მერაბ ტურავა: პრეზიდენტს შეუძლია წარმომადგენლების მეშვეობით მონაწილეობა საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობაში, მაგრამ ვფიქრობ, ეს ხელს შეგვიშლის სრულყოფილი გადაწყვეტილების განხილვაში

მერაბ ტურავა: პრეზიდენტს შეუძლია წარმომადგენლების მეშვეობით მონაწილეობა საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობაში, მაგრამ ვფიქრობ, ეს ხელს შეგვიშლის სრულყოფილი გადაწყვეტილების განხილვაში

ინფორმაცია მოვისმინეთ ტელევიზიებით, რომ ის [სალომე ზურაბიშვილი] ნდობას უცხადებს თავის ორ წარმომადგენელს. რა თქმა უნდა, შეიძლება პრეზიდენტი წარმოდგენილი იყოს წარმომადგენლების მეშვეობით საკონსტიტუციო სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეგვიშლის სრულყოფილი გადაწყვეტილების განხილვაში, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს განუცადა.

„კერძოდ, ჩვენ ვფიქრობდით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადებით პრეზიდენტი შეძლებდა ჩვენთან იმ ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარს, რომელსაც ის უშუალოდ აწარმოებდა, ვიზიტები მაქვს მხედველობაში. კარგი იურისტები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოზე გამოცხადდებიან, რა თქმა უნდა ისინი სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრებენ, მაგრამ ჩვენ კანონიდან გამომდინარე ვიხილავთ არა მარტო სამართლებრივ საკითხებს, არამედ ასევე ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, პრეზიდენტის ვიზიტებს, პრეზიდენტის საქმიანობას პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას“, - განმარტა ტურავამ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით დღეს წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება.