„როდესაც ეს ნაძირალები ჰომოსექსუალის უფლებად თვლიან ბავშვის აყვანას, იმ პატარა ბავშვს ეკითხებიან, ან ის აცნობიერებს, რომ ორი მამაკაცი უნდა იყოს მისი მშობელი?“

„როდესაც ეს ნაძირალები ჰომოსექსუალის უფლებად თვლიან ბავშვის აყვანას, იმ პატარა ბავშვს ეკითხებიან, ან ის აცნობიერებს, რომ ორი მამაკაცი უნდა იყოს მისი მშობელი?“

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი მიზანია უფლებები და პროპაგანდა გამიჯნონ ერთმანეთისგან. პროპაგანდისტები და ამ შემთხვევაში ოპოზიცია ცდილობს, უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთში აურიოს, რაც უმრავლესობის შეფასებით, არის მთავარი ღირებულებითი ომი, რომელ ომშიც გეგმავენ გაიმარჯვონ. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ცვლილებები ჰომოფობიურია, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

for.ge ედიშერ გვენეტაძეს ესაუბრა.

სანამ „ქართული ოცნებიდან“ არ იტყვიან როგორ გახდნენ ბავშვები ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლი, იქამდე პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს „გირჩი“ და მმართველი გუნდისგან ითხოვს, წარადგინოს მტკიცებულება იმისა, როგორ გახდნენ მოზარდები ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლნი და მხოლოდ ამ შემთხვევაში დაუჭერენ კანონპროექტს მხარს. მეორე მხრივ, „გირჩი“ და სხვა ოპოზიციური პარტიის წევრები არიან გეი-მემორანდუმზე ხელმომწერები და მათი პოლიტიკური დღის წესრგი არ ითვალისწინებს ამ კანონპროექტის არსებობას. რეალურად, ხელისუფლება ვერ შეძლებს საკონსტიტუციო ხმების მოგროვებას...

ედიშერ გვენეტაძე: რა თქმა უნდა, ეს ცალსახად ნიშნავს, რომ ეს ძალები იმართებიან გარედან, კერძოდ, იმ გლობალური ძალების მიერ, რომლებიც მსოფლიოს თავს ახვევენ ამ საზიზღრობას, ამ საშინელებას, ამ არადამიანური ცხოვრების ქცევის წესებს. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა მდინარეძეს, რომ გამოვარდა მეგრელიშვილი და განაცხადა, რომ ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევაო. ადამიანის უფლებების დარღვევად თვლის გაუკღმართებული ცხოვრების წესს და თანაც ლაპარაკობს, რომ ადამიანს როგორც უნდა ისე მოექცევა თავის სხეულსო.

მე ვსვამ კონტრშეკითხვას - ე.ი. თუ ადამიანი თავის სხეულს როგორც უნდა ისე მოექცევა, მაშინ მალე გამოზაფხულდება, გაიხადონ ტანზე და ტიტლიკანა იარონ ქუჩაში! ქუჩაში ატარონ სქესობრივი ურთიერთობები და უფრო მეტი, გაუკუღმართებული სქესობირივი აქტი, როგორც ეს მეგრელიშვილს სურს!? - არა ბატონებო! უპირველეს ყოვლისა, ეს არის მიზანმიმართული პროპაგანდა და ქმედება იმ ძალებისა, რომელსაც ესენი წარმოადგენენ საქართველოში.

თუ ოპოზიცია ისე არ მოიქცევა, როგორც მათ სურთ, მაშინ ისინი ჩახსნილი იქნებიან იმ ფონდებისაგან, რომლისგანაც დაფინანსებას იღებენ და ეს არის დაახლოებით 400 მილიონამდე დოლარი, რომელსაც წლის განმვლობაში ეს სამშობლოს გამყიდველები და საქართველოში არსებული მე-5 კოლონა იღებს. პირველ რიგში, მათ რიგებში ნაცებთან ერთად მოვიაზრებ „გირჩს“, თუმცა ორივე ერივე ერთია. როგორც კომუნისტების დროს იყო ნათქვამი - „ვამბობთ პარტიას და ვგულისხმობთ ლენინს, ვამბობთ ლენინს და ვგულისხმობთ პარტიას“, ასევე არიან ესენი - გირჩი ზურაბები, ხოშტარიები, ხაბეიშვილები, ხაზარაძეები, გვარამიები და სხვები.

