აი, რატომ გაპარულან სააკაშვილი და უგულავა პარიზში...

აი, რატომ გაპარულან სააკაშვილი და უგულავა პარიზში...

"პარიზში ნამდვილად მოიდო დავით ბაქრაძემ, ასევე საბერძნეთში, თესალონიკში 3 უბანი იყო და აქედან 2-ში გაიმარჯვა. 1664 ხმა აქვს მარგველაშვილს აღებული უცხოეთში, ხოლო 300 ხმით ნაკლები ბაქრაძეს. "ნაციონალური მოძრაობა" მეორე ადგილზე გავიდა საკმაოდ დიდი მაჩვენებლით, ეს მოგების ტოლფასი მეორე ადგილია. ეს არის "ქართული ოცნების" ბრალი და ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის ბრალი. მათ აშშ და ევროპული ქვეყნების საერთოდ დაივიწყეს. ამ დროს, რომ არ ყოფილიყო ისევ ზოგიერთი ემიგრანტის აქტივობა, კოალიცია საერთოდ ჩაფლავდებოდა. ვინც შარშან "ქართულ ოცნებას" დაუდგა გვერდით, ისევ მათ იმარჯვეს, ისევ თავიანთი ფულით და შესაძლებლობებით გააკეთეს საარჩევნო კამპანია. რომ არა კახა ცხადაძე, რომელიც კოალიციამ საერთოდ დაივიწყა, მარგველაშვილი ამდენ ხმას ვერ მიიღებდა", - აცხადებს საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით აი, რატომ გაპარულან სააკაშვილი და უგულავა პარიზში...

"ნაციონალურმა მოძრაობამ უცხოეთში იმუშავა ძალიან სერიოზულად. ევროპაში ქართული ეკლესია არის მიშა სააკაშვილის სატელიტი, აი, ამ კუთხით იმუშავეს "ნაციონალებმა. დიცის მოვლენებთან დაკავშირებით. ემიგრანტებმა აქციები მოაწყვეს რუსეთის საელჩოებთან, ამ ყველაფრის ორგანიზატორი იყო ეკლესია, ეს იყო სააკაშვილისა და ბოკერიას მიერ მოწყობილი აქციები, ემიგრანტები გულწრფელად მივიდნენ, არ იცოდნენ ვინ ადგა აქციების უკან. მე პირადად შევხვდი მიშას რამდენიმე ლობისტს, ძალიან სერიოზულად იმუშავეს ფა კიდევ მუშაობენ. სხვათა შორის, არჩევნების შემდეგ ყველაზე მეტად ესენი ზეიმობდნენ. "ნაციონალურმა მოძრაობამ " უკვე შეასრულა პროგრამა მაქსიმუმი, მიაღწიეს იმას, რომ ესენი არიან ქვეყანაში მთავარი ოპოზიციონერები და თუ სამართლიანობის აღდგენას დაიწყებ და ვინმეს დაპატიმრებას დაუპირებ, აყაყანდებიან, მთავარ ოპოზიციურ ძალას გვჩაგრავენო. გუშინ ამათი ერთ-ერთი ლობისტი მეუბნებოდა, ხომ მოგიგეთო!. ამათ რატომღაც ჰგონიათ, რომ "ოცნების" ლობისტი ვარ, არადა, ამ დროს "ოცნება" ახლოსაც არ მიკარებს. როცა მე ვუთხარი, ამათი ლობისტები ვინც არიან, სიცილით მოკვდა - ან უჭკუები არიან ან დეგენერატებიო.", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ფოფხაძე.

"მიშას ორმა ლობისტმა ევროპარლამენტში სარიუშ ვოლსკისა და ემარ ბორკის დახმარებით (ეს უკანასკნელი ევროპარლამენტში საგარეო კომიტეტს ხელმძღვანელობს) შეადგინეს რეზოლუციის ტექსტი, სადაც პირდაპირ იყო მითითებული, რომ ვანო მერაბიშვილის გამოშვება მოეთხოვა ევროპარლამენტს. ასეთი რამ ტიმოშენკოს გამოც კი ვერ გაუბედეს უკრაინას. წარმოიდგინეთ, ვილნიუსის სამიტის წინ რომ ჩაეწერათ, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც არიან პოლიტპატიმრები და არის შერჩევითი სამართალიო. აქ თვითონ შევიდნენ ციხში - თუ ამ რეზოლუციას მიიღებდნენ, სამიტზე ასოცირებული წევრობის პროცესი ვარდებოდა: სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელორუსის უარის შემდეგ დავრჩით სამი ქვეყანა - ჩვენ, უკრაინა, მოლდოვა და ერთი ქვეყანაც რომ გამორიცხულიყო, პროცესი ვარდებოდა", განმარტავს რესპონდენტი.

