არჩილ გორდულაძე: ჩვენ გვაქვს ყველანაირი თანხვედრა იდეოლოგიურ დონეზე ტრამპის ადმინისტრაციასთან. ვხედავთ მხოლოდ განცხადებებს „დიფ სთეითის“ დამარცხების კუთხით, მაგრამ რეალურად გადადგმული ნაბიჯები ამ კუთხით არ არის

ჩვენ გვაქვს ყველანაირი თანხვედრა იდეოლოგიურ დონეზე ბატონი ტრამპის ადმინისტრაციასთან. ამის საპასუხოდ ვხედავთ მხოლოდ განცხადებებს „დიფ სთეითის“ დამარცხების კუთხით, მაგრამ რეალურად გადადგმული ნაბიჯები ამ კუთხით არ არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

„როდესაც მიღებულია ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრული აქტი, ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ მისივე არჩეულმა საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ამ ქმედებების და განცხადებების მიმართ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის მზადყოფნას, გამოქვეყნებული ღია წერილის და პარლამენტის ოფიციალური განცხადების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელის.