გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთს, როგორც ჩანს, ამჟამად სერიოზული მოლაპარაკებები არ სურს - ამას შედეგები მოჰყვება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთს, როგორც ჩანს, ამჟამად სერიოზული მოლაპარაკებები არ სურს - ამას შედეგები მოჰყვება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ზედმეტად ზრდის ფსონებს სტამბოლში უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებზე არგამოცხადებით.

„მსოფლიო ელოდება, რომ ის [პუტინი], საბოლოოდ, მოისმენს მოწოდებას, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან დელეგაციასთან, რომელიც არსებული სიტუაციის მოთხოვნებს შეესაბამება“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

„რუსეთს, როგორც ჩანს, ამჟამად სერიოზული მოლაპარაკებები არ სურს. ამას შედეგები მოჰყვება. ევროპაში არსებობს მტკიცე განზრახვა, მიიღონ გადაწყვეტილება შემდგომი სანქციების შესახებ“, - დასძინა მან.