უნგრეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა უკრაინის შეიარაღებული ძალების იმ ქვედანაყოფის მეთაურს, რომელმაც ნავთობსადენი „მეგობრობა“ დაბომბა

უნგრეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა უკრაინის შეიარაღებული ძალების იმ ქვედანაყოფის მეთაურს, რომელმაც ნავთობსადენი „მეგობრობა“ დაბომბა

უნგრეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა უკრაინის შეიარაღებული ძალების იმ ქვედანაყოფის მეთაურს, რომელმაც ნავთობსადენი მეგობრობა“ დაბომბა. ინფორმაციას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ავრცელებს.

სიიარტოს განცხადებით, ბოლო დროს უკრაინამ რამდენიმე თავდასხმა განახორციელა ნავთობსადენ მეგობრობაზე“, რომელიც უნგრეთის უსაფრთხო ენერგომომარაგებისთვის მნიშვნელოვანია“.

მეგობრობის“ ნავთობსადენის გარეშე ნედლი ნავთობით უნგრეთის უზრუნველყოფა შეუძლებელია. უკრაინამ ეს კარგად იცის. უკრაინა იაზრებს, რომ ნავთობსადენი მეგობრობა“ უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სიიარტომ.

უნგრეთის პირველმა დიპლომატმა უკრაინა იმაში დაადანაშაულა, რომ ეს თავდასხმები, პირველ რიგში, ზიანს აყენებს უნგრეთსა და სლოვაკეთს და არა რუსეთს.

მეგობრობის“ ნავთობსადენზე უკანასკნელი თავდასხმა საკმაოდ სერიოზული იყო. ის იმდენად სერიოზული იყო, რომ სარემონტო სამუშაოები იმდენი ხანი მიმდინარეობდა, რომ ჩვენ ჩვენი სტრატეგიული, ავარიული რეზერვები კინაღამ გამოვიყენეთ“, - განაცხადა მან.

სიიარტომ აღნიშნა, რომ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე თითოეულ თავდასხმას ბუდაპეშტი სუვერენიტეტზე თავდასხმად აღიქვამს.

ამიტომაც უკრაინის ამ მოქალაქეს უნგრეთსა და შენგენის ზონაში რამდენიმე წლით შესვლა აეკრძალება“, - განაცხადა სიიარტომ.