მამუკა მდინარაძე: მთლად ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ველოდი, მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ არა რუსულ მოდელს, ვითხოვთ საპარლამენტო მმართველობას

მამუკა მდინარაძე: მთლად ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ველოდი, მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ არა რუსულ მოდელს, ვითხოვთ საპარლამენტო მმართველობას

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

“პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კონკრეტული შედეგისთვის არ მიდიოდა, ისე, უბრალოდ წავიდა, ამიტომ 52-ე კი არა, 49-ე მუხლის მესამე ნაწილით იხელმძღვანელა და წავიდაო…

იგივე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სახელმწიფოს მეთაურია - მათი ლოგიკით შეუძლია მართოს ქვეყანა.

მეორე ნაწილის მიხედვით თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია - მათი ლოგიკით თავდაცვის სამინისტრომ და ჯარმა მისი მითითებები უნდა შეასრულოს.

საპრეზიდენტო მმართველობა გვქონია და არ ვიცოდით

სტატუსის მუხლია ეგ, სტატუსის, უფლებამოსილების 52-ე მუხლია

მთლად ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ველოდი, მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ

არა რუსულ მოდელს, ვითხოვთ საპარლამენტო მმართველობას”.