედავთ, ოპოზიციას რა განცხადებებიც აქვს. თითქოს ჩინეთია ის სახელმწიფო, რომელიც ჩვენს ქვეყანას რაღაცა ვალებში ჩაფლავს, ამით გამოიჭერს, ჩვენთვის უსაფრთხო არ არის მათთან ურთიერთობა და ა.შ. არადა დააკვირდით, ამერიკასთან, რომელიც ამბობს, რომ ჩვენი 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორია, როგორი ურთიერთობა გვაქვს. ის არ მიგვიჩნევს თანასწორ პარტნიორ ქვეყნად. მისთვის ვართ ქვეყანა, რომელსაც რასაც ეტყვის, როგორც ეტყვის, ის უნდა გააკეთოს. მათ სურთ ჩვენი ქვეყნის მართვა. ეს არის მათი სტრატეგიული პარტნიორობა.

აბა, ჩინეთი ვნახოთ როგორ აღგვიქვამს - გვიყურებს, როგორც ანგარიშგასაწევ ქვეყანას. როგორ დახვდნენ პრემიერ ღარიბაშვილს და რა მიღება გვქონდა. ამერიკიდან მილოცვებსაც კი ყველაზე დაბალი რგოლის ჩინოვნიკიდან ვიღებთ. ამერიკას აქვს თავისი ინტერესები. მას სურს, რომ რეგიონში მხოლოდ მას ჰქონდეს გავლენები. მისთვის ჩინეთი არის კონკურენტი ქვეყანა, რომელზეც ეჭვიანობს. თუმცა საქმე-საქმეზე რომ მიდგება, მასთან მშვენივრად თანამშრომლობენ. იგივეს აკეთებს ევოკავშირიც. მაშ, ჩვენ რატომ არ უნდა ვითანამშრომლოთ? იმიტომ, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ჩვენზე გავლენა და გვაკეთებინონ ის, რაც სურთ“,-ამბობს ქადაგიძე.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თამარ კიკნაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ჩვენი ოპოზიცია გარკვეული ძალების მიერ არის დაფინანსებული, ამიტომ ისინი ვალდებულები არიან მათი ინტერესები გაატარონ. მისი თქმით, ამერიკასა და ჩინეთს შორის ეს კონკურენცია არსებობს და ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა პირდაპირ თქვა, რომ ისინი ჩინეთის ამ პორტის მშენებლობაში ჩართვას არ მიესალმებიან.

„ოპოზიცია რომ იყოს ქართული ძალა და საქართველოს ინტერესის გამტარებელი, პირიქით, ჩვენი ხელისუფლების მრავალვექტორიან პოლიტიკას მიესალმებოდა. თუმცა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ დალაგდეს რუსეთთან ურთიერთობა, არ იყოს საქართველო ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობაში. საერთოდ, მე მგონი წინააღმდეგებიც არ იყვნენ ომში ჩავრთულიყავით. ოპოზიცია არ წარმოადგენს საქრათველოს ინტერესების გამტარ ძალას.

საქართველო ამერიკას სჭირდება იმისთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაქვს. ეს ურთიერთობები არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩვენს ინტერესებს დაიცავენ, როდესაც ამის საჭიროება დაგვიდგება. ეს ძალიან კარგად 2008 წლის ომის დროს ვნახეთ. ჩვენგან კი მოითხოვენ, რომ ვიყოთ ერთგული პარტნიორები, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩვენი ინტერესების გამატრები იქნებიან. იმაზე კი არის საუბარი, რომ ნატო და ევროკავშირი გვინდა, თუმცა გლობალური პოლიტიკური პროცესები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ“, - ამბობს კიკნაძე.

ლაზი ამერიკას და ევროკავშირს, საქართველო, რუსეთთან საჩხიკინოდ უნდათ, თორემ სხვა მხრივ არაფერში აინტერესებთ. პორტის აშენებაში ინვესტიციას არ დებენ, რუსეთის სინიათ, მაგრამ ჩინეთმა არ ააშენოსო. ჩინეთს მათი ბაზრებიც დაპყრობილი აქვს, ამერიკაში, კვების პროდუქტების გარდა ყველაფერი ჩინური, მაღაზიებში. ეშინიათ მისი და ყველგან ცდილობენ ჯოხი გაუყარონ ბორბლაბში. ეს ტაივანის აგენტებიც, მაგიტომ ყავთ დაქირავებული.
4 კვირის უკან
trampi ლაზი

კი მაგრამ, რასაც შენ ამბობ გჯერააა რომ ეგ ჩათლახები ვერ ხვდებიან სინამდვილეში რააა და რატომ არიიი??
ხვდებიან და გადასარევადაც იციან, მაგრამ დავალებააა ..... დავალება.....
ნამეტნავად მაგ თინა ხიდაშელმა...
არადა მიშას დროს ძაან ვბალეშიკობდი......ფერიცვალება ზუსტად მაგასა ჰქვია რაც მაგ ქალის თავზე დატრიალდა--- გაააკეთა
3 კვირის უკან
ლაზი ტრამპი
ეგენი ხვდებიან თუ ხვდებიან და ალბათ კარგ ფასსაც ადებენ თავის სამსახურს, აბა ტაივანის აგენტობა იაფი ხომ არ იქნება. თხა თხაზე ნაკლები ... ფული გადაუხადონ და ვიეტნამის აგენტობაზეც არ იტყვიან უარს, კამბოჯასთან კოოპერირებულად.
3 კვირის უკან