„ანაკონდას მარყუჟი“ რუსეთისთვის - ცეცხლის რკალი სამხრეთ კავკასიას უახლოვდება

„ანაკონდას მარყუჟი“ რუსეთისთვის - ცეცხლის რკალი სამხრეთ კავკასიას უახლოვდება

მას შემდეგ, რაც დასავლეთი უკრაინაში კონფლიქტის მონაწილე გახდა, რუსეთმა დაადასტურა, რომ სპეცოპერაცია ომად იქცა. თავის მხრივ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალ რობ ბაუერი აცხადებს, რომ ალიანსის ქვეყნები მზად არიან რუსეთთან პოტენციური პირდაპირი შეტაკებისთვის. გარდა იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უკვე ოფიციალურად გახდა რუსეთ-დასავლეთის ომი უკრაინის ტერიტორიაზე, ვითარება იძაბება სამხრეთ კავკასიაში, როგორც აზერბაიჯანი-სომხეთის მიმართულებით, ასევე რადიკალური ოპოზიციის გარე დამფინანსებლების ცდილობენ ცეცხლის რკალი დაანთონ საქართველოში.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეალურად, „მეორე ფრონტის“ გადმოტანის საფრთხე არსად წასულა, ამიტომ საჭიროა, გონივრულად მშვიდად და მტკიცედ გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს.

„მე ჩვენი გუნდის წევრებს ვუთხარი, რომ ის საფრთხე, რომელიც შარშან და შარშანწინ იყო, მე ვგულისხმობ, მეორე ფრონტის გადმოტანის საფრთხეს, არსად წასულა. ამიტომ, საჭიროა გონივრულად მშვიდად და მტკიცედ გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს. ეს არჩევნები ძლიერად უნდა მოვიგოთ. უნდა გავიმარჯვოთ, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, რომ არ მივცეთ საშუალება ჩვენი ქვეყნის მტრებს და ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებს, რომ ქვეყანამ შეწყვიტოს მშვიდობიანი განვითარება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ლიდერები უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში აცხადებდნენ, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი არსებობს. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კი აღნიშნავდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში „მეორე ფრონტის“ საკითხს დაშვებული შეცდომების გადასაფარად იყენებს.

„ხალხის ძალის“ წევრის, ანალიტიკოსის დავით ქართველიშვილის განცხადებით, საქართველოს ის საფთხე, რასაც ჰქვია მეორე ფრონტის გახსნა და რუსეთთან ომში ჩათრევა, მოგერიებული არ აქვს. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, მოდუნება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და აუცილებელია ათმაგი ყურადღება, პირველ რიგში, სპეცსამსახურების მხრიდან.

„ჩვენ გვახსოვს ერთ-ერთი უკანასკნელი წარმატებული ოპერაცია, როდესაც საქართველოს გვერდის ავლით, რუსეთში უნდა შესულიყო ძალიან დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება. რომელ ტერორისტულ აქტს უნდა მოხმარებოდა, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ის, რომ საქართველოს სპეცსამსახურებს არ ემუშავათ პროფესიონალურად და საქართველო დაედანაშულებინა რუსეთს იმაში, რომ მისი ხელშეწყობოთ რუსეთის რომელიმე წერტილზე აფეთქდებოდა, ან სტადიონი, ან საკონცერტო დარბაზი, ან ნავთობის ბაზა და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებს ერთი-ორად გაზრდიდა. ჩვენ ვიცით რაოდენ მიმზიდველია ტერორისტული აქტის ჩასატარებლად ნებისმიერი ჩვენი ნავთობსადენი, თუ გაზსადენი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ჩვენ დღემდე არ დაგვვიწყებია არაერთი მოწოდება, რომ მილიტარისტული პროვოკაცია განგვეხორციელებინა ცხინვალის და აფხაზეთის მიმართულებით, თითქსოდა ჩვენი ტერიტორიების აღსადგენად და თითქოსდა ხელსაყრელი გამოყენების მიზნით.  ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, რომელიც აქამდე უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, ნელ-ნელა სახეს იცვლის და გადადის უკვე რუსეთის ტერიტორიაზე და იძენს ტერორისტული აქტების ელფერს“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

დავით ქართველიშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ ყველაფერს რუსეთის მხრიდან მოჰყვეს თავისი აგრესიული ქმედებების კიდევ უფრო გამძაფრება, თუკი დაადგენენ, რომ უკრაინა ამ უკანსკნელ ტერაქტთან პირდაპირ კავშირში იმყოფებოდა.

„ამიტომ, სიტუაცია კი არ მიდის კონსერვაციისაკენ, არამედ,  სამხედრო მიმართულებით, სიტუაცია შეიძლება გამძაფრებამდე მივიდეს. ამიტომ, ამ შემთხვევაში, არ უნდა დავდუმდეთ და დავიწყნაროთ საკუთარი თავი. ჩვენ შესაძლოა მოვიგერიეთ პირველი კონკრეტული პროვოკაციები მეორე ფრონტის გახსნის თვალსაზრით, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. შესაძლოა, ამ მოწოდებებმა და პროვოკაციებმა აწი კიდევ უფრო მეტად იმატოს ჩვენთან მიმართებით. ამიტომ, ჩვენი სპეცსამსახურები და ხელისუფლება უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, იმისთვის, რომ ნებისმიერი რისკები გათვალოს წინმსწრებად.

