მამუკა მდინარაძე: ევროპელობა კონსტიტუციის უპატივცემულობაში არ არის - კონსტიტუციის დაურღვევლად უნდა ვაკეთოთ ევროპული და ეროვნული საქმე

მამუკა მდინარაძე: ევროპელობა კონსტიტუციის უპატივცემულობაში არ არის - კონსტიტუციის დაურღვევლად უნდა ვაკეთოთ ევროპული და ეროვნული საქმე

კონსტიტუციის თავზე გადახევა ისე უბრალოდ გავატაროთ, რომ ფორმალური რეაგირებაც არ მოვაყოლოთ?, - ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაზე საუბრისას განაცხადა.

„პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის შიგნით აცხადებს, რომ არც შარშან ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს და სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, არც წელს ვიმსახურებთ, რადგან თითქოს ფორმალურად ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას, ეს არის უკიდურესად დამაზიანებელი, ანტისახელმწიფოებრივი, არაობიექტური განცხადება, რომელიც აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. ვინაიდან ეს განცხადებები აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს, ეს იყო საფუძველი ნებართვის არმიცემის. ევროპელობა კონსტიტუციის უპატივცემულობაში არ არის. კონსტიტუციის დაურღვევლად უნდა ვაკეთოთ ევროპული და ეროვნული საქმე“, - განაცხადა მდინარაძემ.