ნიკოლოზ სამხარაძე: „MEGOBARI აქტი“ შინაარსობრივად არაფერს ცვლის. თან იქ იმდენი ფაქტობრივი უზუსტობაა. USAID-ს სთხოვენ, რომ ანგარიში წარმოადგინოს. იმ ორგანიზაციას, რომელიც დაიხურა უკვე და საერთოდ აღარ არსებობს

ნიკოლოზ სამხარაძე: „MEGOBARI აქტი“ შინაარსობრივად არაფერს ცვლის. თან იქ იმდენი ფაქტობრივი უზუსტობაა. USAID-ს სთხოვენ, რომ ანგარიში წარმოადგინოს. იმ ორგანიზაციას, რომელიც დაიხურა უკვე და საერთოდ აღარ არსებობს

აქტი შინაარსობრივად არაფერს ცვლის. თან იქ იმდენი ფაქტობრივი უზუსტობაა. USAID-ს სთხოვენ, რომ ანგარიში წარმოადგინოს. იმ ორგანიზაციას, რომელიც დაიხურა უკვე და საერთოდ აღარ არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ „MEGOBARI აქტზე“ საუბრისას.

„MEGOBARI აქტში“ იმ უარყოფით თემებს, რომელიც აქტის მიღების შემდეგ შეიძლება საქართველოს მისამართით წამოვიდეს, აქტის მიღება არ სჭირდება, ვგულისხმობ სანქციებს. სანქციების დაწესება პრეზიდენტს [ტრამპს] ყველანაირი აქტის გარეშე შეუძლია. უბრალოდ ეს [აქტი] ერთგვარი პიარული სვლაა. თავის დროზე ეს იყო გამოყენებული აჟიოტაჟის ასატეხად და რომ დახმარებოდნენ აქ [საქართველოში] წყალწაღებულ ოპოზიციას არჩევნების დროს.

ვხედავთ, რომ ამ აქტის წინ წამოწევა ხდება მაშინ, როდესაც მინავლდება ხოლმე პროტესტი, ოპოზიცია გამოუვალ მდგომარეობაშია. აქედან გამომდინარე, აქტი შინაარსობრივად არაფერს ცვლის. თან იქ იმდენი ფაქტობრივი უზუსტობაა. USAID-ს სთხოვენ, რომ ანგარიში წარმოადგინოს. იმ ორგანიზაციას, რომელიც დაიხურა უკვე და საერთოდ აღარ არსებობს. ისიც უნდა ითქვას, რომ კონგრესს ტრამპის ადმინისტრაციასთან ნუ გავაიგივებთ, რადგან უკრაინასთან დაკავშირებითაც ვხედავთ, რომ სხვადასხვა აზრები არსებობს, ასევე შიდაპოლიტიკურ თემებთან დაკავშირებითაც“, - აღნიშნა სამხარაძემ.