ოპოზიციაში ყველა თამადობას იჩემებს, მაგრამ სუფრასთან მათთვის ადგილიც კი არაა გამოყოფილი

ოპოზიციაში ყველა თამადობას იჩემებს, მაგრამ სუფრასთან მათთვის ადგილიც კი არაა გამოყოფილი

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვით ადრე, ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაზე ოპოზიციაში მსჯელობის მაგივრად ერთმანეთის დამუნათებაში არიან. განსაკუთრებით გამოირჩევიან „ნაციოანლური მოძრაობა“ და „ლელო“, რომლებიც პატარა პარტიებს არწმუნებს, რომ მათთან გაერთიანების გარეშე, პარლამენტში ვერ მოხვდებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პარტიის კარი ყველასთვის ღიაა, მაგრამ საარჩევნო სიაში, როგორ მოხდება მათი გადანაწილება ამაზე არავინ საუბრობს.

პარალელურად, „ლელო“ კვლავ ამტკიცებს, რომ ე.წ. მესამე ძალის შექმნის შესაძლებლობა მხოლოდ მას აქვს და „ნაციონალური მოძრაობისგან“, თითქოს, დისტანცირებით ცდილობს დანარჩენი ოპოზიციის გაერთიანებას. ამასობაში მას კონკურენტი ალეკო ელისაშვილის სახით გამოუჩნდა, რომელიც გაერთიანებაზე ალაპარაკდა. „მოქალაქეების“ ლიდერი, ერთი მაგიდის გარშემო დიალოგის დასაწყებად ყველა პროევროპულ პარტიას და პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს ეპატიჟება.

„მოქალაქეების“ ლიდერს პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას არც ის დაუმალავს, რომ ამ დროისთვის „გირჩის“ წევრებთან მოლაპარაკებებს მართავს და ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაზე საუბრის დასაწყებად, ისინი უკვე მზად არიან.

წინასაარჩევნოდ, ალტერნატიული ცენტრის ფორმირების საჭიროებას ხედავს „რეფორმების ჯგუფის“ წევრი, თეონა აქუბარდიაც. დეპუტატის თქმით, კონსულტაციები ამ მიმართულებით დროულად უნდა დაიწყოს. ალეკო ელისაშვილის შეთავაზების კიდევ ერთი ადრესატი, გიორგი გახარიას პარტიაა, სადაც ამბობენ, რომ ინიციატივაზე ჯერ გუნდის შიგნით იმსჯელებენ.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპონენტები გაერთიანებას ვერ შეძლებენ. „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებით, ოპოზიცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეალურად, არა გაერთიანების, არამედ პარლამენტში მოხვედრის გზებს ეძებს.

„მოქალაქეების“ ლიდერისგან შეთავაზება „ევროოპტიმისტებმა“ და „ლელომაც“ მიიღო, თუმცა ელისაშვილის ინიციატივაზე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ ახლა პატარა პარტიები ყველაზე მეტად ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ „ნაციოანლურ მოძრაობასთან“ არ არიან დაკავშირებულები, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ მათ ბულინგს აგრძელებს, რადგან ამით დანარჩენ ოპოზიციას ეუბნება, რომ მის გარდა სხვა გზა არ აქვთ. ამ კინკლაობაში ერთმანეთის დაზიანების მეტს არაფერს აკეთებენ და საზოგადოების თვალში მათ მიმართ უნდობლობას კიდევ უფრო ზრდიან.

„დანარჩენმა ოპოზიციამ როგორც არ უნდა ამტკიცოს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ არიან დაკავშრებულები, საბოლოოდ მაინც იქამდე მიდის საქმე, რომ მათ გარეშე ვერაფერს აკეთებენ. იგივე, ავიღოთ გიორგი გახარია, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ემიჯნებოდა ვითომ ნაცებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, საკრებულოებში მათთან ერთად კოალიცია შეკრეს. კონკრეტული განცხადებებით და საქმით, ნაციონალებისგან მათი განსხვავება უკვე შეუძლებელია. „ლელო“ ხომ საერთოდ, „ნაციონალური მოძაობის“ დანამატად იქცა. ახლა არჩევნების წინ ძალიან კონკრეტული საკითხი დადგა, ან „ნაცმოძრაობის“ სიაში უნდა ჩაწერილიყვნენ, ანდა ცალკე უნდა მიეღოთ მონაწილეობა. რეალურად რომ ვთქვათ, ცალკე მონაწილეობის მიღება დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო კამპანია იქნება უკიდურესად პოლარიზებული. დაპირისპირება კვლავ ორ პარტიას შორის წავა, ასეთ პირობებში კი მაღალია ალბათობა, რომ „ლელომ“ და გახარიამ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახონ. აღარ ვსაუბრობ სხვა პატარა პარტიებზე, ამიტომ სასოწარკვეთილები ეძებენ გამოსავალს. ყველას აქვს ამბიცია პირველობის და არავის უნდა საკუთარი იდენტობის დაკარგვა. ამიტომ დაიწყეს ერთმანეთის ბულინგი და დამუნათება. ერთმანეთს ამბიციებს ატოლებენ, არადა, რეალურად, იციან, რომ 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სიებთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხდა. ახვლედიანი ამბობს, რომ მოლაპარაკება იქნებოდა, რომ ოპოზიცია ერთიანი დიდი ფლანგით გამოსულიყო, მაგრამ ნაციონალებმა პატარა პარტიების ზურგზე წამოკიდება არ მოინდომეს.

„ერთიანი დიდი სიით რომ წარსდგნენ, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიებს თავიანთ სიაში ადგილი უნდა დაუთმონ. „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ბევრი წევრი დარჩება სიის გარეთ ან ბოლოში, რაც პარტიაში უკმაყოფილებას გამოიწვევს. ამიტომ ნაციონელებმა ამ პატარა პარტიებს, როგორც ჩანს, სიაში წინ ჩაწერაზე უარი უთხრეს, რის გამოც შეთანხმება არ მოხდა. ახლა კი ვითომ ენმ-ს ემიჯნებიან, მისგან დისტანცირდებიან და რაღაცა ე.წ. მესამე ძალის შექმნაზე ფაფხურობენ. არაფერი არ გამოუვათ და არავის სჯერა, რომ რომც გაერთიანდნენ, რეალურად რამეზე მორიგდებიან, რადგან ყველას ამბიციები აქვს და სიის გამო იმხეალ დაპირისპირება წავა, დედა შვილს არ აიყვანს“, - ამბობს ახვლედიანი.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ბულინგი, ერთმანეთის დამუნათება ოპოზიციისთვის ყველაზე დამღუპველია. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციას აღარ აქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ ერთმანეთს ებრძოლონ.

„როცა „ნაციონალურ მოძრაობაზეა“ საუაბრი და მისი მხრიდან სხვა პარტიების ბულინგზე, ეს ლოგიკურია, რადგან ოპოზიციიდან თუ ახლა ვინმეს 5%-იანი ბარიერი გარანტირებული აქვს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე, არა აქვს საზრუნავი და პრობლემა „ოცნებას“, ნუ, ახლა ეცდება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღოს. დანარჩენ ოპოზიციას კი აღარ აქვს იმის დრო, რომ ერთმანეთი ამუნათონ და აბულინგონ. საერთო ენა უნდა გამონახონ როგორმე, თორემ პარტია, რომელიც ვერ შევა პარლამენტში, ის განულდება“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ სულ სამი კიდევ მსხვილი პოლიტიკური სუბიექტია: გახარია, „ლელო“ და გვარამია-მელია. ამიტომ ამათმა უნდა იჩქარონ და თემა მათ უნდა წაიყვანონ.

„დანარჩენი პატარა პარტიები რას საუბრობენ აზრი არა აქვს. მელია-გვარამიასაც შესაძლოა, პრობლემა შეექმნათ, რადგან ჯაფარიძე, ხოშტარია და „ევროპული საქართველო“ ხმებს გაუყოფენ. ესენი სულ „ნაციოანლური მოძრაობის“ ელექტორტაზე მუშაობენ“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, როდესაც გაერთიანებაზე საუბრობს, აქ შუაშისტურ ამომრჩეველს გულისხმობს, რათა მათი ხმები არ დაიკარგოს. ამიტომ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ბულინგის მაგივრად სჯობს, რომ თუნდაც „ლელო“ და გახარია გაერთიანდნენ და ერთიან ფრონტზე იბრძოლონ.

 

trampi ჭლების წინ ნათქვამს გავიმეორებ
(ჩოპრა მიჭერდა ძალიან მხარს)

აი საქართველოში რომ ყველა თამადობას იჩემებს, იმიტომ იყო მიშას მოსვლის პირველი დღიდან, ამერიკელები რომ ,,დემოკრატიულად,, გვიკიჟინებდნენ --გინდათ თუ არა ორპარტიული პარლამენტია დემოკრატიის მაჩვენებელი, პარლამენტში გინდათ თუ არა ორი პარტიაა სასურველიო
მერე იმდენი ქნეს, იმდენი რომ მართლა ორ პარტიულამდე დაიყვანეს საქართველოს პარლამენტი
კანეშნა............ ორი პარტიის ლიდერს, ავად იქნებოდა თუ კარგად, ამერიკელები სათავისოდ(ანუ თავიაანთ ჭკვაზე სატარებლად) როგორღაც კისერს მოუგრეხდნენ (მაყუთით......მიშასავით.....თარგამაძე) ...მაგრამ წარმოიდგინეთ ჩვენი პარლამენტი რომ შევარდნაძის დრიოინდელი პირველი პარლამენტი ყოფილიყო და თანაც ყველა თამადა????(იყვნენ კიდეც) როგორია??? ყველა პარტიის თავჯდომარესთან საქმის მოყომარება ვიღაცისგან ხომ მაინც გაუბაზრდებოდათ და მათი საქმენი საგმირონია ხომ უფრო ადვილად გახდებოდა საქვეყნოდ ცნობილი ??
...ჰოოდა იმიტომ ერჩივნათ და ურჩევნიათ საქართველოში ორპარტიულობა.........ორი კაცის დაკერვა უფრო ადვილია, ვიდრე ბევრი თამადისა....
ისე ბოლო ხანებში თავიაანთი ფოკუსები რომ აღარ გამოსდით წაიბურტყუნეს კიდეც....... ორპარტიულობამ საქართველოში ვერ გაამართლა მრავალპარტიული პარლამენტი უნდა იყოსო.....
ხალხის ძალამ ჩაუჯვათ გეგმებში-- მაგათი ჩათლახობები გაუბაზრეს და ეხლა იმიტომ იძახიან მასე
ზუსტად იმიტომ უნდათ მაჟორიტარულის გაუქმებაც.... ჯერ ისედაც რა არი და მერე??? წადი და შეაყარე მერე ცერცვი კედელს, პატრონს საერთოდ ვეღარ იპოვნი
ეხლა მაჟორიტარს მიუვარდები მაინც ...დედის პრჭჭწ ვაგინებ მაინც ...მერე ვის რა ვუთხრა??
ანუ ხალხი მერე იქნება მხოლოდ საარჩევნო ხმა --ისიც ერთი დღით მხოლოდ
ისედაც ხომ განგალი განგალი აქვთ და მერე საერთოდ .................შენ დაუკა . წავიდააააა....
1 თვის უკან