„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის რუდი გარსიას გათავისუფლების შესახებ ისაუბრა.
„მის ბოლო მატჩამდე (0:1 „ემპოლისთან“) გასახდელში შევედი. ვკითხე, დარწმუნებული იყო თუ არა თავის შემადგენლობაში მან მიპასუხა: „ნება მომეცით საქმეს თავად მივხედო!" როცა ვინმე ამას ამ ტონით გეუბნება, ძნელი მოსათმენია.
შესვენებაზე გასახდელში ჩავედი, რომ მეთქვა: „რა ჯანდაბას აკეთებ? სამსახურიდან გათავისუფლება გინდა? ასე დასრულდა ყველაფერი. გარსია ყოველთვის მაკვირვებდა თავისი გადაწყვეტილებებით. ბოლოს დავიღალე და ერთ ადგილზე გავაგზავნე“, - ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს RMC Sport.
გარსია „ნაპოლის“ სათავეში 2023 წლის ივლისში მივიდა. 59 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა 16 მატჩი ჩაატარა. იტალიის ჩემპიონატში 12 ტურის შემდეგ ნაპოლიმ 21 ქულა დააგროვა და ფრანგი მწვრთნელი ცუდი შედეგრბის გამო ნოემბერში გაათავისუფლეს.
22 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ში 35 ქულით მეშვიდე ადგილზეა. ჩემპიონატს „ინტერი“ ლიდერობს (57 ქულა).