ჰოლივუდის ვარსკვლავი – მელ გიბსონი, ბოლო პერიოდში მრავალ პრობლემაშია გახლართული. მსახიობი ოჯახის დანგრევის გამო თავს იდანაშაულებს და ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება დამთავრდა. ის კი არა, ცოტა ხნის წინ, მელ გიბსონი თავის მოკვლასაც შეეცადა.
გიბსონმა თავის მოკვლა თანაც ერთობ არაორდინარული მეთოდით სცადა. მსახიობი ქუჩაში შემხვედრ პოლიციელს აიძულებდა, მისთვის ესროლა. ამის შესახებ ჟურნალისტებს გიბსონის ახლო მეგობარმა განუცხადა.
ყველაფერი ასე მოხდა: მთვრალმა გიბსონმა ებრაელი პოლიციელი განგებ შეურაცხყო, რათა იგი წყობიდან გამოეყვანა და ამ უკანასკნელს იარაღი ესროლა. ჟურნალ Vanity Fair-თან ინტერვიუში ჰოლივუდის სცენარისტმა პიტერ ბისკაინდმა აღნიშნა, რომ გიბსონს სინამდვილეში სულაც არ სურდა პოლიციელის შეურაცხყოფა და ეს მხოლოდ იმ მიზნით გააკეთა, რათა პოლიციელს მის მიმართ უკიდურესი ზომა გამოეყენებინა.
atb.ge