მოქმედი პრეზიდენტი, ექს-პრემიერი და ყოფილი ომბუდსმენი - რატომ ალაპარაკდა „ოცნება“ ახალ ოპოზიციურ ალიანსზე

მოქმედი პრეზიდენტი, ექს-პრემიერი და ყოფილი ომბუდსმენი - რატომ ალაპარაკდა „ოცნება“ ახალ ოპოზიციურ ალიანსზე

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ფორმირებაა დაგეგმილი - ამის შესახებ კი ინფორმაციას მმართველი პარტია ავრცელებს. საუბარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, ექს-პრემიერი გიორგი გახარიასა და ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ალიანსზე. ანალიტიკოსებს ამ ინფორმაციის რეალობაზე საუბარი უჭირთ, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მოქმედ პრეზიდენტს ამგვარი პოლიტიკური აქტივობა კანონით ეკრძალება. თუმცა მიიჩნევენ, რომ თუ ეს ალიანსი მართლაც შედგა, მას 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება.

ზურაბიშვილი-გახარია-ლომჯარიას მოსალოდნელ ალიანსზე ჟურნაისტებთან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მისი თქმით,  პრეზიდენტის მიერ  ბოლო დროს გადადგმული ყველა ნაბიჯი სწორედ ამ ახალი პარტიის შექმნას უკავშირდება. თუმცა როგორ და რა ფორმით ჩაერთვება ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პარტიულ საქმიანობაში, კობახიძეს  ამაზე არ უსაუბრია. 

გახარიას გუნდში არ უარყოფენ, რომ . მაგალითად პარტია „საქრათველოსთვის“  წევრმა მიხეილ დაუშვილმა მედიასთან საუაბრში გუშინ თქვა, რომ  მათ მოლაპარაკებები „ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნებათნ ნამდვილად აქვთ. თუმცა ვისთან, კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა. 

„ეს გეგმა არსებობს და ეს ყველაფერი ამას უკავშირდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ყოვლად უპერსპექტივოა ნებისმიერი ასეთი გაერთიანება“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

მისივე ცნობით, ასევე ამ თემას უკავშრდება პრეზიდენტის მიერ ორშაბათს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და სამშაბათს ოპოზიციონერებ ქალბატონებთან გამართული შეხვედრებიც.

„ესეც ზუსტად ამ გეგმას უკავშირდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იგეგმება ასეთი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება საპარლამენტო არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პარტია, ისევ და ისევ, შეიქმნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფარგლებში. ის ქალბატონებიც, რომლებიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, არიან, რა თქმა უნდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი პერსპექტივა ასეთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

რა შანსები აქვს ზურაბიშვილი-გახარია-ლომჯარიას ალიანსს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის გარშემო ახალი გაერთიანების შექმნაზე საუბარი დიდი ხანია მიდის, თუმცა ლომჯარიასა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის შესახებ ინფორმაცია, როგორც ჩანს, ახალი ამბავია.

„მე როგორც ვიცი, ეს ახალი ამბავი არ არის და ამაზე საუბარი დიდი ხანია მიდის. ალბათ „ოცნების“ სხვა ყოფილ თანამდებობის პირებთანაც მიდის მოლაპარაკება. კონკრეტულად ვიცი, რომ ასეთი ეკა ბესელიაა. სხვა კიდევ ვინ იქნება, ალბათ გამოჩნდება.

„რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მე არ ვიცი  ის როგორ ჩაერთვება პოლიტიკურ აქტიურობაში. მას პრეზიდენტად ყოფნის დროს ამის უფლება არ აქვს. თუ გადაწყვეტილი აქვს, რომ 2024 წლის არჩევნებში ჩაებას, თანამდებობიდან უნდა გადადგეს. მე ამას ნაკლებად ველი და არ მგონია, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღოს. სხვაგვარად ზურაბიშვილი გახარიასთან ერთად პარტიაში როგორ იქნება, გაუგებარია. 

„რაც შეეხება მათ რეიტნგს და მოლოდნის, თუ ეს ინფორმაცია რეალური, მე არ მგონია, რომ მათ ბევრი რამ შეძლონ. ალბათ 5%-იან ბარიერს გადალახავენ და სხვა რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი კი არც არავის არ უნდა ჰქონდეს. 

