მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის არგუმენტები იმდენად აბსურდულია სამართლებრივად, რომ კრიტიკაც ვერ უძლებს და სერიოზული საუბარიც კი შეუძლებელია ამაზე,

მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის არგუმენტები იმდენად აბსურდულია სამართლებრივად, რომ კრიტიკაც ვერ უძლებს და სერიოზული საუბარიც კი შეუძლებელია ამაზე,

პრეზიდენტის არგუმენტები იმდენად აბსურდულია სამართლებრივად, რომ კრიტიკაც ვერ უძლებს და სერიოზული საუბარიც კი შეუძლებელია ამაზე, - ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოს არ უდგას მხარში, არ აძლიერებს მას თავისი სწორი, რეალობასთან მიმართებით რელევანტური არგუმენტებით, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს საქმის მეორე, პოლიტიკური მხარეა, არასამართლებრივი. პოლიტიკური, მაგრამ მორალურად აბსოლუტურად რელევანტური და სწორი, რომ საქართველო დღეს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და პრეზიდენტი რომ ამბობს, რომ არ იმსახურებს ეს არის აბსოლუტურად რეალობას აცდენილი და ანტისახელმწიფოებრივი. ეს უარის თქმის მიზეზი იყო, მას შემდეგ რაც რამდენიმე თანხმობაც გასცეს, შემდეგ 26 მაისი იყო, შემდეგ პოზიციის არშეცვლა იყო. დღესაც კი არ მოგვისმენია ჩვენ მისგან განმარტება, რომ არა, მე შევცდი და საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ის დღემდე მიყვება იმ აზრს, რომ ფორმალურად სრულდება რეკომენდაციები. ეს უარის თქმის საფუძველია, რა თქმა უნდა, მაგრამ სამართლებრივად დღევანდელმა პროცესმა დაადასტურა, რომ აქ სადაო საკითხი არ არსებობს უბრალოდ“, - განმარტა მამუკა მდინარაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება. სასამართლოს მსჯელობის საგანია, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.

Gami აქამდე რატომ არ იყო ასე ხილული , რომ ეს ჩუგოშვილი უვიცი და დემაგოგი რომ იყო? რა სიშტერეებს ბჟუტირობდა. გოიმი რომ იყო ეტყობოდა...
1 წლის უკან