„სააკაშვილი ციხეში უნდა იყოს, აბა, შეიძლება დედასთან  და უამრავ ქალთან ერთად იხდიდეს სასჯელს? - ამის გაკეთება როგორ შეიძლება სამართლებრივ სახელმწიფოში?!“

„სააკაშვილი ციხეში უნდა იყოს, აბა, შეიძლება დედასთან  და უამრავ ქალთან ერთად იხდიდეს სასჯელს? - ამის გაკეთება როგორ შეიძლება სამართლებრივ სახელმწიფოში?!“

„სააკაშვილის აქტუალობამ ქვეყნის გარეთაც აზრი დაკარგა. ასე რომ არ იყოს, მაშინ გარე ძალები ზურაბიშვილს სააკაშვილს გამოაშვებინებდნენ. ლოგიკურად, რატომ უნდა სჭირდებოდეს ისეთ სუპერსახელმწიფოს, როგორც ამერიკაა, თავის პოლიტიკურ სახედ ისეთი ადამიანი, რომელსაც კაპიტულაციით აქვს დამთავრებული აგვისტოს ომი და ახლაც სამარცხვინოდ იქცევა? ეს რომ იყოს მერაბ კოსტავა, კიდევ მესმის, რომ ამერიკას სურდეს იდენტიფიკაცია მერაბის მსგავს პერსონასთან, გაუტეხავი სულის მებრძოლ ადამიანთან, ეს ამერიკისთვისაც პიარი იქნებოდა“, - აცხადებს „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას.

რამდენად ძლიერია საგარეო მხარდაჭერა სააკაშვილის მიმართ, რომელიც მისი, როგორც ლიდერის, ფიასკოს მიუხედავად, მაინც რისკავს პოლიტიკურად გააქტიურდეს არჩევნების წინ და ნაცმოძრაობის ბორდს სათავეში ჩაუდგეს? შეძლებს სააკაშვილი გარე ძალების იმედად ქვეყნის შიგნით გადატრიალების მოწყობას? ისევ ძალაშია გარე მხარდაჭერა, აღარ მოსწყინდათ მის მფარველებს დემენციანი პოლიტიკოსის კაპრიზები?

