საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ პატივისცემის კუთხით იყო მნიშვნელოვანი პრეზიდენტის აქ ყოფნა, თორემ მე რა ინტერესი მაქვს?! , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენც შეგვეძლო წარმომადგენლები გამოგვეგზავნა, მაგრამ პარლამენტის 4 წევრი აქ იმიტომ ვართ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატეთ. იგივე შეეძლო პრეზიდენტს, თუმცა, არ გააკეთა - ეს მისი არჩევანია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება.