უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში - როგორ ფინანსდებიან ოპოზიციური პარტიები არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით

უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში - როგორ ფინანსდებიან ოპოზიციური პარტიები არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით

უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში - მმართველი გუნდი ამერიკული და ევროპული ორგანიზაციებისგან, საქართველოში დახარჯული თანხების გამჭირვალობას ითხოვს.

„ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს NED-ის და EED-ს ხელმძღვანელებს, რომ პატივი სცენ ქართულ სახელმწიფოს და დეტალურად გამოაქვეყნონ მათ მიერ გაცემული გრანტების ჩამონათვალი. უმრავლესობის წევრები დარწმუნებული არიან, რომ უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში სწორედ NGO-ების გავლით შემოდის, რაც ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევაა.

ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდი ერთ-ერთი დონორია, რომელიც არაერთ ქართულ ორგანიზაციას აფინანსებს. „ქართულ ოცნებაში“ იმ კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებსაც ასახელებენ, რომლებიც თანხებს უშუალოდ ამ ფონდისგან იღებენ. ასეთები კი, მმართველი გუნდის განმარტებით, გიორგი გახარიას პარტიის წევრის, ნათია მეზვრიშვილის და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის - გიორგი კანდელაკის ორგანიზაციებია.

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი თანამშრომლობს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ კი დაფუძნებულია „ინოვაციების და განვითარების ფონდი“. პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია არის არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებს სხვადასხვა ქვეყნის საელჩო, მათ შორის ამერიკის, ნიდერლანდების, პოლონეთის. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე „ევროპის ფონდის“ პროგრამის მენეჯერია. ფონდს აფინანსებს: ევრაზიის ფონდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), სხვა დონორი ორგანიზაციები.

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორის ძირითადი ნაწილი იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ ფინანსები ისედაც გამჭვირვალეა, სინამდვილეში, არავინ იცის, სად და რამდენი მილიონი იხარჯება.

„ვინმემ მიპასუხოს, რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან, აშშ-დან წამოსული გადამხდელის ფული. მე დავასახელებ კარგ მიმართულებას, მაგალითად: სოფლის მეურნეობა, ტრენინგები, დემოკრატიის განვითარება, მაგრამ როდესაც მიდის საარჩევნო მიზნებისთვის, უმცირესობის მიზნებისთვის - „ვილა მოსავალში“ იციან მათ ზუსტად, რომ ეს დაიხარჯა უმცირესობის უფლებებზე? თუ ის ინფორმაციაა მართალი, რომ ამერიკელი გადამხდელის ფული დაიხარჯა ლგბტ პროპაგანდის მხარეს, რომ, როდესაც ჩვენ კანონს დავწერთ და ამ კვირაში უკვე კანონი მზად იქნება - ამის წინააღმდეგ როგორ იმოქმედონ. თქვენ ზუსტად იცით, ასეა თუ ისეა? - არ ვიცით. შესაბამისად, ერთი წელია, ჩვენი „ენჯეო“ სექტორის ძირითადი ნაწილი გვატყუებს, რომ გამჭვირვალეა დაფინანსება. სინამდვილეში არ ვიცით, რამდენი მილიონი სად და როგორ იხარჯება, არც დოლარი, არც რუბლი და სხვათა შორის, არც ტაივანური და სხვა ვალუტები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს რომ არაფერი ჰქონდეთ დასამალი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, აუცილებლად დეტალურ ინფორმაციას გამოაქვეყნებდნენ.

„რატომ უნდა იყოს დასამალი ამ ენჯეოების მიერ ინფორმაცია ვინ არის მათი დამფინანსებელი, რა პროექტებზე დაიხარჯა, რამდენი დაიხარჯა და ა.შ. ჩვენ მათი მხრიდან არ ველოდებით შიდა ინფორმაცია გაგვიზიარონ რა შედეგებს მიაღწიეს და ა.შ. როდესაც მწვავე იყო ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები „ფარას“ ამერიკული კანონპროექტის მიღებისას, მის მერე წესიერი, პატიოსანი, ორგანიზაცია, რომელსაც დასამალი არაფერი აქვს, ჩარიცხულ თანხებს კეთილი მიზნებისთვის ხარჯავს, აუცილებლად მისივე ინტერესში იქნებოდა ამ ინფორმაციის გასაჯაროვება.

სამწუხაროდ, ამის საპირისპიროდ ვხედავთ, რომ კიდევ ახალი მოთამაშე გამოჩნდა ენჯეოს სახით, თინა ხიდაშელი, რომელიც თუ არ ვცდები, ტაივანური ახალი დოლარით ფინანსდება და საქართველოში ანტიჩინური განწყობების გაღვივება აქვს დავალებული. გასაგებია, ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ რუბლებით ფინანსდებიან, ასევე კეზერაშვილის და სააკაშვილის მოპარული ფულებით. აქაც კიდევ კითხვის ნიშნები ჩნდება, რომ მაგალითად, ელენე ხოშტარია არასამთავრობო ორგანიზაციაა, პოლიტიკური პარტიაა, საზოგადოებრივი ორგანიზაციაა თუ რა არის? ასევე, ეს ეხება ნებისმიერ აქტორებს“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, რა აქვს ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს დასამალი თუკი პატიოსანი და წესიერები არიან. აბაშიძე ამბობს, რომ აქაც შერჩევით შეფასებებზეა საუბარი, როცა ე.წ. ფაქტების გადამმოწმებელი არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად ციფრებით მანიპულირებენ, როდესაც, ვითომ, არასწორად ჩატარებულ ტენდერებს გამოავლენენ და „ოცნების“ ამა თუ იმ მაღალჩინოსნის ქონებას და შემოწირულობას იკვლევენ.