კიდევ ერთხელ, გავიხსენოთ სუს-ის სპეცოპერაცია, რადგან იმ მომენტში, ამ ასაფეთქებელი ნივთიერებით რუსეთის რომელიმე ქალაქში სტადიონი აეფეთქებინათ, ან საკონცერტო დარბაზი და ამ გამანადგურებელი იარაღის მოწოდების მხარედ საქართველო დასახელებულიყო, წარმოიდგინეთ, რამელა შარში ჩავარდებოდა ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხელისუფლება.

რუსეთში განხორციელებული ტერორისტულ აქტის შემდეგ ვნახეთ დიმიტრი მედვედევის განცხადება - სიკვდილი სიკვდილის წილ, რა ფორმით განხორციელდება რუსეთის მხრიდან შურისძიება, არავინ იცის. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა საქართველო, ჩვენს სპეცსამსახურებს რომ არ შეეჩერებინათ თავის ტერიტორიაზე უკრაინიდან რუსეთისკენ მიმავალი, ტერორისტული აქტების ჩასადენად განკუთვნილი ტვირთი. უბრალოდ, ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა. უბრალოდ, დაფიქრდით ამაზე და უპასუხეთ მარტივ შეკითხვას - „მეორე ფრონტის“ საფრთხის მიმართ გვაქვს თუ არა მოდუნების უფლება?“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

მოდუნების უფლება რომ არ გვაქვს ამის შესახებ საუბრობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი, რომლის განცხადებით, „მეორე ფრონტის“ გახსნის საფრთხე ძალიან რეალურია და ძალიან ახლოს ვდგავართ ამ საფრთხესთან, განსაკუთრებით ბოლო პროცესების გათვალისწინებით.

„ეს არის პესკოვის განცხადება, ეს არის ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში და მისი ფიქსირებული პოზიცია, ასევე, ეს არის ნატოს ოფიციალური განცხადება პესკოვის განცხადებასთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ტერორისტული აქტი. ეს არის ერთმანეთთნ მყარად დაკავშირებული პროცესები, მათ შორის საქართველოში ტერორიზმის კუთხით დაკავებულ პირებთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ საფრთხე არის რეალური და ძალიან ახლოს“, - აცხადებს კუხალაშვილი.

მისივე თქმით, თუ, რა თქმა უნდა, გონივრული ნაბიჯები არ გადაიდგა, შესაძლებელია, საქართველო ჩათრეულ იქნას ამ ომში და ამ შემთხვევაში, მარტო სიფრთხილე არაფერს გვიშველის. ამ შემთხვევაში ეს არის დიპლომატიური ძალისხმევა, სადაზვერვო, კონტსადაზვერვო და კონკრეტული უწყებების აქტიური საქმიანობა, რომ მაქსიმალური კონტროლი დაწესდეს როგორც საბაჟო ტვირთების გადაზიდვების კუთხით, ასევე სასაზღვრო მიმართულებაზე.

„და არა მარტო იქ, სადაც ჩვენ კონტროლს ვახორციელებთ, არამედ იმ ტერიტორიებზე, სადაც მოწყვლადი ზონები გაგვაჩნია. ეს არის ძირითადი მიმართულებები რაზედაც განსაკუთრუბეული აქცენტი უნდა გაკეთდეს. დანარჩენი, ეს არის წონასწორობა და ნეიტრალიტეტი არის ერთ-ერთი გამოსავალი. რაღაცანაირად უნდა მივაღწიოთ იქამდე, რომ გადანაწილების პროცესამდე შევინარჩუნოთ მშვიდობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ამ ახალი გადანაწილების პროცესს ჩვენ შევხვდეთ სახელმწიფოებრიობის გარეშე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.

ლევკოთეა ღმერთო შეგცოდე და ზოგჯერ მგონია, რომ ჩვენი ორი რეგიონი რომ აქვს დროებით კონტრილის ქვეშ რუსეთს და ამით, კავკასიის აქეთ დააფიქსირა თავისი გავლენა, დაკმაყოფილდა და სხვა დიდი და პატარა მეზობელიც ხედავს, რომ საქართველოს რუსეთი თავისი გავლენის სფეროდ, როგორც ბუფერულ ზონას, ბოლომდე მოიაზრებს და მისგან ლოიალურობას ითხოვს. შესაძლოა, ეს ერთგვარი დაცვითი ფუნქციის მატარებელიც კი იყოს ჩვენთვის.
რუსეთზე რა დიდი მიუღებლობაც მაქვს, ვინც აქ კითხულობს კომენტარებს კი ემახსოვრება და აღარ დავწერ დამატებით - რუსეთი რომ ავადმყოფი ქვეყანაა, პუტინ ხუილო და ა.შ.
უბრალოდ, მოვლენებს ისე ვხედავ, რაც თავში დავწერე.
1 თვის უკან