ლეონარდო ბონუჩი იძულებულია „იუვენტუსი“ დატოვოს და შესაძლოა ბუნდესლიგაში გადავიდეს. ტურინულმა გრანდმა 36 წლის მცველი შემადგენლობას ჩამოაშორა, რის გამოც ის ინდივიდუალურად ემზადება.
როგორც იტალიური მედია წერს, მისი გადაბირებით „უნიონ ბერლინია“ დაინტერესებული და ბონუჩიც მზადაა გერმანული კლუბის წინადადება მიიღოს. უცნობია, ტრანსფერის დეტალები.
მანამდე ბონუჩი ფლორენციის „ფიორენტინასაც“ დაუკავშირეს, როგორც გაირკვა, შეხვედრაც გაიმართა, მაგრამ „იების“ სპორტულმა დირექტორმა დანიელე პრადემ ლეოს დამატება უარყო. მიუხედავად ამისა, ფლორენციელთა ვარიანტი მაინც აქტიურია.
ვეტერან მცველს „იუვესთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს, მაგრამ „ბებერი ქალბატონის“ რიგებში ის უკვე აღარ შედის.
ლეონარდო ბონუჩი „იუვენტუსში“ 2010 წელს გადავიდა და მას შემდეგ 502 მატჩში 37 გოლი გაიტანა. ჩატარებული თამაშების რაოდენობით ის „იუვეს“ ისტორიაში მეექვსე პოზიციაზეა. ბონუჩის ასევე უთამაშია „ტრევიზოში“, „ინტერში“, „ბარისა“ და „მილანში“.