- ჩემი აზრით, სააკაშვილის აქტუალობამ ქვეყნის გარეთაც აზრი დაკარგა. მე იმას კი არ ვიძახი, რომ ის თაღლითი ექიმები, რომლებიც მის საქმეში იყვნენ ჩართულნი, ან ის თაღლითი რამდენიმე ადამიანი, რომლებიც განცხადებებს აკეთებდნენ, თითქოს სააკაშვილი პოლიტპატიმარი იყო, უანგაროდ ირჯებოდნენ, ხომ გავიგეთ, რომ ამაში ეს ადამიანები ფულს იღებდნენ და რასაც გადაუხდიდნენ, იმის მიხედვით ილაპარაკებდნენ. მე ვიძახი, რომ მართლაც გულწრფელად, რომელიმე სახელმწიფოს დონეზე ვინმეს რომ აინტერესებდეს სააკაშვილი, ასეთი ინტერესი არ არსებობს. ამის მიზეზი ისაა, რომ სააკაშვილმა პატიმრობის პერიოდშიც გამოავლინა საკუთარი თავი. სამწუხაროდ, არა მარტო სააკაშვილმა, არამედ საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც გამოავლინა თავი, იგი დასავლეთიდან წამოსულ ყველა ბინძურ დავალებას უპირობოდ ასრულებს, მათ შორის, ახორციელებს კრიმინალების გათავისუფლება-შეწყალებებს ციხეებიდან. ასეთი სახის ზეწოლა ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს რომელიმე სახელმწიფოს დონეზე, ვისი აგენტიც სავარაუდოდ არის კიდეც ზურაბიშვილი, ის ამ დავალებას უპირობოდ შეასრულებდა და გაათავისუფლებდა სააკაშვილს. ვინაიდან ეს არ დაავალეს და არ გააკეთებინეს, ეს ნიშნავს, რომ ასეთი დავალება არც არსებობს, თორემ გვარამია გამოაშვებინეს ციხიდან და სააკაშვილს არ გამოაშვებინებდნენ, რა შეუშლიდათ ხელს? ასე რომ, დასავლეთს აღარ აქვს სააკაშვილის მიმართ ინტერესი. სააკაშვილი პოლიტიკურ დონეზე აღარ არის საინტერესო, ამიტომაც არ ინტერესდებიან გარე ძალები პოლიტიკაში მისი შემოყვანით. ანუ ეს არის მორიგი თაღლითობა სააკაშვილის მხრიდან, ის ფულს უხდის კორუმპირებულ უცხოელებს, რომლებიც მას ვითომდა თანაუგრძნობენ, მაგრამ ეს არ ხდება უცხოეთის სახელმწიფოთა დონეზე. მით უმეტეს, დღეს სააკაშვილის საჭიროება არ არის. ვინ არის დღეს მთავარი მოთამაშე? ამერიკის შეერთებული შტატები. იქით რუსეთია, აქეთ-აშშ. მართალია, სააკაშვილი სისულელეებს იძახის, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი პუტინის ტყვე ვარო, მაგრამ ამერიკას უნდა კი ისეთი პოლიტიკური ლიდერი საკუთარ თავთან გააიგივოს, რომელსაც რუსეთთან ომი სამარცხვინოდ აქვს წაგებული, რომელსაც კაპიტულაციით აქვს დამთავრებული ომი?! ლოგიკურად, რატომ უნდა სჭირდებოდეს ასეთ სუპერსახელმწიფოს თავის პოლიტიკურ სახედ ისეთი ადამიანი, როგორც სააკაშვილია? ეს რომ იყოს მერაბ კოსტავა, მესმის, რომ ამერიკას სურდეს იდენტიფიკაცია მერაბის მსგავს პერსონასთან, ამერიკამ სულაც რომ არ ჩართოს პოლიტიკაში მერაბ კოსტავას მსგავსი ფიგურა, ასეთი გაუტეხავი სულის, მებრძოლი ადამიანის უკან დადგომა, ამერიკისთვის პიარია. სააკაშვილმა მარტო ომი კი არ წააგო, არამედ პატიმრობის პერიოდში სამარცხვინოზე სამარცხვინო ტენდენციები გამოავლინა, ჯერ რა იყო და ტრაილერით შემოიპარა საკუთარ ქვეყანაში, იქიდან საზღვარზე გადმოიპარა, მაწვნებსა და არაჟნებში იჯდა კაცი, მოვიდა ციხეში და ვკვდები, ვკვდებიო.

ისე, მაგაზეც ხომ შეუძლია თქვას, პოლიტპატიმრობის ახალი სტანდარტი დავამკვიდრეო?

- დიახ, მაგრამ ამ ყველაფერს ამერკელები ხომ ხედავენ, სააკაშვილი ჯერ იძახდა, კახექსია მჭირს, დემენცია მჭირს, განუკურნებელი დაავადებებიო და ახლა იძახის, ჯანმრთელი ვარ, პოლიტიკაში მინდაო. ამ კაცს ვერ გაურკვევია საკუთარი ეროვნება, ქართული არ მესმისო, სასამართლოზე იძახდა, თარჯიმანი მომიყვანეთ, უკრაინულად უნდა ვილაპარაკოო. ქართულის გაგონება არ უნდოდა და ახლა ქართულ პოლიტიკაში ლიდერი უნდა გავხდეო. ასეთი არასტაბილური, მშიშარა ფიგურა როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს? კაცი ციხეში ვერ ჩერდება, ამიტომაც იგონებს ყველაფერს, რომ დარჩეს საავადმყოფოში. ისე, ციხესაც აქვს ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო, თუ მაინცდამაინც ციხეა საჭირო, შეუძლიათ, იქ გადაიყვანონ, მაგრამ ციხე რომ ჰქვია, ეშინია, პანიკური შიში აქვს. ასეთი ლიდერი როგორ შეიძლება, რომელიმე თავმოყვარე სახელმწიფოს უნდოდეს?

ჩვენს სახელმწიფოს რა ბერკეტი აქვს, შეაჩეროს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის საქართველოს შიდა პროცესებში ჩარევა, რომლის გამოც ქართული პოლიტიკა ჩიხიდან ვერ გამოსულა? როდემდე უნდა შეახსენონ ციხეში მოხვედრის პერსპექტივა ვივამედის ურჩ ბინადარს, რომელიც რევოლუციებით უჭედავს ტვინს თავის მომხრეებს და საკუთარ პარტიაში გავლენების დაბრუნებას ცდილობს?

- კაცს ციხე აქვს მისჯილი და უნდა იჯდეს ციხეში. ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა გაუგებარია. არახალი თემაა და ყველამ ვიცით, რომ სიმულანტობდა, რატომ არ გადაჰყავთ ციხეში?! ეს კითხვა პასუხგაუცემელია ხელისუფლების მხრიდან. სააკაშვილს შეხსენება რად უნდა, რომ ციხეში გადაიყვანენ, ის ციხეში უნდა იყოს. აბა, შეიძლება დედასთან ერთად იხდიდეს სასჯელს?! ასევე, უამრავ ქალთან ერთად იხდიდეს სასჯელს? ათასობით მნახველზე აღარაა საუბარი. ეს არის ანომალია, ასეთი რამის გაკეთება როგორ შეიძლება სამართლებრივ სახელმწიფოში. ეს ადამიანი არაფერში გამოსადეგი არ არის და ზუსტად გეტყვით, მის უკან არანაირი დასავლეთი არ დადგება. არ დადგება არც ამერიკის შეერთებული შტატები, არც ევროპა. კაცმა ევროპარლამენტში ხელი მოაწერა, მე დავიწყე აგვისტოს ომი, არაფერ შუაშია რუსეთიო, ამისთანა ლიდერი ვის რაში სჭირდება?

ირაკლი კობახიძის გაპრემიერების შემდეგ გააკეთა სააკაშვილმა მკვეთრი განცხადება, რომ ნაცმოძრაობის პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს ჩაუდგება სათავეში. ხომ არ მოსინჯა ამით ძალები, რა რეაქცია წამოვიდოდა ახალი პრემიერისგან და უფრო მოზომილი იქნებოდა თუ არა თავის განცხადებებში კობახიძე?

- ირაკლი კობახიძის პრემიერად გახდომას მე უფრო ვუკავშირებ საგარეო პოლიტიკის წარმართვის პროცესს და, ასევე, ვუკავშირებ იმას, რომ ქვეყანაში თუ რაიმე მითქმა-მოთქმა არსებობს კორუფციული თვალსაზრისით ხელისუფლების მხრიდან, ამას ჩამოირეცხავს ხელისუფლება ძალიან მალე, რადგან ირაკლი კობახიძის დამოკიდებულება ასეთი საკითხების მიმართ მისმა მტრებმაც კი იციან. კორუფციასთან მისი დამოკიდებულება მკაცრია. ადამიანი როცა თავად არ არის ჩართული კორუფციაში, ბუნებრივია, არ დაუშვებს, მისი ხელქვეითები კორუმპირებულები იყვნენ. მოგეხსენებათ, თევზი თავიდან ყარს. კობახიძის მეთაურობით ისეთი სახელმწიფო უნდა ჩამოყალიბდეს, რომ სამომავლოდ ჩვენ უნდა გავხდეთ ჰაბი, ერთ-ერთი ცენტრი სავაჭრო გზებისა, შუა დერეფანი, აბრეშუმის გზა, აქ უამრავი ქვეყნის ინტერესი უნდა იყოს. როცა ეკონომიკასა და ბიზნესზეა საუბარი, სწორედ ისეთი ხელისუფლება სჭირდებათ, სადაც გარანტირებული იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობა, კორუფციასთან ბრძოლა და უსაფრთხოება. უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩინეთმაც გააკეთა განაცხადი, რომ საქართველოს უსაფრთხოებაზე გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებს, ჩვენ უკვე პარტნიორი ქვეყნები ვართ. ჩვენ უნდა გავხდეთ ერთ-ერთი სანიმუშო ქვეყანა, როგორც ამდენი სახელმწიფოს ინტერესთა ცენტრი.

 

ლევკოთეა ისე, ეხლა დავუფიქრდი, რომ როგორღაც, კობახიძე არ ასოცირდება კორუმპირებულ ტიპაჟთან. უფრო იდეურია. ამით განსხვავდება ძალიან ბევრისგან.
2 თვის უკან