ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან პოზიტიური მოლოდინები აქვს - იმედიანად ვართ, რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდება

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან პოზიტიური მოლოდინები აქვს - იმედიანად ვართ, რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან პოზიტიური მოლოდინები აქვს. როგორც მან გადაცემა „იმედი LIVE“-ში აღნიშნა, საქართველოს და ახალ ადმინისტრაციას თანხვედრა აქვს როგორც საგარეო პოლიტიკაში, ასევე ღირებულებით ნაწილში.

„ჩვენი პოზიტიური მოლოდინები დაფუძნებულია იმ განცხადებებზე, რომელიც ამერიკული მხარის მიერ კეთდება. ვგულისხმობ ღირებულებით თანხვედრაზე, ასევე ვფიქრობთ, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამოცანები და ხედვაც ასევე თანხვედრაშია ამერიკის ახალი ადმინისტრაციის საგარეო ხედვასთან.

ჩვენ პოზიტიურად და იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდება და გაჯანსაღდება, თუმცა გვიკვირს, რომ აქამდე არის დუმილი. თუ შევადარებთ გასული წლის ოქტომბერ-ნოემბრის ვითარებას, რა თქმა უნდა ვითარება გაუმჯობესებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ის წერტილი, რომელიც ჩვენ მოგვწონს. ჩვენ გვინდა კიდევ უფრო მეტად დაახლოება და რეალურად სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩვენს შორის დიდი ხნის განმავლობაში იყო“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.