„კაცი, რომელიც ნაციონალებს პირდებოდა, მე თქვენ დაგასრულებთო, თავად დაასრულა ნაძირალა ბარამიძემ“

„კაცი, რომელიც ნაციონალებს პირდებოდა, მე თქვენ დაგასრულებთო, თავად დაასრულა ნაძირალა ბარამიძემ“

„ნაციონალური მოძრაობა“ ადასტურებს, რომ პარტია „საქართველოსთვის“-თან თანამშრომლობენ. გიორგი ბარამიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარიას პარტია მომავალში თანამშრომლობის იდეას უარყოფს, მათ რუსთავისა და ზუგდიდის საკრებულოებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციები ამ მომენტშიც აქვთ.

„როდესაც „ქართული ოცნება“ დამარცხდება, ყველა პარტია არჩევანის წინაშე დადგება - დავდგეთ ერთად, თუ ისევ რუსულ რეჟიმს შევუქმნათ უმრავლესობა. რაც შეეხება გახარიას პარტიას, მათთან მომავალში კი არა, დღესაც ვთანამშრომლობთ რუსთავისა და ზუგდიდის საკრებულოებში. მათთან ერთად ამ საკრებულოებში კოალიციები გვაქვს. თუ გახარიას პარტია თვლის, რომ ჩვენ გამოგვიყენეს, როცა ვჭირდებოდით, ჩვენ ვთქვით, რომ ვითარება „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად გამოვიყენეთ“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ბარამიძის განცხადებას არ ადასტურებს პარტია „საქართველოსთვის“. მიხეილ დაუშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობასთან“ არც არჩევნებამდე იქნება რაიმე ტიპის გაერთიანება ან კოალიცია და არც არჩევნების შემდეგ.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არ შეიცვლება. იმ კოალიციაში შესვლას, სადაც „ნაცმოძრაობა“ იქნება, სჯობს, რომ დავრჩეთ ოპოზიციაში, თუნდაც 2024 წლის არჩევნების შემდეგ. კიდევ ვინმე გამოვა - გუშინ ღამით ბარამიძე გამოვიდა, ხვალ კიდევ ვიღაც გამოვა და რაღაცას იტყვის. ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს და ეს პოზიცია არ შეიცვლება. საკრებულოებზე რასაც მეკითხებით, მაგ ლოგიკით, ჩვენ კოალიციები გვაქვს „ქართულ ოცნებასთან“.

გასულ წელს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დავამტკიცეთ ბიუჯეტები. კოალიციის დამადასტურებელი უფრო დიდი ქმედება, ვიდრე ბიუჯეტების დამტკიცებაა, არ არსებობს. მთავრობის კომპლექტაციის შესაძლებლობა მუნიციპალურ დონეზე არ არის. კოალიცია თუკი ვინმესთან გაქვს, გაქვს იმასთან, ვისთან ერთადაც ამტკიცებ ბიუჯეტს. „ქართულ ოცნებასთან“ ერთად სამი ბიუჯეტი დავამტკიცეთ“, - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია „საქართველოსთვის“ საკრებულოებში კოალიციაში არიან.

„ამ დროს ყოფნით იმის ძალა, ამჟამად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაში მყოფ „გახარიებს“, რომ თქვან: „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მათთან ოდესმე კოალიციაში ვიყოთ“. პარადოქსიც აღარ არის. დღეს კოალიციაში ერთად არიან და ამბობენ - მათთან კოალიცია წითელ ხაზად მიგვაჩნიაო - წარმოუდგენელი ამბავია. ეს რა ტაქტიკაა, პიარის ულტრათანამედროვე სტრატეგიაა, რომ შეგიძლია ამ ტრიბუნასთან იდგე და იძახო: „ახლა აქ არ ვარ“. მე მგონია, რომ რაღაც პოლიტიკურ უფსკრულში მიექანებიან ამ ყველაფრით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ სტაჟიანი პოლიტიკანი გიორგი ბარამიძე არ იტყუება მოღალატე გახარიასთან პოლიტიკურ ალიანსზე, ეს თავად „გახარიასტები“ ვითომ იშმუშნებიან სექტასთან თანამშრომლობაზე. აბაშიძის თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ სულელურ და არადამაჯერებელ აქტივობაშია და სტანდარტული ნაცგანშტოება განწირულია მუდმივი მარგინალობისთვის.

„პარტკანტორა „საქართველოსთვის“ იმდენად სულელურ და არადამაჯერებელ აქტივობაშია, რომ მათ არც ერთ განცხადებას წონა არ და ვერ ექნება. სტანდარტული ნაცგანშტოება განწირულია მუდმივი მარგინალობისთვის“, - აცხადებს გია აბაშიძე.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ბარამიძემ დაასახელა ის საკრებულოები, სადაც უმრავლესობა აქვთ შექმნილი - რუსთავი და ზუგდიდი, რომელსაც გახარიას გუნდი ვერ უარყოფს.

„ვწუხვარ, ამას რომ ვლაპარაკობ, ვინაიდან ერთ დროს მიმაჩნდა ქართული სახელმწიფოს ინტერესების გამტარებლად, მაგრამ გახარია ყოფილა შემოგზავნილი მე-5 კოლონის წარმომადგენლების მიერ. უფრო მეტიც, საშიში კაცია გახარია და რატომ? იმიტომ, რომ ის არის უმადური. ეს კაცი იყო რესტორნის მენეჯერი, რომელიც ივანიშვილმა წამოიყვანა და საქართველოს ნომერ პირველ პირად აქცია, მაგრამ მას როდესაც უთხრეს, რომ თუ წამოხვალ აქ მეტი ფული გექნებაო, უპრობლემოდ გადახტა.

