საქველმოქმედო აქციაში „ქართული ოცნების“ თბილისის რაიონული ორგანიზაციები ჩაერთნენ. მათ შორის, ისნის სამგორის, საბურთალოს და ჩუღურეთის წარმომადგენლობები. ათივე პარტიულ ოფისში შეგროვილი პირველადი მოხმარების ნივთები, არამალფუჭებადი საკვები, მედიკამენტები, ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ინვენტარით დატვირთული სატვირთო ავტომობილები გურიაში ეტაპობრივად იგზავნება.
„გურიაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მხარდასაჭერად პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები შევაგროვეთ. მინდა გამოვუცხადო დიდი სამძიმარი ჩემს გურიას, გარდაცვლილთა ოჯახებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც სტიქიის შედეგად დაზარალდა. როცა ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს დასჭირდება ჩვენი დახმარება, ყოველთვის ვიქნებით მათ გვერდით“, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“