„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ ზედმეტი მოლოდინია შექმნილი. ოპოზიციამაც და დასავლეთმაც მას რაღაც მებრძოლის მანტიით შემოსილი პოლიტიკოსის როლი მოარგო, არადა რელობა სრულიად სხვაა. ის ამომრჩეველი, რომელმაც ზურაბიშვილს 2018 წელს დაუჭირა მხარი, „ოცნების“ ამომრჩეველია, რომლებიც ზურაბიშვილს, როგორც ლეგიტიმურ პრეზიდენტს, აღარ განიხილავენ. ამიტომ მის მიმართ მოლოდინი გადაჭარბებულია“, - ამბობს ანჯაფარიძე „რეზონანსთან“.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, ანჯაფარიძე აქაც იგივეს ფიქრობს და მიაჩნია, რომ გახარიას შესახებ შექმნილი მოლოდინიც ფუჭია, რადგან, პოლიტიკური თვალსაზრისით, მან დაკარგა ის ხიბლი, რაც პრემიერობის დროს ჰქონდა. 

„ოცნება“ ამით საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას ახდენს“

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი თუკი პრეზიდენტობის თანამდებობაზე დარჩება, მას ამ გაერთიანებაში მხოლოდ კურატორის როლი ექნება. 

„თუკი კობახიძის განცახდება რეალობას შეესაბამება, მაშინ გამოდის, რომ ზუაბიშვილის როლი ამ გაერთიანებაში მხოლოდ კურატორის იქნება. ასე კი რა შედეგის მიღწევა იქნება შესაძლებელი, არ ვიცი. მაშინ ის თანამდებობიდან უნდა გადადგეს, რადგან პარტიული აქტიურობა პრეზიდენტს ეკრძალება. ალბათ გააჩნია რა გეგმები აქვს და სიტუაცია ამ ერთ წელიწადში როგორ განვითარდება. 

„მეორეც, აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია - ამ გაერთიანებისგან, თუკი მართლა ჩამოყალიბდება, რა მოლოდნი გვაქვს. საქმე ისაა, რომ „ოცნებაც“ და „ნაციონალებიც“5%-იან ბარიერს რომ გადალახავენ და ორნიშნა მხარდაჭერას მიიღებენ, ამაზე არავინ დავობს. ორივე პოლიტიკურ ძალას თავისი  მხარდამჭერი ჰყავს. ამიტომ ეს ე.წ. მესამე ძალა ამ პოლიტიკური ძალების თანაფარდი მხარდაჭერით უნდა სარგებლობდეს. მაგრამ ახლა გახარია, ლომჯარია და ზურაბიშვილი „ოცნებას“რომ ვერ ჩაანაცვლებენ, ეს ხომ ფაქტია. 

„თუმცა, აქ ასაუბარია იმაზე, თუ ვინ დააკომპლექტებს კოალიციურ მთავრობას. ანუ არსებობს შანსი, რომ სწორედ გახარია იყოს ამ „ოქროს მანდატების“ მფლობელი. აქაც ჩნდება კითხვა - რას მოითხოვს გახარია? ის საკმაოდ ამბიციური ფიგურაა, რომელსაც ალბათ ისევ პრემიერობა უნდა. ახლა  „ოცნებას“ თუ პრემიერი არ ეყოლება, მაშინ ხელისუფლებაში რანაირად იქნება?! ამიტომ ვფიქრობ, რომ 2024 წელს სიტუაცია შეიზლება საკმაოდ რთული შეიძლება იყოს. ვნახოთ, თუ ეს ამბავი რეალობაა, გამოჩნდება“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

იგი არც იმას გამორიცხავს, რომ ხელისუფლება, მათ ხელთ არსებული კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე, წინმსწრებად ცდილობს ამ თემის გააქტიურებას, რითაც საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას ახდენს.

„რა თქმა უნდა, არაფერია გამორიცხული. შესაძლოა ხელისუფლებას რაღაც კონკრეტული ინფორმაცია აქვს და წინმსწრებად ცდილობს ამ თემის გააქტიურებას. ამით ალბათ თავს იზღვევს, საკუთარ ამომრჩეველს აფრთხილებს და მათ მობილიზებას ახდენს. იგივეს აკეთებენ „ნაციონალები“, როცა ამბობენ, რომ გახარიაც და ზურაბიშვილიც ისევ ივანიშვილის თამაშის ნაწილი არიან. მათაც ეშინიათ ახალი ძალის გამოჩენის და იმის, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი არ დაკარგონ. 

„რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული „ოცნების“ სატელიტი ძალა ნამდვილად გამოჩნდეს 2024 წლისთვის, მაგრამ ეს ასე მარტივად თვალსაჩინო არ იქნება. მე არ ვფიქრობ, რომ გახარია და ზურაბიშვილი ივანიშვილის სათამაშო დაფის პაიკები არიან“, - ამბობს ძაბირაძე.

Gami ძაბირაძე არ ფიქრობს, რომ ვიღაცა და ვიღაცა ბიძინას პაიკები არიან
აბა, რა არიან? ნულები და ძონძები?
6 თვის უკან
Gami ნაღდად ჩანდალები!
6 თვის უკან