პოეტი რეზო ამაშუკელი, ქართველ ხალხს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და აცხადებს, რომ საქართველო გადარჩა. ამასთან, ის "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნას კიდევ ერთხელ აპროტესტებს და ამბობს, რომ სანამ ისინი საქართველოში კიდევ "იყიყინებენ", და აცხადებენ, რომ მთავარ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენენ, არაფერი გვეშველება. რაც შეეხება მთავარ ოპოზიციურ ძალას, რეზო ამაშუკელი ასეთად ნინო ბურჯანაძეს მიიჩნევს. პოეტმა აღნიშნულ თემებზე მედიაკავშირ "ობიექტივში" ისაუბრა.
"ვერ თმობს ამათ ამერიკა, რომლის პირდაპირი პროექტიც იყო მანქურთების მოთრევა აქ, რომ წაეშალათ ყველაფერი ქართული. როდესაც გავაპროტესტე წერილი, რომელიც როსნერია თუ ვიღაც ოხერმა მოიწერა, ქალბატონმა დარეკა "ობიექტივში" და განაცხადა, რამდენ ხანს შეიძლება ამდენი ლანძღვაო..მაგ დედაკაცმა თავის ჰორმონალურ უბედურებებს და კლიმაქსურ მოვლენებს მიხედოს, ვის უნდა ვესაუბრო მე კორექტულად? ვინც სამშობლო წამართვა და ქვეყანა დაღუპა? რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, ოცდაათწლიან საკონცენტრაციო ბანაკში ვიქნებოდით. ყველას გასაგონად ვამბობ, ვისაც ქართულად გიძგერთ გული - მიმიფურთხებია იმ ქართველისთვის, ვინც შეეგუება, რომ ეს რაქიტიანი ბაქრაძე გამოვიდეს და მარიგოს ჭკუა და ვაშაძე კიდევ, და რომ ამერიკაში გაუთხოვდა..ეგენი გარყვნილები არიან. მაგათ უნდოდათ, თავიდან ბოლომდე შეეცვალათ ქვეყანა. ბოკერიას უნდოდა, გადაეკეთებინა ქართველობა და ამის შემდეგ ესენი კიდევ უნდა დარჩნენ და პოლიტიკური დივიდენდები უნდა ჰქონდეთ? რეანიმაციის საშუალება უნდა მივცეთ? - ვერ ეღირსებიან. მინდა ჯანმრთელად ვიყო, რომ მაგათ ბოლომდე მივყვე!" - განაცხადა პოეტმა.
რეზო ამაშუკელი მომავალ პრეზიდენტისგან მოითხოვს, რომ დროშა, რომელიც, მისი მოსაზრებით, იყო პარტიული და სააკაშვილმა სახელმწიფო დროშად აქცია, ციხეში გაატანოს.
"ის დროშა საფლავში უნდა ჩავატანოთ, ან ციხეში წაიღოს, იქ შემოიხვიოს და სიცოცხლის ბოლომდე აფრიალოს. ვერ ეღირსებით, "ნაციონალებო", რეანიმაციას, რადგან საქართველოში ჩემნაირი ასიათასობით არის". - აღნიშნა ამაშუკელმა და დასძინა, რომ საქართველოში დაწყებულია "ლინჩი" და თუ საზოგადოებამ სახელმწიფოებრივად არ იაზროვნა და დამნაშავეს პასუხი არ აგებინა, ეს შეუჩერებელ პროცესად იქცევა.
პოეტმა ჟურნალისტების პასუხისმგებლობის თემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "ნაციონალების" მოღვაწეობაში წვლილი მათაც მიუძღვით.
"ჩახედეთ თქვენს სინდისს და გაიხსენეთ, როგორ გაიყიდეთ და როგორ ემსახურეთ ამ გათახსირებულებს". - მიმართა მან ჟურნალისტებს.
რეზო ამაშუკელმა ვიქტორ ჰიუგოს სიტყვები - "ომი გამარჯვების შემდეგ იწყება" - გაიხსენა და განაცხადა, რომ ის იწყებს ომს, რომელსაც ბოლომდე მიიყვანს.