"ამ დროს მოდიან სიკორსკი და სააკაშვილის ორი დიდი ლობისტი. ერთ-ერთი არის კარლ ბილდტი, რომლის ფირმაც ემსახურება სააკაშვილს და ლობირებს ევროსტრუქტურებში. ეს საკმაოდ ცნობილი და ძლიერი ფირმაა. მიშას ლობისტები 4 თვეს მუშაობდნენ, რომ ეს რეზოლუცია გაეტანათ, სააკაშვილი რაღაცით ხომ უნდა დააბან? - თუ ამას არ გააკეთებენ, ეს პირს დააღებს და ყველაფერს იტყვის. ესენი ამისთვის ჩამოვიდნენ, რომ მიშა დაეწყნარებინათ. სხვათა შორის, ხანდახან მეც მიჩნდება ეჭვი - ბაქრაძის მეორე ადგილზე გასვლა, ხომ არ იყო გარიგების ნაყოფი? მეც ვეძებდი კარლ ბილდტსაც და სხვა ლობისტებსაც, მაგრამ სადღაც გაქრნენ. სააკაშვილი იმაზეც კი მიდიოდა, რომ ვილნიუსის სამიტი ჩავარდნილიყო. ამ დროს ახალი ხელისუფლება ზის და ამას ყურადღებას არ აქცევს. პრინციპში ვეთანხმები ნათელაშვილს, სიკორსკიმ მართლაც ჩამოიტანა რაღაც", - მიიჩნევს გიორგი ფოფხაძე.

"საით წავიდნენ სააკაშვილი და უგულავა, მე დიდხანს ვარკვევდი - მიშას ლობისტებმაც კი არ იციან, სად წავიდა. ან იციან და არ ლაპარაკობენ. სააკაშვილის პრესსამსახური აცხადებს, ხვალ გავამხელთ, სააკაშვილი ვიზიტით სად წავიდაო. რას ჰქვია, ხვალ გამოაცხადებ, "აგენტი 007"-ია და გაიპარა? თუ ოფიციალური ვიზიტია, წასვლამდე უნდა იყოს ცნობილი, ბოსტანში ხომ არ მიდის წარხლის ამოსაღებად? მე როგორც გავიგე, სააკაშვილი და უგულავა პარიზში არიან კეზერაშვილის ადვოკატთან, რომ "კეზერამ" პირი არ გააღოს და არ ალაპარაკდეს. სააკაშვილი იმდენად "ვრედნია", შესაძლებლად მიმაჩნია, ბრიუსელშიც ჩამოვიდეს და თავის ლობისტებს შეხვდეს. ესენი ახლა დასხდებიან და ერთად დაგეგმავენ რამე პროვოკაციას. კაცი უკვე გვემუქრება, ჯოჯოხეთს მოგიწყობთო. ეს ამბავი ყურადღებამისაქცევია. ძალიან ნუ დავიმშვიდებთ თავს. კოალციის წევრებს ვეუბნები, ეს ადამიანი ძალიან საშიშია, მაგრამ ვერ შევასმინე - აი, მორჩება 27 ოქტომბერს არჩევნები და ყევლაფერი დამთავრდეაბო. ჩვენი უმოქმედობით "გაიპრავა" მან მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი", დასძენს ჟურნალისტი და შეკითხვას - "ივანიშვილი ამ ამბავს ნაწილობრის პრესასაც აბრალებს..." - პასუხობს:

"არ მინდა ცუდი სიტყვა ვიხმარო, მაგრამ ეს არის ტელევიზიების ბრალი და არა პრესის, დღეს საქართველოში ნეიტრალური ტელევიზია არ არსებობს, გარდა "პირველი არხისა", რომელიც ნაკლებად ყურებადია. აქეთ მხარეს დარჩა ერთი "კავკასია", რომელსაც თბილისის ყველა უბანში ვერ უყურებენ და "ობიექტივი", რომელიც არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე გამორთეს. სააკაშვილს იქით დარჩა "რუსთავი 2" და გაიხსნა ახალი ტელევიზია"ტაბულა". მიხეილ სააკაშვილი მართლა მოაწყობს ჯოჯოხეთში. დრეს ევროპული პრესა წერს, რომ საქართველო დატოვა რეფორმატორმა და მოვიდა პრორუსული ვექტორი - აი, საით მიჰყავთ "ნაციონალებს" საქმე!"