არ მინდოდა დამეჯერებინა დღევანდელ დღემდე ვიდრე ნაძირალა ბარამიძე იტყოდა, რომ თურმე მართლა მოღალატე ყოფილა. ამას ტკივილით ვლაპარაკობ. კაცი, რომელიც ნაციონალებს პირდებოდა რომ მე თქვენ დაგასრულებთო, თავად დაასრულა ნაძირალა ბარამიძემ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე აცხადებს, რომ დღეს პარტიები არ არსებობენ, ესენია ცარიელი აღმნიშვნელები, რომლებიც საზოგადოების არც ერთ ფენას არ წარმოადგენენ და მათ შორის არის გახარიაც. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, პარტია არის კონკრეტულ ისტორიულ ეპოქაში წარმოქმნილი ორგანიზაცია, რომელიც გამოხატავს სოციალური კლასების ინტერესებს.

„300 პარტია რომ გვყვას, აბა, ვის ინტერესებს წარმოადგენენ საქართველოში? ტრიუკებია, ელექტორალურ ენთუზიაზმს ვერც ერთი ვერ იწვევს, რადგან  მათ აკრძალული აქვთ რეალურ პრობლემაზე საუბარი და დისკუსიის შემოტანა. შესაბამისად, პარტიები ვერ მოუშაობენ და ეს პრობლემა 2012 წელს სააკაშვილსაც დაუდგა. ახლაც იგივე პრობლემაა და ეს პრობლემა აქვს „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ამ ოპოზიციისგან უნდა შექმნას ოპოზიცია, რომ ამ ოპოზიციამ გაუპრავოს არჩევნების შედეგები. აი, ამითი ვაჭრობენ.

ამ სისტემის უკან დგას დასავლეთი, რომელიც ეუბნება ხელისუფლებას, რომ ეს სისტემა როგორც გინდათ ისე გააკეთეთ, თორემ დაგარქმევთ დიქტატორს, მოგიწყობთ რევოლუციას და გარდა ამისა, სასწრაფოთ ლგბტქ+-ის მიმართ გაზარდე მიმღებლობა. შენ დემოკრატია გინდა და ტრანსგენდერის რძის დალევა არ გინდა? ეს როგორ შეიძლება? ამიტომ, სასწრაფოდ უარი თქვით იმ ღირებულებებზე, რომელსაც დაუფიქრებლად ეწირებოდნენ თქვენი წინამორბედები, რომლებიც არ იყვნენ მაშინ განვითარებული, ბნელები იყვნენ და აი, ჩვენ ვართ განვითრებული! აი, ეს ხდება დღეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

ლაზი დამანგრეველი ძალის ბალისტიკური რაკეტა ესროლა ბარამოძემ გახარიას და მის ჯგუფს. ცალმხრივი თანამშრომლობა რომ არ არსებობს, ეს ხომ უდავოა. ახლა დაუშვილი ამტკიცებს, ჩვენ კოალიციაში ოცნებასთან ვართო. მოკლედ პიანინოს და როიალის ამბავია.
2 თვის უკან
ლევკოთეა გახარიაზე, როგორც პოლიტიკოსზე, დიდი აზრის არანაირად არ ვარ. მშვენიერი შანსი ჰქონდა ორი პოლუსიდან განსხვავებული, შუა ნიშა დაეკავებინა და იქიდან აეკრიფა ხმები. არ ეყო ჭკუა, სწორი და დროული მესიჯები გაეჟღერებინა.
რასაც ეხლა ოცნება და ნაცები ორკესტრირებულად აკეთებენ, გახარიას დაძირვას, მაგას სწორედ გახარიას უჭკუო, დაუფიქრებელმა ქცევებმა მისცა საშუალება, თორემ გახარიამ ეხლა უკვე კარგად იცის, რა კეთროვანის სახელსაც დაიგდებს ნაცებთან თანამშრომლობით.
გახარია არ გაეკარება ნაცებს და სიამოვნებით ითანამშრომლებდა ოცნებასთან, თვითონ ოცნებამ რომ მისცეს ამის უფლება. თუმცა, არ მისცემენ.
რაც შეეხება საკრებულოებში ე.წ. კოალიციებს. როცა ახლად არჩეული საკრებულოების თანამდებობების დაკომპლექტება ხდებოდა, გახარიას სერიოზული პრობლემა ჰქონდა საკუთარი პარტიის წევრებისთვის ხელფასების დავალიანება გადაეხადა. პარტიის წევრები დემოსნტრატიულად ტოვებდნენ პარტიას. სხვა ვერაფერი მოიფიქრა გახარიამ, რომ სადაც საშუალება იყო, მისცა საკუთარი პარტიის წევრებს უფლება, სხვადასხვა პარტიებს შეეკარით და თანამდებობები გაინაწილეთო. ანუ, საკუთარი პარტიის წევრებს, მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაუწყო ხელფასების გადახდა. პარტიულ მუშაობაში გახარია სრულიად გამოუცდელია და აწი გვიანიცაა რაიმეს გამოსწორება. ოცნება და ნაცები აღარ მისცემენ რეიტინგის აკრეფის საშუალებას. პარტიის მენეჯმენტიც რომ მთლად ადექვატური არ ჰყავს, ეგეც ამძიმებს მის სიტუაციას.
2 თვის უკან