გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერან შოთა გოგატაძეს სახლში ესტუმრა და 100 წლის იუბილე მიულოცა.
გიორგი ღურჯუმელიძემ შოთა გოგატაძეს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.