მხოლოდ გარე გავლენა არის განმსაზღვრელი ფაქტორი იმისა, რომ ოპოზიცია თავს არიდებს დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია თუნდაც არასრულწლოვანთა დაცვის ნაწილში?

- რა თქმა უნდა, ეს შიდა ძალები ასრულებენ გარე ძალების დაკვეთას. 15-20 წლის წინ ამის გააზრებაც კი ყოვლად წარმოუდგენელი იყო. მაგრამ მიაქციეთ ყურადღება - მსოფლიოს ერთ-ერთი უმძლავრესი იმპერიის აშშ-ის, ფაქტობრივად, მეორე პირი ამბობს, რომ დედა და მამა არ უნდა იხმარო, უნდა თქვა ნომერ პირველი და ნომერ მეორე მშობელი და ა.შ. იქიდან მოდის ყველა და ყველაფერი, მსოფლიოს გლობალური ძალებისგან, რომლებსაც ძალიან მძიმე დღეები უდგას, მათი აღსასრულის დღეები ახლოვდება. ისტორიაში ასეთი იდეოლოგიების არსებობის და დამხობის უამრავი მაგალითები გვაქვს.

კანონის განხილვას უერთდება გახარიას პარტიას. მეტიც, ანა ბუჩუკური მოუწოდებს კოლეგებს, რომ ჩაერთონ კანონპროექტის განხილვაში, რომ აუცილებელია ბავშვები დავიცვათ მავნე ზეგავნელისგან, რომ „ოცნებამ“ ისინი მანიპულირების თემად არ გახადოს. როგორ ფიქრობთ, შეძლებს კი ხელისუფლება, რომ ამ კანონპროექტს მისცეს კანონის ძალა და რას ელოდებით იგივე გარე ძალებისგან?

- გახარიას პარტია, რომელსაც რეიტინგი უაღრესად დაცემული აქვს, ახლა რომ თქვას მომხრე ვარ გეიპროპაგანდისაო, რა თქმა უნდა, სულ მთლიანად განადგურდება. თუმცა, რას უნდა ველოდოთ იმ პარტიისგან, რომლის მეთაური გარკვეული დროის განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ - მთავარ გეიპროპაგანდისტს საქართველოში, ეუბნებოდა, მე თქვენ დაგასრულებთო, დღეს 3-4 საკრებულოში ეთანამშრომლება. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ფორმალურად გამოვიდნენ ჟურნალისტების წინაშე აკეთონ ასეთი განცხადებები, შემდეგ, როდესაც საქმე-საქმეზე მივა დაიწყონ გეი-პროპაგანდა. მე გახარია მიმაჩნია იმ პიროვნებად, რომელმაც უღალატა თავის პრინციპებს - ისე, საკითხავია, ჰქონდა კი საერთოდ პრინციპები?! როდესაც ხელი დაუქნიეს, ადგა, გადახტა და დახტუნაობს იქ, სადაც არის.

რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, რა თქმა უნდა, ჩვენი ანბანისა არ იყოს, ყველაფერი იწყება ანისა და ბანისაგან და მთავრდება ჰაეთი. ასევე, უნდათ ბავშვებში, მოზარდ თაობაში და სკოლამდელ დაწსებულებებში შეღწევა ამ გაუკუღმართებული ცხვორების წესის წარმომადგენლებს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ ამის წინააღმდეგ. კერძოდ, ოჯახი, განათლება და სარწმუნება უნდა შევადუღაბოთ ისე, რომ აი, ამ სატანის მოციქულებმა ვერ შეძლონ ჩვენი ბავშვების სულში შეღწევა.

მე, ვსვამ კითხვას - როდესაც გამოდიან ეს ნაძირალები და ამბობენ უფლებების შესახებ, რომ ჰომოსექსუალის უფლება უნდა იყოს ბავშვის აყვანა, კი, მაგრამ იმ ბავშვის უფლებები არ ირღვევა? როდესაც ბავშვის უფლებებზეა ყურადღება გამახვილებული, უპირველესად უნდა იყოს იმ ფუნდამენტალურ უფლებებზე გამახვილებული ყურადღება, რომელიც ამ პატარა ბავშვებს გააჩნიათ. კი მაგრამ, ეკითხებიან ამ პატარა ბავშვს, ან აცნობიერებს იმას, რომ ორი მამაკაცი უნდა იყოს მისი მშობელი და აქედან ერთი დედა და მეორე მამა?

როდესაც სრულწლოვანი გახდება ნომერ პირველი და ნომერ მეორე უნდა დაუძახოს? აი, ეს არის ყოვლად ამაზრზენი. ეს ადამიანები ფულის გამო იკადრებენ ყველაფერს. თავის დროზე აკაკი ბაქრაძე ლაპარაკობდა - საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ისეთი ფესვი გაიდგა ისეთმა მექანიზმა, რომელსაც ჰქვია დოლარი და ამის გამო, ყველაფრისთვის მზად არიანო. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ოჯახი, განათლება და სარწმუნოება - აი, ეს სამი როდესაც შეკრული იქნება, ვერავითარ შემთხვევაში ვერც ერთი მტერი ჩვენ ვერ მოგვერევა.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, ეს არის პრობლემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიგონა და ამას გაგრძელება არ ექნება, ეს არის ჩავარდნილი პროექტი მმართველი პარტიის მხრიდან და თვლის, რომ ამ კანონპროექტით ვშორდებით ევროპას...

- ხატია დეკანოიძისათვის, რა თქმა უნდა, ვშორდებით. იმიტომ, რომ თუ ეს კანონი საქართველოში მიღებული იქნება, ის დაშორებული იქნება კარგა ხნით და კარგა მანძილით იმას, რასაც ჰქვია მისთვის მიცემული დოლარები და ევროები, რომელიც მოდის იმ ევროპიდან. აბსოლუტურად სწორად ლაპარაკობს თავისი პირადი კეთილდღეობიდან გამომდინარე. რა უნდა გვიკვირდეს ამ ადამიანებისგან და განსაკუთრებით ამ დედაკაცისაგან, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოდან რუსეთში გადის შავი ხვრელი, საქართველო რუსეთს ეხმარება იარაღით მომარაგებაშიო. წარმოგიდგენიათ, ამას რა შეიძლებოდა გამოეწვია? - მარტივად შეიძლებოდა საქართველოში იგივე პროცესების განვითრება, რაც იყო მარიოპულში, ბუჩაში და ა.შ. მთავარია ხატია დეკანოიძემ ფული მიიღოს, თორემ სხვა რაში აინტერესებს. ის არის საქართველოს, ქართველი ბავშვების და მომავალი თობის ნომერ პირველი მტერი. საქართველოში არსებული ე.წ. ოპოზიცია არის მე-5 კოლონა, ესენი არიან კოლექტიური ხატია დეკანოიძეები. დარწმუნებული ვარ, ფული მიეცით და საკუთარი ხელით დაიწყებენ ოპერაციების გაკეთებას პატარა ბავშვებში, რომ ბიჭი გადააკეთონ გოგოდ და გოგო კაცად. ამ ხალხის ბოგინი პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უნდა დამთავრდეს. თოხი უნდა დააკავო ხელში და უნდა ამუშაო ყანაში, ისე, რომ მათი უფლებები იქაც არ უნდა იყოს დაცული.

ცუგო- ცალსახად გამოიკვეთა, რომ გირჩი ნადირობს ნარკომანების, პატიმრების (მათი ახლობლების) და სქესობრივი უმცირესობის ხმებზე...
4 კვირის უკან
ცუგო- დეზერტირების დაავიწყდა :) მოკლედ, ჭაობის ფსკერზე ...
4 კვირის უკან