"1984 წლიდან 1992 წლის ჩათვლით მიხეილ სააკაშვილი სწავლობდა კიევში საბჭოთა "კაგებეს" მიერ ჩამოყალიბებულ მზვერავთა და "ტვინის გამორეცხვის" სკოლაში. დიახ, საბჭოთა საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი იყო მზვერავთა სკოლა, სადაც იგი ანდროპოვის შვილისა და თემურ ალასანიას წყალობით ჩაირიცხა. იქ მან ისწავლა, როგორ უნდა გამხდარიყო საბჭოთა მზვერავი როგორ უნდა გაევრცელებინა დეზინფორმაცია! მიუხედავად არაერთი მცდელობისა, უარეყო ეს ინფორმავია, მიხეილ სააკაშვილს არასდროს წარმოუდგენია ამ უტყუარი ფაქტების გამაბათილებელი გამაბათილებელი მტკიცებულება", - აცხადებს "თანასწორობის ინსტიტუტის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კაკაბაძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ირაკლი კაკაბაძე: ვადასტურებ გოგლა ჟვანიას განცხადებას, რომ თემურ ალასანია ზურაბ ჟვანიას ემუქრებოდა!
"ნუ დაგვავიწყდება, რომ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია საბჭოთა "კაგებეს" ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული ოფიცერი გახლავთ. ის ჯერ კიდევ ანდროპოვის "კაგებეს" თავმჯდომარეობის პერიოდში იყო გავლენიანი ფიგურა საბჭოთა "კაგებეს" წრეებში და "ტვინის რეცხვის" ანუ პიარის საკითხებს ხელმძრვანელობდა ჩრდილო ამერიკაში. მას 1980-90-იან წლებში გაეროს განიარაღების კომიტეტში, საბჭოთა კვოტით, საკმაოდ მაღალი პოზიციები ეკავა. სხვათა შორის, არცთუ დიდი ხნის წინ გავიდა პენსიაზე. ასევე ის გახლავთ პუტინის დიდი ხნის კოლეგა და მეგობარი. სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია რომ საქართველოს ჩრდილოვანი მმართველია, ესეც ფართოდ ცნობილი ინფორმაციაა. მის ხელშია ფარული პოლიტიკური ძალაუფლება და აგრეთვე იარაღით ვაჭრობის ნაშოვნი მილიარდები. თემურ ალასანიას ბიზნეს-ინტერესები სწორედ რუსული იარაღის მთელ მსოფლიოში გაყიდვას უკავშირდებოდა. ის საქართველოშიც ამ ბიზნესს ემსახურებოდა. ბოლო 10 წლის მანძილზე თავისი შვილისა და დისშვილის საშუალებით მილიარდობით დოლარის ქონება იშოვა", -აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი კაკაბაძე.
"არსებობს უტყუარი მასალები, რომ 2008 წლის ომის დროს თემურ ალასანიას იარაღის გადამყიდველთა ჯგუფმა სხვადასხვა ქვეყანაში ქართული ჯარის კუთვნილი იარაღი გაყიდა - დიახ, ამის უტყუარი მტკიცებულებები არსებობს, რომელთაც გამოძიებას აუცილებლად წარვუდგენ! სხვათა შორის, მავთულხლართების გაბმა და საზღვრის ხელოვნური გადმოწევები ძალიან ცუდად ემთხვევა საქართველოში თემურ ალასანიას კონტრაქტივობის გაზრდას. მან განაცხადა, რომ საქართველოში "რევოლუციას მოაწყობს", რასაც სამაჩაბლოს ტერიტორიასთან ახლოს რუსეთის პროვოკაციული ქმედებებს დაემთხვა. პროვოკაციის მოწყობას მულტინაციონალური ჯგუფი ცდილობს, რომელშიც რუსებთან ერთად შედიან თემურ ალასანია და მისი მეგობარი ერიკ გუდისი", - განაგრძობს რესპონდენტი.
"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავს ვიკავებ ფაქტების გასაჯაროებისგან, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით - 2004 წლის სექტემბერ-დეკემბერში, ჩემი იმდროინდელის სამსახურიდან გამომდინარე - ერთ-ერთი დიდი სტრატეგიული ობიექტის უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ვიყავი - საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა თემურ ალასანიასა და მის ჯგუფის სხვადასხვა წევრებთან გუდისთან, დევისთან და ა.შ. 2005 წელს თემურ ალასანიამ ჩემს მიერ ზემოთ ნახსენები ობიექტი ხელში ჩაიგდო, ისევე როგორც ბევრი სხვა. საგულისხმოა, რომ ეს პერიოდი ზუსტად დაემთხვა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას", - ამბობს ირაკლი კაკაბაძე.
"თავის დროზე ახლო ურთიერთობა მქონდა როგორ თემურ ალასანიასთან, ასევე ზურაბ ჟვანიასთანაც და ამ ორი ადამიანის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ბევრი რამ ვიცი. ვადასტურებ გოგლა ჟვანიას განცხადებას, რომ თემურ ალასანია ზურაბ ჟვანიას ემუქრებოდა! 2005 წლის იანვრის დასაწყისში ალასანიას დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, სევე "გრუს" ოფიცერმა, თბილისში დაბადებულმა ებრაელმა ერიკ გუდისმა (მამამისი "გრუს" "ვოენტორგის" უფროსი იყო ამიერკავკასიაში) დამირეკა და მითხრა, რომ ერთ თვეში ჟვანია აღარ იქნება იქ, სადაც არისო - ანუ პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ამ განცხადებიდან ერთი თვის შემდეგ ჟვანია ცოცხალი აღარ იყო. გუდისმა ეს იმიტომ თქვა, რომ ჟვანიამ მას აეროპორტის უტენდეროდ მიღება ჩაუშალა და 2004 18-20 დეკემბერს მისგან დიდი ქრთამის აღებაზე უარი თქვა. აეროპორტი ალასანიამ და გუდისმა ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ფიქტიური თურქულ-ოფშორული კომპანიების საშუალებით ჩაიგდეს ხელში. იმ დროს მათ "პარტნიორ" ორგანიზაციებში ვმუშაობდი..." - აცხადებს ირაკლი კაკაბაძე და შეკითხვას - "გამოდის, რომ ჟვანია აეროპორტის საკითხს შეეწირა?" - პასუხობს:
"გამოძიება დაადგენს თუ ვის და რას შეეწირა ზურაბ ჟვანია. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს და გამოძიებისთვის ბევრი საინტერესო მასალის წარდგენას ვაპირებ! მე ვამბობ იმას, რაც თავად მოვისმინე და ვადასტურებ ალასანიას ჯგუფის წევრების მხრიდან მუქარების ფაქტს. ყველაფერს პრესისთვის ვერ ვიტყვი. ფაქტია, გუდისი ხელმიუწვდომელი გახდა დიდი ხნის წინ, ახლა, ჩემი ინფორმაციით, ალასანიაც აპირებს მიმალვას და ვფიქრობ, მისი მიმალვა გამოძიებას უნდა უკავშირდებოდეს".