"მთავრობის ცვლილების შემდეგ თავდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილი ვირუსებით ჩემი კომპიუტერის მეშვეობით ჩემი საუბრები ისმინებოდა", - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა.
მისი განმარტებით, ეს მან გასულ კვირას პროკურატურაში შეიტყო.
"ამას თავდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილი ვირუსებით აკეთებდა სამხედრო პოლიციის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ერთ-ერთი ახალი თანამშრომელი...
მაინტერესებს, ვინ იყო ამის ინიციატორი? ვისი დავალებით აკეთებდა ამას", - განაცხადა ოქრუაშვილმა.
მისი ბრალდება ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარყვეს.