„იუვენტუსის“ გარემარბმა, ფედერიკო კიეზამ, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენში“ ბრაზილიელი თავდამსხმელი, ნეიმარი შეცვალოს, რომელიც საუდის არაბეთში გააგრძელებს კარიერას.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, „იუვენტუსი“ მზადაა 25 წლის იტალიელი 50-60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაათავისუფლოს. კიეზას ტურინელებთან კონტრაქტი კიდევ ორი წელი აკავშირებს, თუმცა ფეხბურთელი უკმაყოფილოა იმ ვითარებით, რომელშიც „ბებერ ქალბატონშია.“
ფედერიკო დადებითად არის განწყობილი პსჟ-ში გადასვლის თაობაზე, რაც მას საშუალებას მისცემს გაიზარდოს შემოსავალი და ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს.
2022/2023 წლების სეზონში კიეზამ „იუვენტუსში“ ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა, ოთხი ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიეზას შეძენა „ლივერპულს“ სურდა.