"ჩამოსულია დიდი ზომის მიწის მასა" - მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის ერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის ერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა.

"საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 109-ე კმ-ზე, ძლიერი წვიმის შედეგად, ჩამოსულია დიდი ზომის მიწის მასა. რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.