„ამ ორგანიზაციებს არც ერთხელ არ მოუთხოვიათ ხსენებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფინანსების წყაროები. ასევე, რაში იხარჯება ეს თანხები. ჩვენ ვიცით რაშიც იხარჯება. ეს არის კანონიერი ხელისუფლების დამხობისთვის მობილიზება. სხვადასხვა აქტივობების და ტრეინინგების ამისთვის მომზადება. საკითხავია საიდან იყო გასული წლის მარტში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები მოტანილი? სხვადასხვა აღჭურვილობა, თითქმის ერთნაირი ჩანთები, პირბადეები? ვინ მოახდინა და რა თანხებით ამ ახალგაზრდების მობილიზება? სტუდენტებს ამის სახსრები ნამდვილად არა აქვთ. რას აკეთებს ე.წ. ფრანკლინის კლუბი? ვის ამზადებს, რა ტრეინინგებს უტარებენ, საიდან იღებენ ამ დაფინანსებას და ა.შ. რა საკვირველია მინიშნებები არის, ვინ არიან მათი პატრონები და სპონსორები. როცა არაფერი გაქვს დასამალი ნებისმიერ კითხვაზე პასუხს სცემ“, - ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ დიახ, ნამდვილად ხდება ისე, რომ ის დონორები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებენ, ცდილობენ ქვეყანაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებზე გავლენა მოახდინონ. ანჯაფარიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ეს ზეგავლენა ამ დონორების, მათ უკან მდგომი მთავრობების ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.

„არსებობს დონორი, როგორიც მაგალითად, ჯორჯ სოროსის ფონდია და ვიცით ამ ფულს ვინც ხარჯავს. ხოლო არსებობენ დონორები, რომელთა უკანაც კონკრეტული მთავრობები დგანან. ჩემი დაკვირვებით, ამ დონორების მიდგომებში, სადღაც 2013-2014 წლიდან გარკვეული ცვლილება მოხდა. ეს კიდევაც დაეტყო მათ არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებასაც. მათ უფრო ინტენსიურად დაიწყეს ჩარევა პოლიტიკურ საქმეებში. ეს კი არავის გამოპარვია მხედველობიდან, ხოლო მათ მიერ ჩატარებული კვლევები, სოცქსელებში აქტიურობა, ასევე ინფორმაციის ქვეყნის შიგნით და მის გარეთ გავრცელება ემსახურება ერთ რამეს, რომ ხელისუფლების პოზიციები შეარყიონ. ყველა კვლევა, ფაქტობრივად, რაც მე ვნახე, ემსახურება იმ ცნობიერი გარემოს შექმნას, რომ მოქალაქეებმა დაიჯერონ, ხელისუფლება მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ვერ უმკლავდება“, - ამბობს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, რაც შეეხება გამჭვირვალობას, ის მომხრეა რომ ეს მაქსიმალურად იყოს. ანჯაფარიძე ამბობს, რომ არ არის აუცილებელი, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას უწოდო მაინც და მაინც აგენტი, რადგან ქართულ კონტექსტში სხვაინაირად აღიქმება.

„ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე რომ შეხვიდეთ, იქ კონკრეტული პროექტების ჩამონათვალი რომ არის მოცემული, მხოლოდ პროექტის დასახელება, დონორის და გამოყოფილი თანხაა მოცემული, თუმცა არავითარი ინფორმაცია არაა იმაზე, როგორ დაიხარჯა, სად დაიხარჯა, ვისზე დაიხარჯა, ვინ იყვნენ ამ თანხის მიმღებები და ხელფასი ვის გადაუხადეს. ეს ყველაფერი გამჭვირვალობას საჭიროებს, როგორც ფარას დოკუმენტებშია. იქ დეტალურად არის ყველაფერი გაწერილი. თუ დასამალი არაფერი აქვთ, ამის გასაჯაროება მაშინ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს“, - ამბობს ანჯაფარიძე.

quji გუშინ ქ-ნი დეკანოიძე ბრძანებდა, ოცნება ჩვენ და ოპოებს რომ გვიკიჟინებს, უცხოური ფულით ფინანსდებითო, აბა, მაგათ ივანიშვილი რუსული წარმომავლობის ფულით რომ ეხმარებაო? თითქოს ივანიშვილს ეს ფული პუტინმა აჩუქა, და,
თავისი ჭკუით, რისკით და მოხერხებით არ ეშოვის
1 თვის უკან
trampi ირაკლი კობახიძე:

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი 2004 წლის შემდეგ პირველად განახლდება, უახლოეს დღეებში სამინისტრო დოკუმენტის საჯარო განხილვას დაიწყებს
1 თვის უკან
trampi აი პასუხიც


ევროკავშირის საელჩო: ევროკომისია მხარს დაუჭერს საქართველოს განათლების სისტემის ჰარმონიზაციას ევროკავშირის პრაქტიკასთან, რითაც ხელს შეუწყობს ქართველ სტუდენტებს, ჩამოყალიბდნენ ევროკავშირის ხვალინდელ მოქალაქეებად

გაიგეეეთ??? ემანდ მართლა რამე არ ასწავლოთ ბავშვებს, მათ დაშტერებებაში ხელი არ შეგვიშალოთ თორემ................ ჩკააა ევროპა და ..... ვაი თქვენი ბრალიო
ამ თემაზე კაი პოსტს დავდებ---- გაშიფრულს....
ეხლა დამიღამდა
1 თვის უკან